HTML/HTML ბლოკები
ბლოკები
[რედაქტირება]ბლოკების მეშვეობით თქვენ შეძლებთ ბრაუზერის ერთ ფანჯარაში გამოსახოთ ერთზე მეტი HTML დოკუმენტი. თითოეულ HTML დოკუმენტს ჰქვია ბლოკი და თითოეული ბლოკი ერთმანეთისგან დამოუკიდებელია. ბლოკების გამოყენების არახელსაყრელი პირობები:
- ვებმასტერმა უნდა აკონტროლოს ერთზე მეტი HTML დოკუმენტის სიგრძე.
- სრული გვერდის დაბეჭდვა ძალიან ძნელია.
ბლოკების ნაკრების ტეგები
[რედაქტირება]- <frameset> ტეგი განსაზღვრავს ფანჯრის ბლოკებად დაყოფას.
- თითოეული ბლოკების ნაკრების ტეგი განსაზღვრავს სტრიქონების, ან სვეტების განლაგებას.
- სტრიქონების/სვეტების მნიშვნელობების რაოდენობა მიუთითებენ ეკრანის არეს, რომელსაც იკავებენ სტრიქონები/სვეტები.
ბლოკის ტეგი
[რედაქტირება]- <frame> ტეგი განსაზღვრავს HTML დოკუმეტში ბლოკების სათითაოდ ჩადებას.
მაგალითში მოყვანილია ბლოკების ნაკრები ორი სვეტით. პირველი სვეტი იკავებს ფანჯრის 25%-ს, ხოლო მეორე 75%-ს. HTML დოკუმენტი "frame_a.htm" ჩადებულია პირველ ბლოკში, ხოლო "frame_b.htm" მეორეში :
<frameset cols="25%,75%"> <frame src="frame_a.htm"> <frame src="frame_b.htm"> </frameset>
ბაზური ჩანაწერები - გამოყენებადი წვრილმანები
[რედაქტირება]თუ ბლოკს აქვს საზღვარი, მაშინ მომხმარებელს შეუძლია ბლოკის ზომის შეცვლა, საზღვრის გადაადგილებით. იმისათვის რომ მომხმარებელს არ შეეძლოს ამის გაკეთება, შეგიძლიათ ჩაამატოთ noresize="noresize" - <frame> ტეგში.
ჩაამატეთ <noframes> ტეგი ბრაუზერებისათვის, რომლებიც არ უზრუნველყოფენ ბლოკებს.
მნიშვნელოვანი: თქვენ არ შეგიძლიათ გამოიყენოთ <body></body> ტეგი <frameset></frameset> ტეგთან ერთად! თუ თქვენ დაამატებთ <noframes> ტეგს, რომელიც შეიცავს ტექსტს ბრაუზერისთვის, მაშინ ის არ უზრუნველოყფს ბლოკებს, და თქვენ გექნებათ გარშემორტყმული ტექსტი <body></body> ტეგში!
ბლოკის ტეგები
[რედაქტირება]ბლოკის ტეგები
|