Java/კლასის ინიციალიზაცია
იერსახე
< Java
წინა მაგალითში სახელის მინიჭების ნაწილი რომ გამოგვეტოვა შევქმნიდით გაურკვეველი წარმომავლობის ცხოველს. ეს რომ არ მოხდეს უნდა როგორმე ვაიძულოთ ჩვენი კლასის მოხმარებელი არ გამოტოვოს ცხოველის სახელი. ამისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ სპეციალური კონსტრუქტორი.
გადავწეროთ Animal კლასი:
package zoo;
public class Animal {
private String name;
public Animal(String name) {
this.name = name;
}
@Override
public String toString() {
return name;
}
}
ახლა კლასის შექმნა შეუძლებელი იქნება new Animal()-ის გამოძახებით. გარდა ამ გამოძახებისა უნდა გადავცეთ კონკრეტული სახელი. აი გადაწერილი main პროგრამა:
package zoo;
public class Main {
public static void main(String[] args) {
Animal lion = new Animal("ლომი");
System.out.println(lion);
}
}