HTML/HTML ფორმები და მითითებები
ფორმები
[რედაქტირება]ფორმა არის ვებგვერდის სახე, რომელიც შეიცავს მომხმარებლის სისტემასთან დიალოგის ელემენტებს.
ჩვეულებრივი დიალოგური ფანჯრების მსგავსად, ფორმაშიც არსებობს ელემენტების რამოდენიმე ტიპი, რომელიც მომხმარებელს ფორმაში სხვადასხვაგვარი ინფორმაციის შეტანის საშუალებას აძლევს.
ფორმა განისაზღვრება <form> ტეგით.
<form> <input> <input> </form>
მითითებები
[რედაქტირება]ფორმაში ყველაზე ხშირად საჭიროა ტეგი <input>. ამ ტეგით მოყვანილი ელემენტის ტიპი განისაზღვრება სპეციალური ატრიბუტით type.
ტექსტური ველი
ტექსტური ველები გამოიყენება მაშინ, როცა მომხმარებელს სურს ფორმაში შეიყვანოს ასოები, რიცხვები და ა.შ. მისი ტიპიურე ფორმაა მართკუთხედი
<form> First name: <input type="text" name="firstname"> <br> Last name: <input type="text" name="lastname"> </form>
ბრაუზერების უმეტესობა ფორმაში უშვებენ მხოლოდ ოცამდე ტექსტურ ველს.
რადიო ღილაკები
რადიო ღილაკის ფორმა არის წრე, რომელსაც მიწერილი აქვს ტექსტი, როგორც მისი შესაბამისი პარამეტრი
წესისამებრ, რადიო ღილაკი არის ერთზე მეტი, მათ შორის აქტიური კი გამოიყოფა რადიო ღილაკში ჩასმული წერტილით
რადიო ღილაკები გამოიყენება მაშინ, როდესაც მომხმარებელს სურს მონიშნოს ერთ-ერთი პარამეტრი.
<form> <input type="radio" name="sex" value="male"> Male <br> <input type="radio" name="sex" value="female"> Female </form>
ჩამრთველი
ჩამრთველები გამოიყენებიან მაშინ, როდესაც მომხმარებელს სურს მონიშნოს ერთი, ან მეტი პარამეტრი.
<form> I have a bike: <input type="checkbox" name="vehicle" value="Bike" /> <br /> I have a car: <input type="checkbox" name="vehicle" value="Car" /> <br /> I have an airplane: <input type="checkbox" name="vehicle" value="Airplane" /> </form>
ფორმის ქმედების ატრიბუტები და მითითების ღილაკი
[რედაქტირება]მომხმარებლის მიერ ფორმაში შეტანილი ცვლილებები შევა ძალაში, როდესაც მომხმარებელი მოქმედებს "Submit" (მითითება) ღილაკზე, ფორმის შიგთავსი სხვადასხვა მეთოდით იგზავნება ქმედების ატრიბუტით მოცემულ ფაილში შემდგომი რეაგირებისათვის, უკვე ამ ფაილში გაწერილი წესების მიხედვით. მოქმედების ფაილად შეიძლება მითითებული იყოს თვითონ ფორმის შემცველი გვერდიც. ამ შემთხვევაში გვერდზე ფორმის გარდა იქნება ფორმის შიგთავსსე რეაგირების სკრიპტიც.
<form name="input" action="html_form_action.asp" method="get"> Username: <input type="text" name="user"> <input type="submit" value="Submit"> </form>
ფორმის ტეგები
[რედაქტირება]ფორმის ტეგები
|