Graphisoft ArchiCAD/3.4. პროექტის ნავიგაცია

ვიკიწიგნებიდან

ArchiCAD-ის პროექტი შესაძლოა შეიცავდეს დიდი რაოდენობის ესკიზებს, ნახატებს, სპეციფიკაციებს და სხვა დოკუმენტებს. იმისათვის რომ ვუზრუნველყოთ დოკუმენტებთან სწრაფი მიმართვა, ArchiCAD-ში არსებობს ნავიგატორი, რომელშიც შესულია ყველა ხელმისაწვდომი დოკუმენტი.

ნავიგატორი[რედაქტირება]

ნავიგატორი წარმოადგენს მოძრავ პანელს, რომელსაც ეკრანზე მართავს ღილაკი.
ნავიგატორს გააჩნია მუშაობის სამი რეჟიმი და მათ შორის გადართვა ხდება პანელის ზედა მარცხენა კუთხეში არსებული ღილაკით(სურ. 92).

- ნავიგატორის რეჟიმი. გამოსახავს პროექტის რუკას, ან განსაზღვრულ პროექტში ხედების კომპლექტს.
- რედაქტორის ხედების რეჟიმი. დანიშნულია ხედების შექმნისა და რედაქტირებისათვის.
- Publisher (გამომქვეყნებელი) რეჟიმი. დანიშნულია პროექტის პუბლიკაციის შექმნისათვის.

პროექტის რუკა და ხედების კრებული[რედაქტირება]

ნავიგატორის რეჟიმში ნავიგატორის პანელს გააჩნია ორი ჩანართი - Project Map (რუკა) და View Sets (ხედების კრებული).
ჩანართში Project Map (რუკა)(სურ. 93) გამოისახება პროექტის შემადგენლობაში შესული გეგმები,ჭრილები/ფასადები, დეტალები, 3D გამოსახულება და პროექტის შენიშვნები. ეს ჩანართი საშუალებას გვაძლევს სწრაფად გადავერთოთ პროექტის რედაქტირების ფანჯრებს შორის. ფანჯრებს შორის გადართვისათვის საკმარისია თაგუნას ღილაკით ფანჯრის სახელზე ორჯერ მოქმედება.

ჩანართი View Sets (ხედების კრებული)(სურ. 94) გამოსახავს შემცველი ხედებიდან ერთს და საშუალებას გვაძლევს სწრაფად გადავერთოთ ხედის ერთი კრებულიდან მეორეზე, ასევე შევქმნათ და დავარედაქტიროთ ხედი.

ხედების კრებული წარმოადგენს მომხმარებლის მიერ შექმნილ ესკიზებს, 3D ხედებს და შენიშვნებს, რომლებიც დამახსოვრებულნი არიან იერარქიული სტრუქტურის სახით მასშტაბთან, გაზრდასა და ფენების შემადგენლობასთან ერთად. კრებულში შემავალ ფენებს შორის გადართვა ასევე ხდება ხედის სახელზე თაგუნას ღილაკით ორჯერ მოქმედებისას.
გამოსახული ხედების კრებულის არჩევა ხდება ჩამოსაშლელი მენიუს მეშვეობით View Sets Manager (ხედების კრებულის მენეჯერი)(სურ. 95). ეს მენიუ ასევე საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ახალი ხედის კრებული და მისი დუბლიკატი, შევცვალოთ სახელი და წავშალოთ იგი.

ახალი ხედების კრებულის შესაქმნელად, ხედების კრებულის მენეჯერში უნდა ავირჩიოთ ბრძანება New View Set (ხედების ახალი კრებული) და გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში Create Custom View Set (ხედების მომხმარებლური კრებულის შექმნა)(სურ. 96) შევიყვანოთ შესაქმნელი ხედების კრებულის სახელი და შემდეგ ვიმოქმედოთ ღილაკზე Create (შექმნა).

არჩეული ხედების კრებულის რედაქტირება ხდება View Manager (ხედების მენეჯერი) (სურ. 97) მენიუს საშუალებით, რომელიც იხსნება ნავიგატორზე არსებული ღილაკით. ბრძანება Save Current View (მიმდინარე ხედის დამახსოვრება) საშუალებას გვაძლევს დავამახსოვროთ ხედების კრებულის მიმდინარე პაპკიდან არჩეული სამუშაო ფანჯრის მიმდინარე გამოსახულება. ამ ბრძანების შესრულებით იხსნება დიალოგური ფანჯარა Save Current View (მიმდინარე ხედის დამახსოვრება) (სურ. 98), რომელშიც უნდა მივუთითოთ დასამახსოვრებელი ხედის სახელი და გამოსახულების მასშტაბი. მენიუს დანარჩენი ბრძანებები ემსახურებიან ხედების კრებულის სტრუქტურის რედაქტირებას - საქაღალდეების შექმნა და წაშლა, ხედების წაშლა და გადანაწილება.

ხედების კრებულის სტრუქტურის რედაქტირებისას ასევე შესაძლებელია გამოვიყენოთ თაგუნას მეშვეობით ელემენტების გადაადგილების პრინციპი(სურ. 99).

ხედების რედაქტორი[რედაქტირება]

ნავიგატორის რეჟიმს View Editor (ხედების რედაქტორი)(სურ. 100) გააჩნია ხედების კრებულის რედაქტირების დამატებითი შესაძლებლოებები.

- მიმდინარე გამოსახულების დამახსოვრება
- გამოსახულების გადასაზღვრა
- ახალი საქაღალდის შექმნა
- საქახალდის დუბლირება
- ხედის ან საქაღალდის წაშლა

ნავიგატორის პლანშეტი[რედაქტირება]

Navigator Preview (ნავიგატორის პლანშეტი) (სურ. 101) წარმოადგენს მოძრავ პანელს, რომელიც გამოდის ღილაკზე მოქმედებით. ნავიგატორის პლანშეტი ემსახურება ნავიგატორში არჩეული გამოსახულების დათვარიელებას, ასევე სამუშაო ფანჯარაში მიმდინარე გამოსახულების შეცვლას.