NewTek LightWave 3D/სწრაფი ღილაკების კონფიგურაცია

ვიკიწიგნებიდან
Jump to navigation Jump to search

ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა ინსტრუმენტებთან და ფუნქციებთან სწრაფად მიღწევისათვის დავნიშნოთ ღილაკები ჩვენივე ნებით. გაჩუმების პრინციპით ყოველ ფუნქციას და ინსტრუმენტს არ აქვს დანიშნული სწრაფი ღილაკი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავნიშნოთ ისინი ხშირად გამოყენებად ფუნქციებსა და ინსტრუმენტებზე. საჭირო ინსტრუმენტთან დასაკავშირებელი სწრაფი ღილაკის დამახსოვრება ადვილია. ფანჯარა Configure Keys (კლავიატურის კონფიგურაცია) შემადგენლობით და ხედით ანალოგიურია ფანჯარისა Configure Menus (მენიუს კონფიგურაცია).

სწრაფი ღილაკების დანიშვნა[რედაქტირება]

Layout ინტერფეისში შევასრულოთ მენიუს ბრძანება Edit ->Edit Keyboard Shortcuts (რედაქტირება -> სწრაფი ღილაკების რედაქტირება). გამოვა ფანჯარა Configure Keys (სურ. 16).

სურ 16. ფანჯარა Configure Keys.png

ფანჯრის მარცხენა მხარეში არსებულ იერარქიულ მენიუში Command (ბრძანებები) გავხსნათ რგოლი Objects (ობიექტები). ეკრანზე გამოჩნდება ხელმისაწვდომი ინსტრუმენტები. გადავიტანოთ Add Null (ნულოვანი ობიექტის დამატება) ინსტრუმენტი ფანჯრის მარჯვენა მხარეში, ისე რომ Ctrl+A პუნქტის ზემოთ გაჩნდეს ცისფერი ზოლი(სურ. 17). აწი ამ კომბინაციაზე თითის დაჭერით სცენაზე დაემატება ნულოვანი ობიექტი.

სურ 17. Add Null (ნულოვანი ობიექტის დამატება) ინსტრუმენტის ფანჯრის მარჯვენა მხარეში გადატანა.png

იმისათვის რომ დავხუროთ ფანჯარა Configure Keys ვიმოქმედოთ ღილაკზე Done (დასრულება).