NewTek LightWave 3D/გაცვლის ბუფერი

ვიკიწიგნებიდან

Modeler მხარს უჭრს გაცვლის ბუფერის უმეტეს ინსტრუმენტებს, როგორებიცაა Cut (ამოჭრა), Сору (კოპირება) და Paste (ჩასმა). მაგრამ ტექსტური პროცესორისა და სხვა გრაფიკული რედაქტორისგან განსხვავებით Modeler ობიექტებს ბუფერში ინახავს განსაკუთრებული წესით. ობიექტის კოპირებისას ჩვენ ვერ შევძლებთ მის სხვაგან გადატანას, Layout ინტერფეისშიც კი. და საერთოდ, რატომ გადავიტანოთ მოდელი სხვა 3D რედაქტორში?

ჩვეულებრივი კოპირებისა და წაშლის ფუნქციების(სურ. 153) გარდა, გაცვლის ბუფერთან სამუშაო ინსტრუმენტებს შორის არის ისეთი ინსტრუმენტები, რომელთა გამოყენება ძალიან სასარგებლოა ობიექტების ფენიდან ფენაზე გადატანისათვის. უბრალოდ ამოვჭრათ წერტილები და პოლიგონები ერთი ფენიდან და გადავიტანოთ ისინი მეორე ფენაზე. ეს საკმაოდ აადვილებს რთულ ობიექტებთან მუშაობას.

გაცვლის ბუფერის გამოყენება ფენებთან მუშაობისას[რედაქტირება]

  • შევასრულოთ ადრე აღწერილი Select Connected პროცედურა(სურ. 154).
  • სფერის ამოჭრისათვის და მისი ბუფერში განთვსებისათვის, ეკრანის ქვედა ნაწილში ვიმოქმედოთ Cut ღილაკზე, ან კლავიატურაზე არსებულ Shift+X ღილაკების კომბინაციაზე (სურ 155).
  • გადავიდეთ მესამე ფენაზე.
  • მესამე ფენაზე სფეროს ჩასასმელად ვიმოქმედოთ ეკრანის ქვედა ნაწილში არსებულ Paste ღილაკზე, ან კლავიატურაზე არსებულ Shift+V ღილაკების კომბინაციაზე (სურ. 156).