HTML-ის თვითმსწავლელი
ეს წიგნი დევს კომპიუტერული ტექნოლოგიების თაროზე.
ეს ვიკიწიგნი არჩეულია სანიმუშო წიგნად 2009 წლის ოქტომბერში! |
მოგესალმებით! ძვირფასო მკითხველო, მოხარული ვარ, რომ HTML-ის შესწავლა სწორედ ამ სახელმძღვანელოდან გადაწყვიტეთ. ეს წიგნი პირველია მათთაგან, რომელიც ვებ-პროგრამირების შესწავლას ეძღვნება.
პირველი ნაბიჯები - HTML სახელმძღვანელო ახალბედებისათვის
[რედაქტირება]სანამ უშუალოდ ენის განხილვას შევუდგებოდეთ, ჯერ გავიგოთ, თუ რას წარმოადგენს ის.
იმაზე, რომ თქვენ ტექსტი, სურათები და კიდევ მრავალი სხვა რამ ბრაუზერში გარკვეული თანმიმდევრობით დაინახოთ, პასუხს HTML აგებს. ის იშიფრება როგორც HyperText Markup Language. ის სტატიური და შესაბამისად მოუქნელია. იმისთვის, რომ გვერდზე, რომელსაც მომხმარებელი ნახულობს, რამე შეიცვალის, მთელი კოდის მოდიფიცირებაა საჭირო. აქ ისმის სრულიად სამართლიანი კითხვა: თუ HTML ასეთი საშინელებაა, რატომ უნდა ვისწავლოთ ის? ნუთუ არ არსებობს უფრო განვითარებული ენები?
პასუხი დადებითია, მაგრამ ნუ გეგონებათ, რომ ჩვენ რაიმე მოძველებულს გასწავლით. საქმე იმაშია, რომ მხოლოდ სხვა პროგრამული ენების გამოყენებით საიტი არ იქმნება, ხოლო დინამიური საიტები HTML-ისა და სხვა ენების შერწყმით მიიღება. უფრო მეტიც - ასეთ ენებს HTML-ში ჩაშენებულებს ეძახიან.
რა შეუძლია HTML-ს?
[რედაქტირება]HTML-ს მხოლოდ გრაფიკული ნაწილისთვის თავის გართმევა ევალება. ანუ მისი გამოყენებით ნებისმიერი ტექსტის, სურათის, ბმულის, ფორმის თუ სხვა რამის თქვენი გემოვნების მიხედვით გამოსახვა შეგიძლიათ, მაგრამ ეს ფუნქცია სტატიურია - არსებულ გვერდს ხელის ერთი დაჭერით ვერ შეცვლით, ხშირ შემთხვევაში კი კოდში საკმაოდ სერიოზული ჩარევაა საჭირო.
ვებ-პროგრამირებაში გამოყენებული სხვა ენები
[რედაქტირება]მაგრამ რა ვქნათ, თუ მაგალითად გვინდა ვიცოდეთ, რამდენი პუნქტი მონიშნა მომხმარებელმა მენიუდან ან გამოვიტანოთ შეცდომა, თუ მას არაფერი მოუნიშნია და ისე ცდილობს მონაცემების გაგზავნას ან "ავანთოთ" ღილაკი, როცა მას თაგვის ისარი გადაუვლის? აქ ახალი ცნების - javascript-ის შემოტანაა საჭირო. ის მინი პროგრამირების ენა გახლავთ, თუმცა ასეთ მოთხოვნებს სრულიად აკმაყოფილებს და user-side-ცაა!
მაგრამ აქ ახალი პრობლემები გაჩნდა. რა ვქნათ იმ შემთხვევაში თუ ინფორმაციის დამახსოვრება და საჭიროების შემთხვევაში გახსენებაც გვსურს? ამის საშუალება ზემოთ ნახსენებ ენებს არ აქვთ, მაგრამ თუ ეს ვერ გავაკეთეთ, უამრავ შესაძლებლობას დავკარგავთ. არ შეგვეძლება მომხმარებლის დარეგისტრირება, საიტზე მრიცხველის დაყენება, ფორუმის და ჩატის გახსნა და რაც მთავარია, დინამიური საიტის შექმნა! ისტერიკაში ნუ ჩავარდებით, ამ ყველაფრის გამკეთებელი ენაც არსებობს და მას PHP ჰქვია.
PHP სრულყოფილი პროგრამირების ენაა, რომელიც დროთა განმავლობაში იცვლებოდა მხოლოდ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მორგებოდა ვებ-პროგრამირებას. სხვა ჩვეულებრივი პროგრამირების ენებისგან განსხვავებით მას მოცილებული აქვს დამატებითი მოდულების ჩამატების აუცილებლობა, რაც მუშაობას საკმაოდ აადვილებს. javascript-ისგან განსხვავებით ის server-side-ა და სამუშაოდ შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა სჭირდება.
რა თქმა უნდა, არსებობს სხვა ასეთივე დანიშნულების ენები. მაგ. ASP და ASP.NET, მაგრამ მათ მსგავსება-განსხვავებებზე აქ საუბარი არ გვექნება.
ვებ-პროგრამირებაში ასევე გამოიყენებოდა ჩვეულებრივი პროგრამირების ენები(მაგ. CGI Perl), მაგრამ ისინი PHP-სთან შედარებით არაპრაქტიკული აღმოჩნდნენ, ასე რომ, დღეს ისინი თითქმის აღარ გამოიყენებიან.
საავტორო უფლებები
[რედაქტირება]სახელმძღვანელოს გავრცელების წესები
1. სახელმძღვანელო უფასოდ ვრცელდება ინტერნეტში 2. ნებისმიერ მსურველს შეუძლია განათავსოს ის თავის ვებ-საიტზე, მაგრამ უნდა მიუთითოს ავტორის ელ-ფოსტის მისამართი და საიტი.
ელ-ფოსტის მისამართია domen@posta.ge, საიტის compinfo.ge 3.წიგნი ვიკიპედიაზე განათავსა თეიმურაზ ბლიუმგარდტმა temoblumgardt@yahoo.com 4.სახელმძღვანელო დაფუძნებულია ნატალია ალენოვას სახელმძღვანელოზე "Первые Шаги - Учебник по Html для чайников". მისი საიტია postroika.ru