Objective-C/ობიექტების შექმნა
იერსახე
ობიექტის შექმნის ორი ძირითადი გზა არსებობს. პირველი უკვე იყო ნაჩვენები წინათ:
NSString* myString = [NSString string];
ეს არის უფრო მოსახერხებელი აუტომატური სტილი. ამ შემთხვევაში თქვენ ქმნით აუტოგასუფთავებად ობიექტს, რომელსაც მოგვიანებით განვიზილავთ. თუმცა რიგ შემთხვევაში თქვენ უნდა შექმნათ ობიექტი ხელით:
NSString* myString = [[NSString alloc] init];
ეს აროს ჩადგმული მეთოდების გამოძახება. პირველი მეთოდი არის alloc, რომელიც გამოიძახება უშულოდ NSString-ზე. ეს არის შედარებით დაბალი დონის მეთოდი, რომელიც ქმნის მეხსიერებაში ამ ობიექტს.
მეორე ნაწილი არის init მეთოდის გამოძახება ახლად შექმნილ ობიექტზე. init მეთოდი როგორც წესი გამოიყენება საინიციალიზაციო სამუშაოს შესასრულებლად, მაგალითად ეგზემპლარის მნიშვნელობების განსაზღვისათვის.
როგ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ განსხვავებული init
მეთოდი:
NSNumber* value = [[NSNumber alloc] initWithFloat:1.0];