MAXScript/მათემატიკური ოპერაციები MAXScript-ში
სტრინგის გარდა MAXScript-ში შესაძლებელია შევიყვანოთ სხვა მონაცემები. ის რიცხვით მნიშვნელობებეს განსაზღვრავს არა მხოლოდ რიცხვებად, არამედ მას შეუძლია ასევე შეასრულოს მათზე მათემატიკური ოპერაციები.
ბაზური მათემატიკური ოპერაციები
[რედაქტირება]MAXScript-ს აქვს ბევრი ჩაშენებული ფუნქციები, რომელიც საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ იგი, როგორც კალკულატორი:
მაგალითისათვის შევიყვანოთ 36.5*2, იმისათვის რომ დავანახოთ განსაზღვრული განზომილება, იმისა რომ ჩვენ გვსურს შესრულდეს გამრავლება.
MAXScript დააბრუნებს კალკულაციის რეზულტატებს. ეს მოსახერხებელია სწრაფი კალკულაციისთვის.
MAXScript ასევე განსაზღვრავს ზოგიერთ მათემატიკურ კონსტანტებს. შევიყვანოთ Pi.
MAXScript-მა იცის Pi-ს მნიშვნელობა და დააბრუნებს მას. შეგვიძლია ეს მნიშვნელობა გამოვიყენოთ კომპლექსურ ოპერაციებში. მაგალითად, თუ გვსურ გავიგოთ 2.5 დიუმი რადიუსის მქონე სფეროს მოცულობა, მაშინ გავამრავლოთ Pi რადიუსის კუბზე და შემდეგ გავამრავლოთ 4/3-ზე. შევიყვანოთ 4/3*pi*2.5^3.
ოპერაციები სტრინგებთან
[რედაქტირება]ასევე შესაძლებელია ჩავატაროთ მათემატიკური ოპერაციები სტრინგებზე. მაგალითისათვის თუ გვინდა განსვსაზღვროთ a="MAXScript" და b=" is fun!", მაშინ a+b შეყვანითმ დაგვიბრუნდება "MAXScript is fun!".
დამატებითი მათემატიკური ოპერაციები
[რედაქტირება]MAXScript-ს შეუძლია შეასრულოს ბევრი მათემატიკური ოპერაციები, ტრიგონომეტრიული ფუნქციების(Sin, Cos, Tan) და ტრანსცენდენტული ფუნქციების(Exp, Log, Sqr, Sqrt) ჩათვლით.
შემთხვევითი რიცხვების შექმნა
[რედაქტირება]MAXScript-ში ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი მატემატიკური ოპერაციაა, შემთხვევითი რიცხვების ფუნქცია. ის დააბრუნებს მითითებულ ორ რიცხვს შორის არსებულ ფსევდო-შემთხვევით რიცხვებს .
მაგალითისათვის:
random 1 100
დააბრუნებს შემთხვევით მთელ რიცხვს 1-დან 100-მდე.
მაგალითისათვის:
random 1.0 100
დააბრუნებს შემთხვევით არამთელ რიცხვს 1-დან 100-მდე.
შენიშვნა: Random ბრძანება დააბრუნებს სხვადასხვა შემთხვევით რიცხვებს, იმ შემთხვევაში თუ გადავტვირთავთ პროგრამას, წინააღმდეგ შემთხვევაში დაბრუნდება ერთი და იგივე რიცხვები. იმისათვის რომ რიცხვები შეიცვალოს პროგრამის გადატვირთვის გარეშე გამოვიყენოთ seed ბრძანება :
seed <number>.
სადაც <number> არის ნებისმიერი მთელი და არამთელი რიცხვი. რამდენჯერაც შევცვლით Seed მნიშვნელობას, იმდენჯერ მაქსსკრიფტი შეცვლის შემთხვევით რიცხვებს.
ზრდა
[რედაქტირება]სხვა გამოსადეგარი მათემატიკური ოპერაცია მაქსსკრიფტში არის ზრდა.
X = x + 1
ეს ოპერატორი მუშაობს შემდეგ მათემატიკურ ოპერაციებზე : +, -, * და /. სინტაქსი არის შემდეგი :
<destination> += <expr> -- add <expr> to destination
<destination> -= <expr> -- subtract <expr> from destination
<destination> *= <expr> -- multiply destination by <expr>
<destination> /= <expr> -- divide destination by <expr>