Graphisoft ArchiCAD/2.2. ფანჯრებში გამოსახულებების მართვა

ვიკიწიგნებიდან
Jump to navigation Jump to search

გამოსახულებების მართვა 2D ფანჯრებში[რედაქტირება]

2D ფანჯრებში პროექტის გამოსახულების სამართავად გამოიყენება ბრძანების მენიუ Display (გამოსახულება) (სურ. 15,ა), თაგუნას მარჯვენა ღილაკზე მოქმედებით ჩამოშლილი კონტექსტური მენიუს სპეციალური ბრძანებებით(სურ. 15,ბ), ასევე სქროლით და ფანჯრის ქვედა მხარეს განთავსებული სპეციალური ღილაკებით(სურ. 15,გ).

სურ 15. გამოსახულების მართვის საშუალებები.gif

გამოსახულების რაიმე ნაწილის გადიდება/დაპატარავება ხდება მენიუში არსებული ბრძანების მითითებით, ან საჭირო ღილაკებზე მოქმედებით(Ico1.gif,ან Ico2.gif)რის შემდეგადაც აუცილებელია ეკრანზე მივუთითოთ ახალი გამოსახულების ჩარჩოს საზღვრები(სურ. 16). შესაძლებელია ასევე, გამოსახულების დინამიკური გადიდება/დაპატარავება. ამისათვის უნდა ვიმოქმედოთ ღილაკზე Ico3.gif, ამის შემდეგ თაგუნათი ვიმოქმედოთ ეკრანის იმ ნაწილზე, სადაც მოხდება გამოსახულების მასშტაბის შეცვლა, ხოლო შემდეგ თაგუნას გადაადგილებით მივუთითოთ მასშტაბირების საჭირო დონე(სურ. 17).

სურ 16. გამოსახულების გადიდება,დაპატარავება.gif

სურ 17. გამოსახულების დინამიკური გადიდება,დაპატარავება.gif

გამოსახულების პანორამის შეცვლა ხდება მენიუს ბრძანებით Display (გამოსახულება)/Pan (პანორამის შეცვლა), ან Ico4.gif ღილაკზე მოქმედებით(სურ. 18).

სურ 18. გამოსახულების პანორამის შეცვლა.gif

ამას გარდა, გამოსახულების გადიდება/დაპატარავება და პანორამის შეცვლა შესაძლებელია თაგუნას მორბენალით(სქროლით). როდესაც არჩეულია თუნდაც ერთი ელემენტი, ბრძანება Display (გამოსახულება)/Zoom to Selection (მონიშნულის ზომის შეცვლა), საშუალებას გვაძლევს შევცვალოთ მონიშნული ელემენტის მასშტაბი(სურ. 19).

სურ 19. მონისნული ელემენტის მასშტაბის შეცვლა.gif

ბრძანება Fit in Window (ფანჯრის ზომაზე) და ღილაკი Ico5.gifმასშტაბს ცვლიან ისე, რომ ფანჯარაში შესაძლებელი იყოს ყოველი ელემენტის დანახვა(სურ. 20).

სურ 20. გამოსახულების მასშტაბის ფანჯრის ზომაზე დაყენება.gif

ბრძანებების Previous View (წინასწარი ხედი) და Next View (შემდეგი ხედი), ასევე ღილაკების Ico6.gif და Ico7.gifგამოყენებით შესაძლებელია წინა და შემდეგ გამოსახულებებზე გადასვლა. ბრძანება Home View (საწყისი ხედი) საშუალებას იძლევა დავბრუნდეთ თავდაპირველ გამოსახულებაზე. ბრძანება Set Home View (საწყის ხედად დაყენება) საშუალებას იძლევა მიმდინარე გამოსახულება ავირჩიოთ როგორც საწყისი გამოსახულება. ბრძანებები Redraw (თავიდან დახატვა) და Rebuild (თავიდან აშენება) დანიშნულნი არიან მიმდინარე ეკრანის გასასუფთავებლად, რომელიც დანაგვიანდა შენების პროცესში. პირველი ბრძანება გამოსახულებას ხატავს ახლიდან, ხოლო მეორე კი აახლებს ესკიზის მონაცემთა ბაზებს. შესაძლებებილია მიმდინარე გამოსახულების დამახსოვრება, რათა შემდგომ ისევ მივუბრუნდეთ მას. ამისათვის გამოიყენება ღილაკი Ico8.gif . მასზე მოქმედების შემდეგ გამოდის მენიუ(სურ. 21,ა), რომელიც შეიცავს ადრე დამახსოვრებულ გამოსახულებას, ასევე გამოსახულების დამახსოვრებისა და წაშლის ბრძანებებს. იმისათვის რომ შევინახოთ მიმდინარე გამოსახულება აუცილებელია შევასრულოთ ბრძანება Save Current Zoom (მიმდინარე მასშტაბის დამახსოვრება) და გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში შევიტანოთ დასამახსოვრებელი გამოსახულების სახელი(სურ. 21,ბ). თუკი გამოსახულების შენახვა ხდება სართულის გეგმის ფანჯრიდან, მაშინ ამ დიალოგურ ფანჯარას გააჩნია გაფართოვებული ხედი და ის გვთავაზობს სართულების არჩევას, რომელთა შენახვაც გვსურს.

სურ 21. მიმდინარე გამოსახულების დამახსოვრება.gif


გამოსახულებების მართვა 3D ფანჯრებში[რედაქტირება]

2D ფანჯრებში გამოსახულების მართვის საშუალებების გარდა, არსებობს 3D ფანჯრებში გამოსახულების მართვის საშუალებები. 3D ფანჯრებში გამოსახულების მართვა ხდება ნავიგაციის პანელის მეშვეობით, რომელიც ინტერაქტიულად მართავს პროექტირების ფანჯრებს. ამ პანელს გააჩნია სხვადასხვა ხედი პარალელური და პერსპექტიული პროექტირების ფანჯრებისათვის. პარალელურ პრექტირების ფანჯარაში(სურ. 22) ნავიგაციის პანელი საშუალებას გვაძლევს შემოვატრიალოთ მოდელი ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ სიბრტყეებზე. ამისათვის აუცილებელია ვიმოქმედოთ ღილაკზე Ico9.gif , ხოლო შემდეგ კურსორი გადავიტანოთ 3D ფანჯარაში.

სურ 22. ნავიგაცია პარალელური პრექტირების ფანჯარაში.gif

3D ფანჯარაში კურსორი მიიღებს ისრის ფორმას, რომელიც აჩვენებს მოდელის შემოტრიალების მიმართულებას. კურსორის გადაადგილებით შესაძლებელია მობრუნების მართვა. რედაქტირების რეჟიმში დასაბრუნებლად უნდა ვიმოქმედოთ ღილაკზე Ico10.gif. პერსპექტიულ პრექტირების ფანჯარაში (სურ. 23) ნავიგაციის პანელის საშუალებით ხდება ვირტუალური კამერის მთლიანი მართვა. ამასთან ყველა პარამეტრის ცვლილება ინტერაქტიულად აისახება ЗD ფანჯარაში. ისევე როგორ პარალელურ პრექტირების ფანჯარაში, რედაქტირების რეჟიმში დასაბრუნებლად უნდა ვიმოქმედოთ ღილაკზე Ico10.gif.

სურ 23. ნავიგაცია პერსპექტიულ პროექციის ფანჯარაში.gif


ფანჯრებს შორის გადართვა[რედაქტირება]

ერთი ფანჯრიდან მეორეში გადასასვლელად არსებობს შემდეგი საშუალებები :

  • მენიუში Window (ფანჯარა), იმ ფანჯრის დასახელების არჩევა, რომელში გადასვლაც გვსრუს(სურ. 24);
  • ნავიგატორზე, საჭირო ფანჯრის დასახელებაზე თაგუნაზე ორჯერადი მოქმედებით;
  • საჭირო ფანჯარაზე თაგუნას ღილაკიზე მოქმედებით.

სურ 24. მენიუ Window (ფანჯარა)-ს დახმარებით ფანჯრებს შორის გადართვა.gif


ესკიზის გამოსახვის პარამეტრები[რედაქტირება]

ArchiCAD საშუალებას გვაძლევს ვმართოთ ესკიზის გამოსახვის პარამეტრები. პროექტის ესკიზურ და კონსტრუქციულ ბმულებთან შეთანხმებით, გამოტანილი ხაზები შესაძლოა ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ სისქით. ხაზის სისქე და ესკიზის გამოსახვის პარამეტრების მართვა შესაძლებელია ფანჯრიდან Display Options (ეკრანზე გამოტანა) (სურ. 25), რომელიც იხსნება შემდეგი ბრძანებით Options (პარამეტრები) => Display Options (ეკრანზე გამოტანა). დიალოგური ფანჯრის ზედა მხარეს განლაგებულია ეკრანზე გამოსატანი კონსტრუქციული და ესკიზური ელემენტების ვარიანტების არჩევის ჩამოსაშლელი მენიუები(სურ. 26). დიალოგური ფანჯრის ზედა მხარეს განლაგებულია ისევე როგორც ეკრანზე გამოსატანი, ასევე შიდან მოწყობილობაში კონსტრუქციული და ესკიზური ელემენტების ვარიანტების არჩევის ჩამოსაშლელი მენიუები(სურ. 27).