შინაარსზე გადასვლა

Graphisoft ArchiCAD/4.5. მუშაობა 3D ფანჯრებში

ვიკიწიგნებიდან

არსებული ელემენტების რედაქტირება

[რედაქტირება]

3D ფანჯრებში ხელმისაწვდომია ყველა რედაქტირების ინსტრუმენტი. 3D ფანჯრებში ოპერაციების შესრულება არც თუ ისე ძლიერ განსხვავდება სხვა სამუშაო ფანჯრებში ოპერაციების შესრულებისაგან. 3D ფანჯრებში ელემენტების რედაქტირების მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის ელემენტების კურსორით შეცვლა. ამ შემთხვევაში კუთხურ წერტილზე, ან საზღვარზე თაგუნას მოქმედებით ეკრანზე გამოდის ელემენტის რედაქტირების მენიუ, რომელშიც შესაძლებელია ავირჩიოთ შესასრულებელი ქმედების ტიპი(სურ. 150).

  • გადაადგილება
  • ელემენტის სიმაღლის შეცვლა
  • ელემენტის ჰორიზონტალურად გაწელვა
  • ელემენტის ვერტიკალურად გაწელვა