NewTek LightWave 3D/განათების პარამეტრების დაყენება

ვიკიწიგნებიდან
Jump to navigation Jump to search

განათების ფერის შეცვლა[რედაქტირება]

1.შევქმნათ სცენა, რომელიც შეიცავს რამოდენიმე ობიექტს.
2.ვიმოქმედოთ ღილაკზე Lights, ან კლავიატურაზე არსებულ L ღილაკზე, რათა Lightwave გადავიყვანოთ სინათლის წყაროს გამოყოფის რეჟიმში(სურ. 306).

სურ 306. Lights რეჟიმში გადასვლა.gif

3.გამოვყოთ სინათლის წყარო.
4.გავხსნათ სინათლის წყაროს პარამეტრების ფანჯარა.
5.ვიმოქმედოთ Light Color პალიტრის გასახსნელ ღილაკზე(სურ. 307). გაიხსნება სისტემური პალიტრა.

სურ 307. პალიტრის გახსნა.gif

6.ავირჩიოთ სასურველი ფერი და ვიმოქმედოთ OK ღილაკზე(სურ. 308).

სურ 308. სისტემური პალიტრა.png

არსებობს განათების ფერის შეცვლის სხვა საშუალებაც. თაგუნას მარცხენა ღილაკის დახმარებით შევცვალოთ ციფრები ველში Light Color და ჩვენ ხელით შევძლებთ ფერის დაყენებას, წითელი, მწვანე და ლურჯი ფერების გამოყენებით.

სინათლის ინტენსივობის შეცვლა[რედაქტირება]

1.შევასრულოთ 1-4 ნაბიჯი.
2.ჩამოსაშლელ მენიუში Current Light ავირჩიოთ წყაროს სახელი, რომლის შეცვლაც გვსურს(სურ. 309).
3.ველში Light Instensity შევიყვანოთ სინათლის ინტენსივობის მნიშვნელობა.

სურ 309. სინათლის წყაროს არჩევა.gif

AFFECT DIFFUSE და AFFECT SPECULAR პარამეტრების გათიშვა[რედაქტირება]

1.შევქმნათ სცენა პრიმიტივებით(სურ. 310).

სურ 310. წითელი სფერო.gif

2.გავხვსნათ სინათლის წყაროს პარამეტრების ფანჯარა.
3.გავთიშოთ პარამეტრები Affect Diffuse , ან Affect Specular(სურ. 311). ამის შემდეგ რეზულტატი იქნება ისეთივე, როგორც 312-ე და 313-ე სურათებზეა ნაჩვენები.

სურ 311. Affect Diffuse და Affect Specular პარამეტრების გათიშვა.gif

სურ 312. პარამეტ Affect Diffuse-ის გათიშვის შემდეგ.gif

სურ 313. პარამეტრ Affect Specular-ის გათიშვის შემდეგ.gif