PHP/PHP სინტაქსი
ბაზური PHP სინტაქსი
[რედაქტირება]PHP-ს სინტაქსისი ჰგავს C პროგრამირების ენას. რამოდენიმე ელემენტი, ისეთი როგორიც ასოცირებული მასივები და ციკლები foreach, გადმოტანილია perl-იდან.
პროგრამის მუშაობისათვის ცვლადების, მოდულების წინასწარ აღწერა არ მოითხოვება. ნებისმიერი პროგრამა შესაძლებელია დაიწყოს პირდაპირ PHP-ს ოპერატორით.
უბრალო პროგრამა PHP-ზე გამოიყურება შემდეგნაირად
<?php
echo 'გამარჯობათ!';
?>
PHP ასრულებს კოდს რომელიც შემოფარგლულია სპეცალური <?php ?> კომბინაციით. ის რაც არ არის მოთავსებული მათ შიგნით, გამოდის უცვლელად. ეს ძირითადად გამოიყენება HTML დოკუმენტში PHP კოდის ჩასასმელად, მაგალითად
<html> <head> <title>PHP მაგალითი</title> </head> <body> <?php echo 'გამარჯობა!'; ?> </body> </html>
<?php ?> ფრჩხილების ნაცვლად შსაძლებელია ვარიანტები <? ?> და <script language ='php'> </script>. ამასთან მე-6 ვერსიამდე დასაშვებია ASP პროგრამირების ენის ფრჩხილების გამოყენებაც <% %> (<? ?> და <% %> კონსტრუქციები შეიძლება გათიშული იყოს php.ini საკონფიგურაციო ფალიდან.
კომენტარები PHP-ში
[რედაქტირება]PHP გამოიყენებს სამი ტიპის კომენტარების კონსტრუქციას:
C-ს მსგავსად - /* */ ბლოკი,
C++ მსგავსად (//-დან დაწყებული და სტრიქონის ბოლომდე)
UNIX გარემოს მსგავსად (#-დან დან დაწყებული სტრიქონის ბოლომდე).
<html> <body> <?php //This is a comment /* This is a comment block */ ?> </body> </html>