შინაარსზე გადასვლა

NewTek LightWave 3D/SCENE EDITOR

ვიკიწიგნებიდან

Scene Editor (სცენის მენეჯერი) დანიშნულია სცენის შემადგენელი ყველა ელემენტის გამოსასახავად. მისი გახსნისათვის ინსტრუმენტების პანელზე ავირჩიოთ Scene Editor, ან ვიმოქმედოთ ღილაკების კომბინაციაზე Ctrl+F1 (სურ. 18).

ჩანართში Items (ელემენტები) გამოისახება სცენის ყველა ელემენტი. ელემენტის თითოეულ ტიპს გააჩნია საკუთარი აირლიყი. ყუთი წარმოადგენს ობიექტს, ძვალი - ძვალს, ნათურა - სინათლის წყაროს, კამერა - კამერას. სიის ამა თუ იმ ელემეტთან არსებულ + ღილაკზე მოქმედებით ეკრანზე გამოისახება ანიმაციის არხები, ასევე ანიმაციის ზოლზე თითოეული ელემენტის გასაღებური კადრების განლაგება.
იმისათვის რომ სცენის ელემენტი გავხადოთ ხილული ჩავრთოთ გადამრთველი Visibility (ხილულობა). ”თვალის” იარლიყით აღნიშნულ სვეტში მითითებულია ობიექტის გამოსახვის მიმდინარე დონე. მისი შეცვლა შესაძლებელია ჩამოსაშლელ მენიუში საჭირო დონის არჩევით. ”ბოქლომის” იარლიყით აღნიშნული სვეტი განსაზღვრავს, ხელმისაწვდომია, თუ არა მიმდინარე ობიექტი რედაქტირებისათვის.
Items ჩანართის სიის ერთ-ერთი მთავარი თვისებაა, ის რომ მასში გამოისახება სცენის ელემენტებს შორის კავშირი ისევე, როგორც, მაგალითად, ”მშობელი-ბავშვი”. თუკი სვეტში, რომელიმე ელემენტს აქვს მარცხნივ მიმთითებელი ისარი, მაშინ ეს ნიშნავს რომ ელემენტის სარგებლიანობა არის ბავშვი. მასზე მოქმედებით ჩვენ მივიღებთ ნებართვას სიის დამოკიდებულ ელემენტებზე. შესაძლებელია ამ სიის ელემენტების თავისუფლად გადაადგილება, კავშირის დაყენება, ან გაწყვეტა.
ანიმაციის ზოლის დახმარებით შესაძლებელია ელემენტების გასაღებური კადრების გადაადგილება და მასშტაბირება. ვიმოქმედოთ ანიმაციის ზოლზე და თაგუნას ღილაკზე თითის აუშვებლად გადავაადგილოთ მიმთითებელი წინ, ან უკან. იმისათვის რომ მასშტაბირება გავუკეთოთ მოძრაობას, ვიმოქმედოთ მანიპულატორის ნიშანზე და გადავაადგილოთ იგი.