PHP/MYSQL - მონაცემთა ბაზების და ცხრილების შექმნა
მონაცემთა ბაზის შექმნა
[რედაქტირება]CREATE DATABASE ოპერატორი გამოიყენება MySQL მონაცემთა ბაზის შესაქმნელად.
სინტაქსი
CREATE DATABASE database_name
იმისათვის რომ PHP-მ ამუშავოს ზემოთ მოყვანილი ოპერატორი, უნდა გამოვიყენოთ mysql_query() ფუნქცია. ეს ფუნქცია გამოიყენება მოთხოვნის, ან ბრძანების MySQL კავშირზე გასაგზავნად.
მაგალითი
მიმდინარე მაგალითში ჩვენ შევქმნით ბაზას სახელად "my_db":
<?php
$con = mysql_connect("localhost","peter","abc123");
if (!$con)
{
die('Could not connect: ' . mysql_error());
}
if (mysql_query("CREATE DATABASE my_db",$con))
{
echo "Database created";
}
else
{
echo "Error creating database: " . mysql_error();
}
mysql_close($con);
?>
ცხრილის შექმნა
[რედაქტირება]CREATE TABLE ოპერატორი გამოიყენება MySQL-ში მონაცემთა ბაზების ცხრილების შესაქმნელად.
სინტაქსი
CREATE TABLE table_name ( column_name1 data_type, column_name2 data_type, column_name3 data_type, ....... )
აუცილებელია დავამატოთ CREATE TABLE ოპერატორი mysql_query() ფუნქციაში, რათა შესრულდეს ბრძანება.
მაგალითი
მაგალითი გვიჩვენებს როგორ შევქმნატ ცხრილი სახელად "person", სამი სვეტით. სვეტების სახელები იქნება "FirstName", "LastName" და "Age":
<?php
$con = mysql_connect("localhost","peter","abc123");
if (!$con)
{
die('Could not connect: ' . mysql_error());
}
// Create database
if (mysql_query("CREATE DATABASE my_db",$con))
{
echo "Database created";
}
else
{
echo "Error creating database: " . mysql_error();
}
// Create table in my_db database
mysql_select_db("my_db", $con);
$sql = "CREATE TABLE person
(
FirstName varchar(14),
LastName varchar(15),
Age int
)";
mysql_query($sql,$con);
mysql_close($con);
?>
აუცილებელი: სანამ შეიქმნება ცხრილები უნდა აირჩეს მონაცემთა ბაზა. მონაცემთა ბაზა ირჩევა mysql_select_db() ფუნქციით.
შენიშვნა: როდესაც ვქმნით varchar ტიპის მონაცემთა ბაზის ველს, ჩვენ უნდა მივუთითოთ ველის მაქსიმალური ზომა, მაგ.: varchar(15).
MYSQL მონაცემთა ტიპები
[რედაქტირება]ქვემოთ მოყვანილია სხვადასვხა MySQL მონაცემთა ტიპები:
მონაცემთა ტიპები
|
მონაცემთა ტიპები
|
მონაცემთა ტიპები
|
მონაცემთა ტიპები
|