HTML/HTML სიები
უწესრიგო სიები
[რედაქტირება]უწესრიგო სიები არის ელემენტების სიები. ელემენტების სია მარკირებულია ნიშნულებით (ტიპიურად პატარა შავი წრეებით).
უწესრიგო სია იწყება <ul> ტეგით. თითოეული სიის ელემენტი იწყება <li> ტეგით.
<ul> <li>Coffee</li> <li>Milk</li> </ul>
სია ბრაუზერში გამოისახება ასე:
• Coffee
• Milk
სიის ელემენტებში შეგიძლიათ ჩადოთ პარამეტრები, ხაზის წყვეტები, სურათები, ბმულები, სხვა სიები და ა.შ.
წესრიგიანი სიები
[რედაქტირება]წესრიგიანი სიები აგრეთვე არიან ელემენტების სიები. ელემენტების სიები მარკირებულია რიცხვებით.
წესრიგიანი სია იწყება <ol> ტეგით. სიის ყოველი ელემენტი იწყება <li> ტეგით.
<ol> <li>Coffee</li> <li>Milk</li> </ol>
სიას ბრაუზერში ექნება ასეთი სახე :
1.Coffee
2.Milk
წესრიგიან სიებში შეგიძლიათ ჩადოთ პარაგრაფები, ხაზის წყვეტები, სურათები, ბმულები, სხვა სიები და ა.შ.
განმარტებული სიები
[რედაქტირება]განმარტებული სიები არ არიან ელემენტების სიები. ეს არის ელემენტების და ტერმინის ახსნის სია.
განმარტებული სიები იწყება <dl> ტეგით. სიის თითოეული ელემენტი იწყება <dt> ტეგით. სიის თითოეული ტერმინის ახსნა იწყება <dd> ტეგით.
<dl> <dt>Coffee</dt> <dd>Black hot drink</dd> <dt>Milk</dt> <dd>White cold drink</dd> </dl>
სიას ბრაუზერში ექნება ასეთი სახე :
Coffee
....Black hot drink
Milk
....White cold drink
განმარტებულ სიებში შეგიძლიათ ჩადოთ პარაგრაფები, ხაზის წყვეტები, სურათები, ბმულები, სხვა სიები და ა.შ.
სიის ტეგები
[რედაქტირება]სიის ტეგები
|