NewTek LightWave 3D/რედაქტირება ფენების გამოყენებით

ვიკიწიგნებიდან
Jump to navigation Jump to search

მოდელების რედაქტორის ჩვენს მიერ ერთ-ერთი ხელშეუხებელი მხარეა - ფენები. ეს ელემენტი უკვე დიდი ხანია უბრალო მოდელირების ელემენტებიდან გადავიდა მოდელირების ორგანიზების რიგებში. ფენების გამოყენებით ჩვენ შევძლებთ ყურადღება გავამახვილოთ ობიექტის გამოყოფილ ნაწილზე, რაც საშუალებას გვაძლევს ადვილად შევქმნათ რთული მოდელები. ფენებს შეუძლიათ შეამსუბუქონ ყველაზე რთული ობიექტების მოდელირებაც კი, ამას გარდა ისინი მნიშვნელოვნად მოქნილები არიან Layout ინტერფეისში მუშაობისას. LightWave 3D - ს ფენები იმითი განსახვავდებიან სხვა რედაქტორების ფენებისაგან, რომ მათი ჩართვა და გამორთვა ხდება დაუყოვნებლივ, რაც საშუალებას იძლევა მთლიანად რეორგანიზაცია გაუკეთდეს რთული ობიექტების მოდელირების პროცესს.
მაგალითად ჩვენ გადავწყვიტეთ საკმაოდ რთული ობიექტის - ხოჭოს შექმნა. თუკი მთლიან კონსტრუქციას შევქმნით ერთ ფენაზე, მაშინ მისი მართვა იქნება საკმაოდ რთული. ამ შემთხვევაში კავშირი გვექნება ასობით პოლიგონთან, ერთმანეთში, ერთმანეთის გვერდი-გვერდ, ერთმანეთზე განლაგებულ პოლიგონებთან(სურ. 124). მოდელის ერთი ნაწილის მეორესაგან გამოყოფა პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა მოდელის გამოყოფილი ნაწილები - თავი, ძვლები და ა.შ. - შესაძლებელია გნათავსდეს სხვადასხვა ფენებზე(სურ. 125). ეს მოდელს გახდის არამხოლოდ ადვილს რედაქტირებისათვის, არამედ ადვილს აღსაქმელად.

Modeler ინტერფეისი ობიექტის ყველა ფენას გამოსახავს Layer Bank რგოლში, რომელიც განთავსებულია სამუშაო არის ზედა მარჯვენა კუთხეში(სურ. 126). თითოეულ ბანკში იმყოფება 10 ფენა და ყველა ფენას გააჩნია ზედა და ქვედა ღილაკები. იმისათვის რომ დავარედაქტიროთ, ან დავათვარიელოთ ობიექტის გეომეტრია, ვიმოქმედოთ ზედა ღილაკზე და ფენა გადავა foreground (წინა პლანი) რეჟიმში - სამუშაო რეჟიმი. ვიმოქმედოთ ქვედა ღილაკზე რათა ფენა გადავიყვანოთ background (ფონი) რეჟიმში - ფონური რეჟიმი(სურ. 127). ამ რეჟიმში ფენები გამოისახება, მაგრამ მათი რედაქტირება შეუძლებელია.

თუმცა Layer Bank-ში ინახება 10 ფენა, LightWave 3D-ში ობექტს შესაძლოა გააჩნდეს ასეთი 99 ბანკი, საიდანაც გამომდინარეობს რომ ფენების მაქსიმალური რაოდენობაა 990. კლავიატურაზე არსებული PageUp და PageDown ღილაკებით შესაძლოა ბანკებს შორის გადაადგილება.
LightWave 3D 9 წარმოგვიდგენს ფენებთან მუშაობის ახალ ინსტრუმენტებს :

  • Clone2Layer (ფენაში კლონირება) - უბრალო კლონირებისაგან განსხვავებით ეს საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ რამოდენიმე ასლი სხვადასხვა ფენებზე.
  • Insert Layer (ფენის ჩასმა) - მიმდინარე ტიპი ახალ ფენაში აკოპირებს მარჯვნივ მყოფ ყველა ფენის შემადგენლობას.
  • Delete Layer (ფენის წაშლა) - შლის ფენას და ყველა შემდეგ ფენას აადგილებს მარცხნივ.
  • Object collapser (ობიექტების შეკვრა) - ყველა არჩეული ფენა ერთიანდება.

ფენების გამოყენება[რედაქტირება]

სურ 128. გაჩუმების პრინციპით არჩეული პირველი ფენა.png

  • ობიექტის პირველ ფენაზე შევქმნათ პარალელეპიპედი. გაჩუმების პრინციპით, ობიექტის პირველი ელემენტი იქმნება პირველ ფენაზე(სურ. 128).
  • ავირჩიოთ მეორე ფენის სამუშაო რეჟიმი, ან ვიმოქმედოთ ღილაკზე - 2. გააქტიურდება მეორე ფენა და წინა ფენაზე შექმნილი ელემენტი გაქრება სცენიდან(სურ. 129).
  • ამ ფენაზე შევქმნათ სფერო(სურ. 130).
  • იმისათვის რომ დავუბრუნდეთ წინა ფენაზე შექმნილ ობიექტს, გადავიდეთ პირველი ფენის სამუშაო რეჟიმზე, ან ვიმოქმედოთ ღილაკზე - 1.
  • კლავიატურაზე არსებულ Shift ღილაკზე თითის აუშვებლად თაგუნას მარცხენა ღილაკით ვიმოქმედოთ მეორე ფენის სამუშაო რეჟიმზე, ან ვიმოქმედოთ კლავიატურაზე არსებულ Shift+2 ღილაკების კომბინაციაზე. ახლა უკვე ორივე ობიექტი ხელმისაწვდომია რედაქტირებისათვის(სურ. 131).

სურ 131. ორივე ფენის სამუშაო რეჯიმში ერთდროეულად გადაყვანა.png

  • ავირჩიოთ მესამე ფენა, ან ვიმოქმედოთ ღილაკზე - 3. ამით ორი წინა ფენა გახდება არა აქტიური.
  • გადავიდეთ პირველი ფენის სამუშაო რეჟიმში და მეორე ფენის ფონურ რეჟიმში(Аlt+2). ამით სფერო გამოისახება შავად(სურ. 132).

სურ 132. სფეროს ფონურ რეჟიმში გადაყვანა.png

თუკი ფენაზე შექმნილია რაიმე ელემენტი, მაშინ მისი სამუშაო რეჟიმის ღილაკზე გამოჩნდება წერტილი.
ფენის ცენტრალური წერტილის განსაზღვრისათვის გამოვიყენოთ ინსტრუმენტი Pivot, რომელიც განთავსებულია View ჩანართში.
დიდი რაოდენობის ფენებით შექმნილი ობიექტი Layout ინტერფეისში ჩატვირთვისას მუშავდება განსაკუთრებული წესით. ის იყოფა ელემენტებად, ისე როგორც ისინი ფენებზე იყვნენ განლაგებულნი. ეს პრინციპი საშუალებას გვძლევს შევქმნათ რთული მექანიკური მოდელი მრავალი მოძრავი ნაწილით.
Modeler ინტერფეისში ყველა ფენის ობიექტების დასამახსოვრებლად შევასრულოთ მენიუს ბრძანება File -> Save All Objects.

ფენების რედაქტირების ახალ რეჟიმებთან მუშაობა[რედაქტირება]

სურ 133. ობიექტი Box.png

  • შევქმნათ ნებისმიერი ობიექტი(სურ. 133).
  • გადავიდეთ View ჩანართზე და Layer რგოლში ავირჩიოთ ინსტრუმენტი Insert Layer(სურ. 134).
  • მიმდინარე ოპერაცია გაასუფთავებს ფენას და ამ ფენაზე გასუფთავებამდე არსებულ ობიექტს გადაიტანს მარჯვენა ფენაზე(სურ. 135).
  • ავირჩიოთ ინსტრუმენტი Delete layer.
  • ეს ოპერაცია წაშლის მიმდინარე ფენაზე არსებულ ობიექტს და ამ ფენაზე განათავსებს შემდეგ ფენაზე არსებულ ობიექტს.
  • შევქმნათ სხვა ფენებზე ნებისმიერი ობიექტები(სურ. 136).
  • ავირჩიოთ სამივე ფენა(სურ. 137).
  • ავირჩიოთ ინსტრუმენტი Flatten layers(სურ. 138).
  • მიმდინარე ოპერაცია ყველა ობიექტს გააერთიანებს ერთ ფენაში.

კიდევ ერთი საკმაოდ გამოსადეგარი ინსტრუმენტია Object collapser. ის არა მარტო ”აწებებს” ყველა ფენას ერთ ახალ ფაილში, არამედ აერთიანებს ერთ ფაილში ორი ფაილის ჯგუფებს, ახალი გეომეტრიის განთავსებით ერთ, ან რამოდენიმე ფენაზე.

  • შევქმნათ რამოდენიმე ობიექტი და დავამახსოვროთ ისინი სათითაო ფაილებად.
  • შევქმნათ ახალი ფაილი.
  • გადავიდეთ ჩანართზე View. ავირჩიოთ ინსტრუმენტი Object collapser(სურ. 139).

სურ 139. ინსტრუმენტი Object collapser.png

  • Collapse ჩამოსაშლელ მენიუში ავირჩიოთ პუნქტი From Dir(სურ. 140).
  • Source Dir პუნქტში მივუთითოთ ადრე დამახსოვრებული ობიექტების დეროქტორია.

სურ 140. ფანჯარა Object collapse.png

  • New collapse object პუნქტში მივუთითოთ თუ სად უნდა შეიქმნას ახალი ობიექტი.
  • გავააქტიუროთ ღილაკი Multilayer და ვიმოქმედოთ OK ღილაკზე.
  • მიმდინარე ოპერაციის შედეგი იქნება წინაზე შექმნილი ფაილების ჩატვირთვა.