NewTek LightWave 3D/გამოყოფის საშუალებები

ვიკიწიგნებიდან

ჩვენ შევისწავლეთ ობიექტების გამოყოფის საშუალებები, თუმცა ეს საშუალებები გამოსადეგია მხოლოდ მარტივი ობიექტების გამოსაყოფად. ხოლო რთული ობიეტების გამოსაყოფად ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი პარამეტრების მქონე საშუალებები. LightWave3D 9 - ში დამატებულია გეომეტრიის გამოყოფის უნიკალური საშუალებები :

  • Select Loop (წრეზე მონიშვნა) - განსაზღვრავს, ქმნის, თუ არა მიმდინარე პოლიგონი, ან წერტილი ჩაკეტილ წრეს და შემდეგ გამოყოფს მას.
  • Select Poly (პოლიგონების არჩევა) - გამოყოფილ წერტილებს აკონვერტებს გამოყოფილ პოლიგონებად.
  • Select Points (წერტილების არჩევა) - გამოყოფილ პოლიგონებს აკონვერტებს გამოყოფილ წერტილებად.
  • Select outline (კონტურული ხაზით არჩევა) - გამოყოფს პოლიგონებს და წერტილებს შემომსაზღვრელ გამოყოფილებთან.
  • Select ring (ბეჭდურად მონიშვნა) - ორი წერტილის არჩევით და ამ ინსტრუმენტის გამოყენებით, იქმნება გამოყოფა, მიმართული მიმდინარე გამოყოფის ვექტორისაკენ.
  • Invert Connected (შექმნისას ინვერტირება) - აკეთებს გამოყოფის ინვერტირებას ყველა შეერთებულ ზედაპირზე.

გეომეტრიის გამოყოფის ახალ რეჟიმებთან მუშაობა[რედაქტირება]

  • შევქმნათ ობიექტი Sphere(სურ. 141).
  • ავირჩიოთ ნებისმიერი სამი წერტილი, რომლებიც ობიექტზე ქმნიან ჩაკეტილ ხაზს(სურ. 142).
  • View ჩანართში, პუნქტში Selection ავირჩიოთ ინსტრუმენტი Select loop(სურ. 143).
  • მიმდინარე ოპერაციის რეზულტატი იქნება წერტილების მონიშვნა ბეჭდურ ხედში(სურ. 144).
  • ავირჩიოთ ნებისმიერი პოლიგონი, ან პოლიგონების ჯგუფი(სურ. 145).
  • Selection პუნქტში ვიპოვოთ ინსტრუმენტი Select points(სურ. 146).
  • მიმდინარე ოპერაციის რეზულტატი იქნება, იმ წერტილების მონიშვნა, რომლებიც მიეკუთვნებიან მონიშნულ პოლიგონებს(სურ. 147).
  • მოვნიშნოთ რამოდენიმე წერტილი და ავირჩიოთ ინსტრუმენტი Select Polygons(სურ. 148).
  • ოპერაციის რეზულტატი იქნება იმ პოლიგონების მონიშვნა, რომლებთაც მიეკუთვნებიან მონიშნული წერტილები(სურ. 149).

SELECT CONNECTED ბრძანების გამოყენება[რედაქტირება]

  • შევქმნათ ობიექტი Box.
  • გადავიდეთ მეორე ფენის სამუშაო რეჟიმზე.
  • გადავიტანოთ პირველი ფენა ფონურ რეჟიმში.
  • შევქმნათ ობიექტი სფერო.
  • მოდელების რედაქტორი გადავიყვანოთ პოლიგონების გამოყოფის რეჟიმში.
  • მოვნიშნოთ სფეროს რამოდენიმე პოლიგონი(სურ. 150).
  • იმისათვის რომ მოვნიშნოთ ყველა შეერთებული პოლიგონი, ავირჩიოთ ინსტრუმენტი Connected, ან ვიმოქმედოთ კლავიატურაზე არსებულ ] ღილაკზე(სურ. 151).

ბრძანება Connected (შეერთებულის გამოყოფა) ასევე შესაძლებელია გამოვიყენოთ წერტილების მოსანიშნად.

გვახსოვდეს რომ ფენაზე არცერთი ელემენტის მონიშვნით, გაჩუმების პრინციპით ინიშნება მთლიანი ობიექტი.

გამოყოფის ინვერტირება[რედაქტირება]

  • მიმდინარე გამოყოფის ინვერტირებისათვის, ინსტრუმენტების პანელზე ვიმოქმედოთ ღილაკზე Invert(სურ .152).

იმისათვის რომ გეომეტრიული ობიექტი მოვნიშნოთ მთლიანად მისი ელემენტის გამოყოფით, გამოვიყენოთ ინსტრუმენტები Expand (გაზრდა) და Contract (შემცირება).
იმისათვის რომ ხელმისაწვდომი იყოს გამოყოფის სხვა ინსტრუმენტები, გავხსნათ ფანჯარა Point და Polygon.
იმისათვის რომ შევავიწროვოთ, ან გავაფართოვოთ გამოყოფის არე, გამოვიყენოთ ინსტრუმენტები Include (ჩართვა) და Exclude (ამორთვა).