NewTek LightWave 3D/სტანდარტული ობექტები
იერსახე
ნულოვანი ოიექტების დახმარებით ჩვენ შევძლებთ სტანდარტული ობიექტების შემქნას, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება Layout-ის სხვადასხვა ინტრუმენტებთან მუშაობისას.
სტანდარტული ობიექტების შექმნა
[რედაქტირება]- 1.გადავიდეთ ჩანართ Items-ზე და Add პანელზე ავირჩიოთ ინტრუმენტი Null(სურ. 271).
- 2.ეკრანზე გამოვა დიალოგური ფანაჯრა Build Null Object(სურ. 272). ობიექტს დავარვათ სახელი და ვიმოქმედოთ OK ღილაკზე. შეიქმნება ნულოვანი ობიექტი.
- 3.ეკრანის ქვედა ნაწილში ვიმოქმედოთ ღილაკზე Properties, ან კლავიატურაზე არსებულ P ღილაკზე(სურ. 273). გაიხსნება ფანჯარა Object Properties.
- 4.ჩანართში Geometry(გეომეტრია), ჩამოსაშლელ მენიუში Add Custom Object (სტანდარტული ობიექტის დამატება) ავირჩიოთ ობიექტი Ruler(სახაზავი)(სურ. 274).
- 5.სიაში Custom Object(სტანდარტული ობიექტი) თაგუნას მარცხენა ღილაკით ორჯერ ვიმოქმედოთ Ruler Z Axis(Z ღერძის სახაზავი)-ზე(სურ. 275).
- 6.გამოსულ ფანჯარაში პარამეტრები დავტოვოთ ისე როგორც არის.
- 7.გადავიდეთ Right პროექტირების ფანჯარაში.
- 8.ინსტრუმენტების პანელზე ვიმოქმედოთ ღილაკზე Stretch. პროექტირების ფანჯარაში გავწელოთ ნულოვანი ობიექტი. თაგუნას მიმთითებლის მარცხნივ გადაადგილებისას სახაზავი ვიწროვდება, ხოლო მარჯვნივ გადაადგილებისას იწელება(სურ. 276).
...სხვა ობიექტით შეცვლა
[რედაქტირება]- 1.შევქმნათ ნულოვანი ობიექტი.
- 2.ჩამოსაშლელ მენიუში Replace ავირჩიოთ ბრძანება Replace With Object File(სურ. 277).
- 3.ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი ობექტი. Layout ნულოვან ობიექტს შეცვლის არჩეული ობიექტით.
LEVEL-OF-DETAIL OBJECT REPLACEMENT
[რედაქტირება]- 1.Modeler-ში შევქმნათ სამი სფერო(სურ. 278). პირველს უნდა ჰქონდეს 48 გვერდი და 24 სეგმენტი, მეორეს - 24 გვერდი და 12 სეგმენტი, ხოლო მესამეს კი 12 გვერდი და :6 სეგმენტი. ყველა დანარჩენი პარამეტრი დავტოვოთ ისე, როგორც არის მოცემული(სურ. 278).
- 2.შევინახოთ პირველი სფერო სახელით LOD-HiRes.lwo, მეორე სფერო სახელით LOD-MidRes.lwo, ხოლო მესამე სფერო სახელით LOD-LowRes.lwo.
- 3.Layout-ში ჩავტვირთოთ ფაილი LOD-HiRes.lwo.
- 4.ობიექტი LOD-HiRes.lwo გადავაადგილოთ Z ღერძის მიმართულებით 10 მეტრზე.
- 5.გასაღებური კადრის შესაქმნელად ვიმოქმედოთ Enter ღილაკზე.
- 6.გადავიდეთ 60-ე კადრზე.
- 7.ობიექტი LOD-HiRes.lwo გადავაადგილოთ Z ღერძის მიმართულებით 2 მეტრზე.
- 8.ვიმოქმედოთ ღილაკზე Properties. გაიხსნება დიალოგური ფანჯარა Object Properties.
- 9.Geometry ჩანართში, ჩამოსაშლელ მენიუში Object Replacement ავირჩიოთ ბრძანება Level-of-Detail Object Replacement.
- 10.ვიმკოქმედოთ ჩამოსაშლელი მენიუს გვერდზე განთავსებულ Options ღილაკზე, რათა გავხსნათ Level-of-Detail Object Replacement-ის პარამეტრების დიალოგური ფანაჯრა(სურ. 279).
- 11.პირველ ველში Beyond Distance მივუთითოთ 4 მეტრი და ვიმოქმედოთ ღილაკზე
- Enter. ეს იმას ნიშნავს რომ, როგორც კი ობიექტი მოშორდება კამერას 4 მეტრით, იგი შეიცვლება სხვა ობიექტით.
- 12.ვიმოქმედოთ ღილაკზე Use Object. გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში ავირჩიოთ ობიექტი LOD-MidRes.lwo. და ვიმოქმედოთ Enter ღილაკზე.
- 13.Beyond Distance მეორე ველში მივუთითოთ 7 მეტრი.
- 14.შევასრულოთ მე-12 ნაბიჯი და ჩავტვირთოთ ფაილი LOD-LowRes.Iwo.