Graphisoft ArchiCAD/2.5. პროგრამის ინტერფეისის კონფიგურაცია
ArchiCAD-ს გააჩნია დიდი რაოდენობის კონფიგურაციები, რაც საშუალებას გვაძლევს, პროგრამის ინტერფეისს მივცეთ ის ხედი, რომელის რაღაც ნაწილით დააკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხვონილებას. ArchiCAD-ში განხილულია კონფიგურაციების რამოდენიმე შესაძლებლობა :
- ინფორმაციული ცხრილის(პანელის) კონფიგურაცია;
- ელემენტების პარამეტრების დასაყენებელი დიალოგური ფანჯრების კონფიგურაცია;
- მოძრავი პანელების კონფიგურაცია;
- სწრაფი ღილაკების კონფიგურაცია.
ინტერფეისის კონფიგურაცია ხდება მენიუს ბრძანებით Options (პარამეტრები) / Customize (გაწყობა)(სურ. 47).
ინფორმაციული ცხრილის კონფიგურაცია
[რედაქტირება]ინფორმაციული ცხრილის კონფიგურაცია ხდება დიალოგური ფანჯრიდან Info Box Customization (ინფორმაციული ცხრილის კონფიგურაცია), რომელიც იხსნება მენიუს ბრძანებით Options (პარამეტრები) / Customize (გაწყობა)/Info Box (ინფორმაციული ცხრილი). ეს დიალოგური ფანჯარა საშუალებას გვაძლევს დავაყენოთ ნებისმიერი ინსტრუმენტის ხედი და მისი პარამეტრების თანმიმდევრობა, რომელიც შემდგომ გამოისახება ინფორმაციულ ცხრილში(სურ. 48).
ჩამოსაშლელი მენიუ ემსახურება ინსტრუმენტის არჩევას, რომლისთვისაც სრულდება კონფიგურაცია. მის ქვემოთ არსებული ცხრილი შეიცავს არჩეული ინსტრუმენტის პარამეტრებს. ცხრილის ელემენტების თაგუნას ღილაკით ზემოთ, ან ქვემოთ გადაადგილებით( ეს შესაძლებელია მაშინ, როდესაც კურსორი მდებარეობს ნიშანთან ), შესაძლებელია შევცვალოთ ინფორმაციულ ცხრილში გამოსახული ინსტრუმენტის პარამეტრების თანმიმდევრობა, ხოლო თაგუნას ღილაკით პარამეტრის სახელის გვერდით არსებულ თვალის ფორმის გამოსახულებაზე მოქმედებით შესაძლებელია ვმართოთ პარამეტრის ხილულობა( ნიშნავს რომ პარამეტრი ხილულია,ნიშნავს რომ პარამეტრი არ არის ხილული). ღილაკები Reset default state for selected tool (არჩეული ინსტრუმენტის პარამეტრების გაჩუმების პრინციპით კონფიგურაცია) და Reset default state for all tools (ყველა ინსტრუმენტის პარამეტრების გაჩუმების პრინციპით კონფიგურაცია) აბრნუბეს არჩეული, ან ყველა ინსტრუმენტის კონფიგურაციებს თავდაპირველ კონფიგურაციებზე.
დიალოგური ფანჯრების და ელემენტების პარამეტრების კონფიგურაცია
[რედაქტირება]დიალოგური ფანჯრების და ელემენტების პარამეტრების კონფიგურაცია ინფორმაციული ცხრილის კონფიგურაციის ანალოგიურია. ამისათვის გამოიყენება დიალოგური ფანჯარა Tool Settings Dialog Box Customization (დიალოგური ფანჯრის ინსტრუმენტების პარამეტრების კონფიგურაცია), რომელიც იხსნება მენიუს ბრძანებით Options (პარამეტრები) / Customize (გაწყობა)/Settings Dialog Boxes (პარამეტრების კონფიგურაციის დიალოგები)(სურ. 49). ამ ფანჯარაში მუშაობა ინფორმაციული ცხრილის კონფიგურაციების ფანჯარაში მუშაობისაგან განსხვავდება მხოლოდ ერთი ღილაკით Open Preferences for more options (სამუშაო საშუალებების პარამეტრების გახსნა), რომელიც ხსნის დიალოგური ფანჯრის განმსაზღვრელ დამატებით პარამეტრებს.
მოძრავი პანელების კონფიგურაცია
[რედაქტირება]იმისათვის რომ დავაკონფიგურიროთ მოძრავი პანელები, უნდა შევასრულოთ მენიუს ბრძანება Options (პარამეტრები) / Customize (გაწყობა)/Palette Shapes (პანელების კონფიგურაცია), რის შემდეგადაც გაიხსნება დილოგური ფანჯარა Floating Palette Shapes (მოძრავი პანელების კონფიგურაციები). ამ ფანჯარაში ყენდება პანელების ფორმები და ზომები(სურ. 50).
ბრძანების პანელის კონფიგურაცია
[რედაქტირება]ბრძანების პანელის კონფიგურირება შესაძლებელია ისე, რომ იგი შეიცავდეს მხოლოდ მომხმარებლის მიერ არჩეულ ბრძანებებს. ბრძანების პანელის კონფიგურაციისთვის აუცილებელია ვიმოქმედოთ მასზე თაგუნას მარჯვენა ღილაკით და ჩამოშლილ კონტექსტურ მენიუსი ავირჩიოთ ბრძანება Customize Toolbar (ბრძანების პანელის კონფიგურაცია), ან შევასრულოთ მენიუს ბრძანება Options (პარამეტრები) / Customize (გაწყობა)/Toolbar (ბრძანების პანელი). გაიხსნება დიალოგური ფანჯარა Customize Toolbar (ინსტრუმენტების პანელის კონფიგურაცია) (სურ. 51). ფანჯრის მარცხენა ნაწილში იმყოფება ყველა ბრძანება, რაც კი გააჩნია ArchiCAD-ს, ხოლო მარჯვენა ნაწილში მიმდინარე მომენტში ბრძანების პანელზე არსებული ბრძანებები. კონფიგურაცია წარმოებს საჭირო ბრძანებების დამატების და არასაჭირო ბრძანებების წაშლის პრინციპით. იმისათვის რომ ბრძანების პანელზე დავამათოთ ჩვენთვის საჭირო ღილაკი, აუცილებელია ფანჯრის მარცხენა ნაწილში ავირჩიოთ საჭირო ბრძანება და შემდეგ ვიმოქმედოთ დამატების ღილაკზე, ხოლო არა საჭირო ბრძანების წაშლისათვის აუცილებელია ავირჩიოთ ფანჯრის მარჯვენა ნაწილში წასაშლელი ბრძანება და ვიმოქმედოთ წაშლის ღილაკზე.
სწრაფი ღილაკების შექმნა
[რედაქტირება]ArchiCAD-ს გააჩნია შესაძლებლობა შექმნას ღილაკების კომბინაცია, სხვადასხვა ბრძანებების შესასრულებლად. ღილაკების ასეთ კომბინაციას ეწოდება სწრაფი ღილაკები.
სწრაფი ღილაკების შექმნა შესაძლებელია მენიუს ბრძანებით Options (პარამეტრები) / Customize (გაწყობა)/Keyboard Shortcuts (კლავიატურის ბრძანებები). გაიხსნება დიალოგური ფანჯარა Keyboard Shortcuts (კლავიატურის ბრძანებები), რომელშიც შესაძლებელია ავირჩიოთ ერთ-ერთი სწრაფი ღილაკი შექმნილიდან, ან შევქმნათ საკუთარი სწრაფი ღილაკი და დავამახსოვროთ იგი განსხვავებული სახელით. ფანჯრის მარცხენა მხარეს მდებარეობს ჩამოსაშლელი სია Menu (მენიუ), რომელშიც მდებარეობს ArchiCAD-ის ყველა მენიუ, ხოლო ქვედა სიაში განთავსებულია არჩეული მენიუს შემადგენელი ბრძანებები და მათი სწრაფი ღილაკები. ახალი სწრაფი ღილაკის შექმნისათვის აუცილებელია ავირჩიოთ საჭირო ბრძანება და შემდგომ ფანჯრის მარჯვენა მხარეში შევქმნათ ახალი სწრაფი ღილაკი მოსანიშნის, ან ტექსტური ველის საშუალებით. მაგალითად, იმისათვის რომ ბრძანებას Save(შენახვა), მივანიჭოთ სწრაფი ღილაკი Ctrl + S, საჭიროა ჩამოსაშლელ სიაში Menu(მენიუ), ავირჩიოთ მენიუ File(ფაილი), ხოლო ამის შემდეგ ქვემოთ არსებულ სიაში ავირჩიოთ ბრძანება Save(შენახვა). ყოველივე ამის შემდგომა ფანჯრის მარჩვენა მხარეში მოვნიშნოთ გადამრთველი Ctrl, ხოლო ტექსტურ ველში Character (სიმბოლო) ჩავწეროთ ასო - S(სურ. 52). თუკი არჩეული სწრაფი ღილაკი არ ეკუთვნის სხვა ბრძანებას, მაშინ ღილაკი Assign (დაყენება) გააქტიურდება და თაგუნას ღილაკით მოქმედების შემდგომ სწრაფი ღილაკი მიენიჭება არჩეულ ბრძანებას. თუკი არჩეული სწრაფი ღილაკი ეკუთვნის რაიმე სხვა ბრძანებას, მაშინ დიალოგურ ფანჯარაში გამოვა გაფრთხილება. ამ შემთხვევაში უნდა შევცვალოთ სწრაფი ღილაკის შემადგენლობა, ან მოვხსნათ იგი ბრძანებიდან. სწრაფი ღილაკის ბრძანებიდან მოსახნელად აუცილებელია ბრძანებების სიაში მოვნიშნოთ ბრძანება და ვიმოქმედოთ ღილაკზე Detach (მოხსნა). სწრაფი ღილაკის შექმნის შემდგომ უნდა ვიმოქმედოთ ღილაკზე ОК, იმისათვის რომ დავადასტუროთ შესრულებული ოპერაცია.