NewTek LightWave 3D/OPENGL-ის კონფიგურაცია LAYOUT ინტერფეისში
იერსახე
Modeler და Layout ინტერფეისებში შექმნილი ობიექტის გამოსახვისათვის გამოიყენება OpenGL. თუკი საჭიროა ობიექტის გამოსახვის შესაძლებლობების შეცვლა, აუცილებელია OpenGL-ის კონფიგურირება. ამ პარამეტრების შეცვლა ძირითადად ეხება Layout ინტერფეისში ობიექტის გამოსახვას, ამიტომ განვიხილოთ ზუსტად ეს ინტერფეისი. OpenGL-ის კონფიგურაციები მდებარეობს Preferences ფანჯარაში, OpenGL ჩანართში. განვიხილოთ ამ პარამეტრების დანიშნულებანი(სურ. 43).
- Max OpenGL Lights (სინათლის წყაროების მაქსიმალური რაოდენობა) - პარამეტრით განისაზღვრება პროექტირების ფანჯრებში არსებული სინათლის წყაროების მაქსიმალური რაოდენობა. მაგალითად, თუ ობიექტს ანათებს ორი პროჟექტორი და ამ პარამეტრში დაყენებულია 1, მაშინ ობიექტის გამოსახვისას გაითვლება ორიდან მხოლოდ პირველი სინათლის წყარო.
- OpenGL Textures (ტექსტურები OpenGL) - პარამეტრი რთავს/თიშავს რეჟიმს Textured Shaded Solid. თუკი მიმდინარე პარამეტრს გავთიშავთ, მაშინ ობიექტის გამოსახვისას ტექსტურები არ გამოისახებიან.
- OpenGL texture resolution (ტექსტურების რეზოლუცია OpenGL) - ამ ჩამოსაშლელ მენიუში განისაზღვრება რეზოლუცია, რა რეზოლუციითაც უნდა გამოისახონ ტექსტურები. ტექსტურები ამცირებენ კომპიუტერული რესურსების დანახარჯს. თუკი სცენაზე გამოყენებულია დიდი რაოდენობის ტექსტურები, მაშინ რესურსების დანახარჯი იქნება ძალიან დიდი. შევეცადოთ დავაპატარავოთ მათი რეზოლუციები.
- Show Current Texture Editor Layer (მიმდინარე ჯგუფის ტექსტურების გამოსახვა) - პარამეტრი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ობიექტს გააჩნია სხვადასხვა ტექსტურების რამოდენიმე ჯგუფი. პროექტირების ფანჯრებში, თითოეულ ზედაპირზე ჯდება მხოლოდ ერთი ტექსტურა, ამ მეთოდით, გაჩუმების პრინციპით გამოისახება პირველად დანიშნული ტექსტურა. თუკი მიმდინარე პარამეტრი ჩართულია, მაშინ Layout ინტერფეისი გამოსახავს იმ ჯგუფის ტექსტურას, რომელთანაც მუშაობა მიდის მიმდინარე დროში. ეს პარამეტრი საკმაოდ სასარგებლოა რეალური დროის რეჟიმში ობიექტზე ტექსტურის განთავსებისთვის.
- OpenGL Pixel Blending (წერტილების შერევა) - მიმდინარე პარამეტრი საშუალებას გვაძლევს, დავაგლუვოთ პატარა რეზოლუციის ტექსტურები, ასევე მივაღწიოთ პროექტირების ფანჯრების მაქსიმალურ ეფექტურობას. რეზოლუციის შემცირებისას გვეჩვენება რომ გამოსახულება აგებულია ”ბლოკებით”(სურ. 44). ამ პარამეტრის გამოყენებით Layout ინტერფეისი აგლუვებს გამოსახულებას და ხდის მას უფრო ”გარეცხილს”(სურ. 45). რაც უფრო დაბალია გამოსახულების რეზოლუცია, მით უფრო მაღალია დაგლუვების ეფექტი და მით უფრო ”რბილი” ხდება სურათი. მოყვანილ მაგალითში ტექსტურების რეზოლუცია არის 128x128.
-
სურ 44. რეზოლუციის შემცირებისას გვეჩვენება რომ გამოსახულება აგებულია ”ბლოკებით”
-
სურ 45. ტექსტურის დაგლუვებისთვის გამოიყენება პარამეტრი OpenGL Pixel Blending
- Faster Highlights (სიკაშკაშის აჩქარება) - პარამეტრი Layout ინტერფეისში რთავს საკრისებული ზედაპირის გათვლის გამარტივებულ სქემას, რაც პროგრამის მუშაობას შესამჩნევად აჩქარებს.
- OpenGL Reflections (ანარეკლი) - თუკი ჩავრთავთ მიმდინარე პარამეტრს, მაშინ ობიექტების ჩვენებისას, რომლებსაც არეკვლის კოეფიციენტი აქვთ 0-ზე მეტი, ჩაითვლება მათი არეკვლის შესაძლებლობები.
- OpenGL Transparency (გამჭირვალობა) - ამ პარამეტრის ჩართვისას, Layout ინტერფეისში, ყველა გამჭირვალე ზედაპირზე დაისმება სპეციალური ტექსტურა(სურ. 46).
- OpenGL Multi-texturing (მულტი-ტექსტურირება) - საშუალებას იძლევა პროექტირების ფანჯრებში უფრო დეტალურად დავათვარიელოთ ტექსტურები : Color channel (ფერის არხი), Diffuse channel (დიფიუზური არხი), Transparency channel (გამჭირვალობის არხი), Luminosity channel (თვითგანათების არხი).