NewTek LightWave 3D/გასაღებურ კადრებთან მუშაობა
იერსახე
გასაღბური კადრები - ეს არის მთავარი ელემენტი, აუცილებელი, ანიმაციის შექმნისათვის. მათში დაფიქსირებულია მდგომარეობის ცვლილება და ობიექტის ზომები, განსაზღვრულ დროში.
იმისათვის რომ კარგად გავიგოთ გასაღებური კადრების მნიშვნელობა, აუცილებელია შევისწავლოთ მათი შექმნა და ხელით შეცვლა. გამოვრთოთ Auto Key(გასაღებების ავტომატურად დასმა) ღილაკი, რათა Layout-მა არ შექმნას და არ შეცვალოს გასაღებური კადრები ჩვენი მითითებების გარეშე.
გასაღებური კადრების ავტომატური შექმნის რეჟიმის გამორთვა
[რედაქტირება]- გავთიშოთ გასაღებური კადრებისა ავტომატური შექმნის რეჟიმი Auto Key ღილაკზე მოქმედებით, რომელიც განთავსებულია ანიმაციის ზოლის ქვეშ(სურ. 273).
- ვიმოქმედოთ კლავიატურაზე არსებულ O ღილაკზე. გაიხსნება დიალოგური ფანაჯრა Preferences.
- ჩამოსაშლელ მენიუში Auto Key Create (გასაღებური კადრების ავტომატური შექმნა) ავირჩიოთ Off(გათიშვა) ბრძანება(სურ. 264).
- დავხუროთ ფანჯარა Preferences.
გასეღებური კადრების ხელით შექმნა
[რედაქტირება]- პროექტირების ფანჯარაში ვიმოქმედოთ კამერაზე(სურ. 265).
- ვიმოქმედოთ კლავიატურაზე არსებულ Enter ღილაკზე, ან ანიმაციის ზოლის ქვეშ განთავსებულ Create Key(გასაღების შექმნა) ღილაკზე. გაიხსნება დიალოგური ფანაჯრა Create Motion Key(მოძრაობის გასაღების შექმნა)(სურ. 266).
- ვიმოქმედოთ OK ღილაკზე, ან კლავიატურაზე არსებულ Enter ღილაკზე რათა შევქმნათ გასაღები მიმდინარე კადრის ნომერზე, რომელსაც გამოსახავს Create Key At (გასაღებური კადრის შექმნა ...ში).
- კადრების მიმთითებელი გადავიტანოთ 30-ე კადრზე.
- გადავიდეთ Modify ჩანართზე და ინსტრუმენტების პანელზე ავირჩიოთ ინსტრუმენტი Move, ან ვიმოქმედოთ კლავიატურაზე არსებულ T ღილაკზე.
- გადავიტანოთ კამერა Layout ფანჯრის ზედა მხარეში(სურ. 267).
- იმისათვის რომ შევქმნათ გასაღებური კადრი გავიმეოროთ მე-2 და მე-3 ნაბიჯები. შევნიშნოთ, რომ Layout-ში გამოისახება კამერის ტრაექტორია, რომლზეც იგი იმოძრავებს.
- გადავიტანოთ კადრების მიმთითებელი 60-ე კადრზე
- გადავაადგილოთ კამერა პროექტირების ფანჯრის ზედა მარცხენა მხარეში.
- შევქმნათ გასაღებური კადრი
- Layout ავტომატურად შექმნის კამერის მრუდ ტრაექტორიას(სურ. 268).
თითოეული ელემენტისათვის Layout ავტომატურად ქმნის გასაღებრურ კადრს ნომრით - 0. თუ მუშაობისას პარამეტრები დაყენებულია გაჩუმების პრინციპით, მაშინ სინათლის წყაროს და კამერას ასევე გააჩნიათ გასაღებური კადრები ნომრით - 0.
გასაღებური კადრების წაშლა
[რედაქტირება]- კლავიატურაზე არსებული F ღილაკით გავხსნათ დიალოგური ფანჯარა Go To Frame (სურ. 269).
- ველში შევიყვანოთ სასურველი კადრის ნომერი და ვიმოქმედოთ კლავიატურაზე არსებულ Enter ღილაკზე.
- დავრწმუნდეთ რომ კამერა კვლავ მონიშნულია და ვიმოქმედოთ კლავიატურაზე არსებულ Delete ღილაკზე, ან Delete Key(კადრის წაშლა) ღილაკზე, რომელიც განთავსებულია ანიმაციის ზოლის ქვეშ. გაიხსნება დიალოგური ფანჯარა Delete Motion Key(სურ. 270).
- ვიმოქმედოთ OK ღილაკზე, ან კლავიატურაზე არსებულ Enter ღილაკზე.