NewTek LightWave 3D/სინათლე და სინათლის ეფექტები

ვიკიწიგნებიდან
Jump to navigation Jump to search

გამოცდილი მომხმარებლები LightWave-ს ხშირად ეძახიან ვირტუალური გამოსახულების შესაქმნელ პროგრამას. თუმცა ეს მტკიცება არც ისე სამართლიანია, მაშინ როცა ლაპარაკი მიდის სცენებში სინათლის წყაროს გამოყენებისას. პროგრამის შემქმნელები ეცადნენ თითოეული წყარო მაქსიმალურად მიეყვანათ რეალურ განათებასთან. ამან გაადვილა მათთან მუშაობა.
პროგრამას გააჩნია განათების წყაროს ხუთი სხვადასხვა ტიპი:
Distant (შორეული) - სინათლე ვრცელდება განსაზღვრული კუთხით. ეფექტი იქმნება ერთდროულად სცენის ყველა ობიექტისათვის, მათი ადგილმდებაროებისაგან დამოუკიდებლად. ამ სინათლის წყაროს არ აქვს მდებარეობა, აქვს მხოლოდ მიმართულება. სინათლის სხივები პარალელურია.
Point(წერტილოვანი) - სინათლე ვრცელდება ერთი წერტილიდან ერთდროულად ყველა მიმართულებით.
Spotlight(მიმართული) - კონუსური ფორმის მიმართული სინათლის ნაკადი. როგორც წესი, ქმნის რბილ და გლუვ ჩრდილებს. მისი ქმედება შეიძლება შევადაროთ პროჟექტორის, ან ფანრის განათებას.
Linear(ხაზობრივი) - სეგმენტი, რეგულირებად ხაზთან ერთად. სინათლე გამოიყოფა თითოეული წერტილიდან, ბოლოების გარდა. ეს წყარო გავს დღის განათების ლამპარს.
Area(ზედაპირები) - ბრტყელი ელემენტი, რეგულირებადი ზომებით. ის გამოყოფს სინათლეს პირდაპირი და უკუ მიმართულებით.

სინათლის სპეცეფექტები[რედაქტირება]

ჩამოთვლილის გარდა, LightWave-ში არსებობს მრავალი მაღალხარისხიანი სინათლის სპეცეფექტები, რომელთა დახმარებით შესაძლებელია მივაღწიოთ გამოსახულების რეალიზმს: მიმართულ სინათლის წყაროს შეუძლია შეასრულოს კინოპროექტორის როლი, თუ სინათლის წყაროს ელემენტად გამოვიყენებთ გამოსახულებას ან როლიკს. პარამეტრები Lens Flares (ობიექტივში სინათლის გაფანტვა) და Volumetrics (მოცულობა) საშუალებას გვაძლევენ კამერის წინ გამოვაჩინოთ მზის სხივები. ფუნქცია Radiosity ქმნის რეალურ დიფუზიური განათების ეფექტს. რეალურ მსოფლიოში ყოველი სხეული ხილულია მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ყველა მიმართულებით ირეკლავენ მათზე დაცემულ სინათლეს. მეთოდი Caustics ზედაპირიდან გარდატეხის და არეკვლის ეფექტის შექმნის საშუალებას იძლევა. გამოიყენება შუშის, ან მეტალის ზედაპირის შექმნისას, ასევე წყლის შექმნისას.