შინაარსზე გადასვლა

PHP/PHP თარიღი

ვიკიწიგნებიდან
< PHP

PHP DATE() ფუნქცია

[რედაქტირება]

სინტაქსი:

date(format,timestamp)

პარამეტრი აღწერა ფორმატი სავალდებულო. დროის ნიშნულზე ფორმატის სპეციფიკაცია დროის ნიშნული არასავალდებულო. დროის ნიშნულის სპეციფიკაცია. სტანდარტულად არის მიმდინარე დრო და თარიღი


პარამეტრი აღწერა
ფორმატი სავალდებულო. დროის ნიშნულზე ფორმატის სპეციფიკაცია
დროის ნიშნული არასავალდებულო. დროის ნიშნულის სპეციფიკაცია. სტანდარტულად არის მიმდინარე დრო და თარიღი

PHP თარიღი - რა არის დროის ნიშნული?

[რედაქტირება]

დროის ნიშნული არის წამების რიცხვი, როგორც January 1, 1970 at 00:00:00 GMT. ეს ასევე ცნობილია როგორც Unix დროის ნიშნული. PHP თარიღი - თარიღის ფორმატი
პირველი პარამეტრი date() ფუნქციაში არის დროის/თარიღის ფორმატის სპეციფიკაცია. დროის/თარიღის გამოსასახავად ის იყენებს ასოებს. ქვემოთ მოყვანილია ის ასოები, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას:

  • d - რიცხვი/დღე (01-31)
  • m - მიმდინარე თვე (01-12)
  • Y - მიმდინარე წელი

სხვა სიმბოლოები, როგორიცაა"/", ".", ან "-" შესაძლებელია ასევე ჩაისვას ასოებს შორის:

<?php
echo date("Y/m/d");
echo "<br />";
echo date("Y.m.d");
echo "<br />";
echo date("Y-m-d");
?>

კოდი დაბეჭდავს:

2007/07/11
2007.07.11
2007-07-11

PHP თარიღი - დროის ნიშნულის დამატება

[რედაქტირება]

წამების პარამეტრი date() ფუნქციაში არის დროის ნიშნულის სპეციფიკაცია. ეს პარამეტრი არასავალდებულოა. თუ ჩვენ არ ვიყენებთ დროის ნიშნულს, მაშინ გამოიყენება მიმდინარე დრო.
შემდეგ მაგალითში, მომდევნო დღის დროის ნიშნულის შესაქმნელად გამოვიყენებთ mktime() ფუნქციას.
mktime() ფუნქცია დააბრუნებს Unix დროის ნიშნულს სპეციფიური თარიღისათვის.
სინტაქსი:

mktime(hour,minute,second,month,day,year,is_dst)

მომდევნო დღეზე გადასასვლელად საჭიროა დაემატოს ერთი არგუმენტი mktime():

<?php
$tomorrow = mktime(0,0,0,date("m"),date("d")+1,date("Y"));
echo "Tomorrow is ".date("Y/m/d/", $tomorrow);
?>

კოდი დაბეჭდავს:

Tomorrow is 2006/07/12