შინაარსზე გადასვლა

GNU GPL

ვიკიწიგნებიდან

პირველადი ბმულები:

http://en.wikipedia.org/wiki/GPL

http://ru.wikipedia.org/wiki/GPL

GNU-ს ლოგო

GNU General Public License (GNU GPL ან უბრალოდ GPL) არის ლიცენზია თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფისათვის, რომელიც დაწერილია Richard Stallman-ის მიერ GNU პროექტისათვის (a project to create a complete free software operating system). ამის შემდეგ ის გახდა თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიებს შორის ერთერთი ყველაზე პოპულარული. ლიცენზიის უკანასკნელი, მეორე ვერსია გამოქვეყნდა 1991 წელს... GNU Lesser General Public License (LGPL), მეორე ფართოდ გავრცელებული ლიცენზია წარმოადგენს GPL-ის მოდიფიცირებულ ვერსიას, intended for some software libraries.

== GNU GPL 2.1-ის შინაარსი ==

wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.

GNU GPL მოიცავს რამდენიმე თავს:

  1. განმარტებები
    • (პირველი აბზაცი) ტერმინის - «პროგრამის» განმარტება
    • (მეორე აბაცი) ლიცენზიის მოქმედების არე
  2. კოპირების და გავრცელების უფლება
  3. პროგრამის ცვლილება

== ახალი თარგმანი ==

wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.


== თარგმანის მაგალითი ==

GNU General Public License-ის ქართული თარგმანის შესახებ

ეს გახლავთ GNU General Public License-ის ქართული თარგმანი. თარგმანი იმ მიზნით შესრულდა, რომ გაადვილოს GNU General Public License-ის (GNU GPL) გაგება. თუმცა ეს არ წარმოადგენს ოფიცილაურ ან იურიდიულად აღიარებულ თარგმანს. Free Software Foundation არ არის ამ თარგმანის გამომცემელი და მას ეს თარგმანი არც ორიგინალ GNU-GPL-ის სამართლებრივ შემცვლელად უნცია.

თარგმანი არ არის ადვოკატების მიერ გულდასმით შემოწმებული და, მაშასადამე, მთარგმნელი დარწმუნებული ვერ იქნება, რომ იგი ზუსტად წარმოადგენს GNU General Public License-ის სამართლებრივ შინაარსს. თუ გნებავთ დარწმუნდეთ, ნებადართულია თუ არა თქვენი განზრახული მოქმედება GNU General Public License- ის მიერ, გადახედეთ ინგლისურენოვან ორიგინალს.

Free Software Foundation ძალიან გთხოვთ ეს თარგმანი არ გამოიყენოთ თქვენ მიერ დაწერილი პროგრამის ოფიციალურ ლიცენზიად. ამისთვის, გთხოვთ Free Software Foundation-ის მიერ გამოქვეყნებული ინგლისურენოვანი ორიგინალი გამოიყენოთ.

This is a translation of the GNU General Public License into Georgian. This translation is distributed in the hope that it will facilitate understanding, but it is not an official or legally approved translation.

The Free Software Foundation is not the publisher of this translation and has not approved it as a legal substitute for the authentic GNU General Public License. The translation has not been reviewed carefully by lawyers, and therefore the translator cannot be sure that it exactly represents the legal meaning of the GNU General Public License. If you wish to be sure whether your planned activities are permitted by the GNU General Public License, please refer to the authentic English version.

The Free Software Foundation strongly urges you not to use this translation as the official distribution terms for your programs; instead, please use the authentic English version published by the Free Software Foundation.


GNU GENERAL PUBLIC LICENSE 1991 წლის ივნისის, ვერსია 2-ის, ქართული თარგმანი

Copyright (C) 1989, 1991 Free Software Foundation, Inc. 675 Mass Ave, Cambridge, MA 02139, USA

ყველას აქვს ამ ლიცენზიის გამრავლებისა და შეუცვლელი ასლის სახით გავრცელების უფლება; მასში ცვლილებების შეტანა კი არ არის ნებადართული.

ამ თარგმანს არ გააჩნია ინგლისურენოვანი ორიგინალის სამართლებრივი ძალმოსილება!


პრეამბულა

უმეტეს პროგრამათა ლიცენზიები იმ მიზანს ემსახურება, რომ ჩამოგართვათ პროგრამის გავრცელებისა და შეცვლის უფლება. GNU General Public License (GNU საერთო სახალხო ლიცენზია) კი პირიქით, იმისთვის შეიქმნა, რომ მოგანიჭოთ უფასო პროგრამების გავრცელებისა და მასში ცვლილებების შეტანის უფლების გარანტია --- უზრუნველყოს, რომ უფასო პროგრამა მისი ყველა მომხმარებლისათვის უფასოდვე დარჩეს. ამ საერთო სახალხო ლიცენზიას ექვემდებარება Free Software Foundation- ის მიერ გამოცემულ პროგრამათა უმეტესობა, ასევე ყველა ის პროგრამა, რომლის ავტორმაც თავისი ნამუშევარი ამ ლიცენზიას დაუქვემდებარა. (Free Software Foundation-ის სხვა პროგრამები ექვემდებარება GNU Library General Public License-ს --- GNU საერთო სახალხო ლიცენზია ბიბლიოთეკათათვის.) თქვენ შეგიძლიათ მას თქვენი პროგრამაც დაუქვემდებაროთ.

როცა ჩვენ free software-ზე ვლაპარაკობთ, ვგულისხმობთ თავისუფლებას და არა გადასახადს. ჩვენი საერთო სახალხო ლიცენზიები იმ მიზნით შეიქმნა, რომ უფლება მოგენიჭოთ პროგრამის ასლები თავისუფლად გაავრცელოთ (და, თუ მოისურვებთ, ამ სამსახურისათვის გარკვეული საზღაური მოითხოვოთ); პროგრამის წყარო მიიღოთ, ან შეგეძლოთ მისი მიღება სურვილის შემთხვევაში; შეიტანოთ ცვლილებები პროგრამაში ან მისი ნაწილი ახალ უფასო პროგრამებში გამოიყენოთ, და რომ იცოდეთ თქვენი ამ უფლების შესახებ.

თქვენი უფლებების დასაცავად, ჩვენ შეზღუდვები უნდა დავაწესოთ, რათა ყველას აეკრძალოს თქვენთვის ამ უფლებების მინიჭებაზე უარის თქმა, ან თქვენგან უფლებების დათმობის მოთხოვნა. ამ შეზღუდვებიდან გამომდინარე, პროგრამის გავრცელებისას ან მასში ცვლილებების შეტანისას, გარკვეული მოვალეობა თქვენც გეკისრებათ.

მაგალითად, თუ თქვენ ასეთ პროგრამას გაავრცელებთ უფასოდ თუ საზღაურის მოთხოვნით, მიმღებს ყველა ის უფლება უნდა მიანიჭოთ, რაც თქვენ მოგენიჭათ. თქვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ მათაც მიიღონ ან შეძლონ პროგრამის წყაროს მიღება. ასვე, თქვენ მათ უნდა გააცნოთ ეს პირობები, რათა მათ თავიანთი უფლებები იცოდნენ.

ჩვენ თქვენს უფლებებს ორ საფეხურად ვიცავთ: (1) პროგრამას საავტორო უფლებებს (Copyright) ვუქვემდებარებთ, და (2) გთავაზობთ ამ ლიცენზიას, რაც იურიდიულ უფლებას განიჭებთ გაამრავლოთ, გაავრცელოთ და/ან შეცვალოთ პროგრამა.

გარდა ამისა, ავტორებისა და საკუთარი თავის დასაცავად, ჩვენ გვსურს უზრუნველვყოთ, ყველამ იცოდეს, რომ ეს უფასო პროგრამა გარანტიას არ ექვემდებარება. თუ პროგრამაში ცვლილებებს ვინმე სხვა შეიტანს და ისე გაავრცელებს მას, გვინდა მიმღებმა იცოდეს, რომ მას ორიგინალი არ მიუღია, რათა სხვა პირების ჩარევის შემდეგ წარმოქმნილმა პრობლემებმა პირველად ავტორთა რეპუტაცია არ შელახოს.

დასასრულ, ყოველ უფასო პროგრამას მუდმივად ემუქრება პროგრამის დაპატენტების საშიშროება. ჩვენ გვსურს ის საშიშროება გამოვრიცხოთ, რომ უფასო პროგრამის რედისტრიბუტორმა ინდივიდუალური პატენტის ლიცენზია მიიღოს, შედეგად პროგრამა საკუთრება გახადოს. ამის თავიდან ასაცილებლად, ჩვენ ცხადვყოფთ, რომ ყოველი პატენტი ან ლიცენზირებულ უნდა იქნას ყველასთვის თავისუფლად გამოყენებისათვის, ან საერთოს არ უნდა იქნას ლიცენზირებული.

შემდეგი წარმოადგენს გამრავლების, გავრცელებისა და შეცვლის პირობებს.


GNU GENERAL PUBLIC LICENSE გამრავლების, გავრცელებისა და შეცვლის პირობები

§0. ამ ლიცენზიას ექვემდებარება ყოველი პროგრამა ან ნამუშევარი, რომელშიც საავტორო უფლებების მფლობელის მიერ მითითებულია, რომ იგი შეიძლება გავრცელებულ იქნას ამ საერთო სახალხო ლიცენზიის პირობებით. შემდგომ "პროგრამად" იწოდება ამგვარი პროგრამა ან ნამუშევარი, ხოლო "პროგრამაზე დაფუძნებულ ნამუშევრად" იწოდება პროგრამა, ან საავტორო უფლებათა კანონის შესაბამისად დამუშავებული პროგრამა: ანუ ნამუშევარი, რომელსაც შეიცავს პროგრამა ან მისი ნაწილი, იმისდა მიუხედავად, შეტანილი იქნება თუ არა მასში ცვლილებები და/ან გადათარგმნილი იქნება თუ არა იგი სხვა ენაზე. (შემდგომ, თარგმანი შედის ტერმინში "ცვლილებების შეტანა".) ლიცენზიის ყველა მიმღები წოდებული იქნება როგორც "თქვენ".

ეს ლიცენზია არ განიხილავს გამრავლების, გავრცელებისა და ცვლილებების შეტანის გარდა სხვა ქმედებებს; ისინი მის სფეროში არ შედის. პროგრამის გაშვების [გამოძახების, running] მოქმედება არ არის შეზღუდული, ხოლო პროგრამის ამონაბეჭდი [output] ამ ლიცენზიას ექვემდებარება, თუ მისი შინაარსი რომელიმე პროგრამაზე დაფუძნებულ ნამუშევარს წარმოადგენს (არ აქვს მნიშვნელობა ამონაბეჭდი პროგრამის გაშვების შედეგია თუ არა). ეს გამართლდება თუ არა, დამოკიდებულია პროგრამის ფუნქციაზე.

§1. თქვენ უფლება გენიჭებათ მიღებული პროგრამის წყარო, ნებისმიერი მედიუმის საშუალებით, უცვლელი სახით გაავრცელოთ (იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც თქვენ იგი მიიღეთ), იპ პირობით, რომ ყველა ასლს შესაბამისად დაურთოთ შესაბამისი მითითება საავტორო უფლებების შესახებ და გარანტიის უარყოფა; შეუცვლელად დატოვოთ ყოველი მითითება, რომელიც ამ ლიცენზიას და გარანტიის უარყოფას შეეხება; ასევე, პროგრამის ყველა სხვა მომხმარებელს, პროგრამასთან ერთად, ამ ლიცენზიის ასლიც წარუდგინოთ.

თქვენ შეგიძლიათ ასლის მიწოდების მოქმედებისათვის საზღაური მოითხოვოთ, ასევე სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ პროგრამას გარანტია გაუწიოთ და ამისათვის საზღაური მოითხოვოთ.

§2. თქვენ უფლება გენიჭებათ ცვლილებები შეიტანოთ პროგრამის თქვენეულ ასლში ან ასლებში ან მის ნებისმიერ ნაწილში, შედეგად შექმნათ პროგრამაზე დაფუძნებული ნამუშევარი, ხოლო §1-ის პირობების შესაბამისად გაამრავლოთ ან გაავრცელოთ ამგვარად დამშავებული ნამუშევარი, იმ პირობით, რომ თქვენ ასევე შეასრულებთ შემდეგ პირობებს:

a) შეცვლილ ფაილებში თქვენ გამოსაჩენად უნდა მიუთითოთ, რომ ფაილებში ცვლილებებია შეტანილი თქვენ მიერ, ასევე უნდა მიუთითოთ ყოველი ცვლილების თარიღი.

b) თქვენ უნდა იზრუნოთ, რომ თქვენ მიერ გამრვლებული ან გავრცელებული ნამუშევარი, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ შეიცავს ან გამომდინარეობს პროგრამიდან ან მისი ნაწილიდან, მესამე მხარეს ამ ლიცენზიის პირობების შესაბამისად უფასოდ, სალიცენზიო გადასახადის გარეშე, გადაეცეს.

c) თუ დამუშავებული პროგრამა ჩვეულებრივ გაშვებისას ინტერაქტიულ ბრძანებებს აჩვენებს, თქვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ პროგრამის ჩვეულებრივი გაშვებისას ასეთი ინტერაქტიული გამოყენებისათვის, მან ეკრანზე ამობეჭდოს ან აჩვენოს შენიშვნა, რომელიც შეიცავს შესაბამის გაფრთხილებას საავტორო უფლებათა შესახებ, ასევე გაფრთხილებას, რომ პროგრამას გარანტია არ მოყვება (ან, სხვა შემთხვევაში, განაცხადეთ, რომ თქვენ პროგრამას გარანტიას უწევთ) და რომ მომხმარებლებს უფლება აქვთ პროგრამა ამ პირობების შესაბამისად გაავრცელონ, ასევე მომხმარებელს აუხსნათ, თუ როგორ მოახერხოს ამ ლიცენზიის ასლის ნახვა. (გამონაკლისი: თუ თვითონ პროგრამა ინტერაქტიულია, მაგრამ ჩვეულებრივ ასეთ განცხადებას არ აჩვენებს, მაშინ არ არის აუცილებელი თქვენმა პროგრამაზე დაფუძნებულმა ნამუშევარმა აღნიშნული განცხადება აჩვენოს.)

ეს მოთხოვნები მთელ შეცვლილ ნამუშევარს ეხება. თუ ნამუშევარის გამორჩევადი ნაწილები პროგრამიდან არ არის წარმოქმნილი და დასაბუთებულად შეიძლება დამოუკიდებელ და ცალკეულ ნამუშევრად ჩაითვალოს თავის თავში, მაშინ მათ, ცალკეულ ნამუშევრებად გავრცელებისას, ეს ლიცენზია და მისი პირობები არ ეხება. მაგრამ როდესაც თქვენ იგივე ნაწილებს იმ მთლიანობის ნაწილად გაავრცელებთ, რაც პროგრამაზე დაფუძნებულ ნამუშევარს წარმოადგენს, მაშინ მთლიანობის გავრცელება იმ ლიცენზიის პირობების შესაბამისად უნდა მოხდეს, რომელიც ლიცენზიის სხვა მიმღებს უფლებებს მთლიანობაზე აძლევს, ანუ მის ყველა ნაწილზე იმისდა მიუხედავად, თუ ვინ დაწერა იგი.

ამგვარად, ამ პარაგრაფის მიზანი არ არის სრულიად თქვენს მიერ დაწერილი ნამუშევრის უფლებებზე იქნიოს პრეტენზია ან უფლებებში შეგედავოთ; მისი მიზანია დაიცვას პროგრამაზე დაფუძნებული ან მისგან ნაწარმოები ნამუშევრების გავრცელების კონტროლი.

სხვა ნამუშევრის, რომელიც პროგრამას არ ეფუძნება, პროგრამასთან ერთად ან პროგრამაზე დაფუძნებულ ნამუშევართან ერთად იგივე მეხსიერების ან სადისტრიბუციო მედიუმზე ჩაწერა, სხვა ნამუშევარს ამ ლიცენზიას არ უქვემდებარებს.

§3. თქვენ უფლება გენიჭებათ, §1 და §2-ში მოცემული პირობების შესაბამისად, გაამრავლოთ და გაავრცელოთ პროგრამა (ან §2-ის მიხედვით მასზე დაფუძნებული ნამუშევარი) ობიექტ-კოდის ან გამოძახებადი ფორმით, იმ პირობით, რომ თქვენ ასევე შეასრულებთ ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნათაგანს:

a) დაურთეთ მას შესაბამისი ელექტრონულად კითხვადი პროგრამის სრული წყარო, რომელიც გავრცელებულ უნდა იქნას §1 და §2-ის პირობების შესაბამისად, პროგრამათა გაცვლისათვის ხშირად გამოყენებად მედიუმზე; ან

b) დაურთეთ მას წერილობითი შეთავაზება, რომელიც ძალაში იქნება არა უმოკლეს სამი წლის განმავლობაში, სადაც მითითებული იქნება, რომ ნებისმიერ მესამე მხარეს შეეძლება თქვენგან შესაბამისი ელექტრონულად კითხვადი სრული პროგრამის წყაროს მიღება §1 და §2-ის პირობების შესაბამისად, პროგრამათა გაცვლისათვის ხშირად გამოყენებად მედიუმზე, იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფარავს თქვენ მიერ მხოლოდ წყაროს მიწოდებისათვის გაღებულ ხარჯს; ან

c) დაურთოთ მას ის ინფორმაცია, რომელიც თქვენ მიიღეთ პროგრამის წყაროს მიღების შესახებ. (ეს ალტერნატივა მხოლოდ არაკომერციული ხასიათის გავრცელებისათვის არის დასაშვები და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ პროგრამა ობიექტ-კოდის ან გამოძახებადი ფორმით ამგვარ შემოთავაზებასთან ერთად მიიღეთ, ზემოაღნიშნული ქვეპარაგრაფი b-ს შესაბამისად.)

ნამუშევარის პროგრამის წყარო გულისხმობს მისი დამუშავებისათვის ხელსაყრელ ფორმას. გამოძახებადი ნამუშევრისათვის, პროგრამის სრული წყარო გულისხმობს ყველა იმ მოდულების პროგრამის წყაროს, რომელსაც იგი შეიცავს, მიმაგრებული შემაკავშირებლის განმსაზღვრელი ფაილების და გამოძახებადი პროგრამის კომპილაციისა და ინსტალაციის მაკონტროლებელი სკრიფტების ჩათვლით. თუმცა, საგანგებო გამონაკლისის სახით, არ არის აუცილებელი გასავრცელებელი პროგრამის წყარო შეიცავდეს იმას, რაც ჩვეულებრივ მოყვება (პროგრამის წყაროს ან ორობითი ფორმით) იმ ოპერაციული სისტემის ძირითად კომპონენტებს (ქომპაილერი, ქერნელი და ა.შ.), რომელ სისტემაზეც გასავრცელებელი პროგრამა მუშაობს. ნებართვა ძალაში არ არის, თუ თვითონ ეს კომპონენტი გასავრცელებელ პროგრამას მოყვება.

თუ გამოძახებადი პროგრამის ან ობიექტ-კოდის გავრცელება გარკვეული ადგილიდან გადმოწერის საშუალების მიცემით ხდება, მაშინ პროგრამის წყაროს იგივე ადგილიდან გადმოწერის საშუალების მიცემა პროგრამის წყაროს გავრცელებად ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ მესამე მხარე არ არის ვალდებული ობიექტ-კოდთან ერთად გადმოიწეროს პროგრამის წყარო.

§4. თქვენ არ გაქვთ უფლება გაამრავლოთ, შეცვალოთ, ქველიცენზია მიანიჭოთ ან გაავრცელოთ პროგრამა რაიმე სხვა პირობით, გარდა ამ ლიცენზიაში გარკვევით წამოყენებული პირობებისა. პროგრამის სხვაგვარად გამრავლების, შეცვლის, ქველიცენზირების ან გავრცელების ყოველი მცდელობა ბათილია და ავტომატურად გართმევთ ამ ლიცენზიით მონიჭებულ უფლებებს. თუმცა მხარეებს, რომლებმაც თქვენგან ამ ლიცენზიის პირობებით ასლები ან უფლებები მიიღო, არ ჩამოერთმევათ ლიცენზიით მინიჭებული უფლებამოსილება/მოვალეობანი, თუ ისინი სრულიად დაემორჩილებიან ამ ლიცენზიას.

§5. თქვენ არ ხართ ვალდებული გაიზიაროთ ეს ლიცენზია, ვინაიდან მასზე ხელი არ მოგიწერიათ. თუმცა, მხოლოდ მისი გაზიარება მოგანიჭებთ უფლებას შეცვალოთ ან გაავრცელოთ პროგრამა, ან მასზე დაფუძნებული ნამუშევარი. ამგვარი მოქმედება კანონით არის აკრძალული, თუ ამ ლიცენზიას არ გაიზიარებთ. გამომდინარე, პროგრამის (ან რაიმე მასზე დაფუძნებული ნამუშევრის) შეცვლით ან გავრცელებით, თქვენ თანხმობას გამოხატავთ გაიზიაროთ ეს ლიცენზია და მისი ყველა პირობა პროგრამის ან მასზე დაფუძნებული ნამუშევრის გამრავლების, გავრცელებისა და შეცვლის შესახებ.

§6. ყოველთვის, როდესაც თქვენ პროგრამას (ან მასზე დაფუძნებულ ნამუშევარს) გაავრცელებთ, მიმღები თავდაპირველი ლიცენზორისაგან ავტომატურად იღებს ლიცენზიას, გაამრავლოს, გაავრცელოს ან შეცვალოს პროგრამა ამ პირობების შესაბამისად. თქვენ არ გაქვთ უფლება რაიმე დამატებითი შეზღუდვა დაუწესოთ მიმღების აქ მინიჭებულ უფლებებს. თქვენ არ აგებთ პასუხს იმაზე, შეასრულებს თუ არა მესამე მხარე ამ ლიცენზიას.

§7. თუ თქვენ სასამართლო გადაწყვეტილებით, ან პატენტის დარღვევის ბრალდებით ან რაიმე სხვა მიზეზით (რომელიც არ შემოიფარგლება საპატენტო საკითხებით), დაკისრებული გაქვთ ვალდებულებები (სასამართლო ბრძანებულებებით, შეთანხმებით ან სხვაგვარად), რომლებიც ამ ლიცენზიის პირობებს ეწინააღმდეგება, ეს გარემოებები არ გათავისუფლებენ ამ ლიცენზიის პირობებისაგან. თუ თქვენ არ შეგიძლიათ პროგრამის იმგვარად გავრცელება, რომ თქვენი ამ ლიცენზიის გაზიარებით ნაკისრი ვალდებულებებიც შეასრულოთ და სხვამხრივ ნაკისრი ვალდებულებებიც, მაშინ შედეგად საერთოდ არ გენიჭებათ უფლება გაავრცელოთ პროგრამა. მაგალითად, თუ საპატენტო ლიცენზია არ იძლევა პროგრამის თავისუფლად გავრცელების უფლებას ყველა იმათგან, ვინც თქვენგან პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით მიიღო ასლი, მაშინ ერთადერთი გზა ერთდროულად იმ და ამ ლიცენზიის შესასრულებლად ის იქნება, რომ საერთოდ თავი შეიკავოთ პროგრამის გავრცელებისაგან.

თუ ამ პარაგრაფის რომელიმე ნაწილი, რაიმე გარკვეული გარემოების გამო, ბთილად ან განუხორციელებლად ჩაითვლება, პარაგრაფის დარჩენილი ნაწილი ძალაში რჩება, ხოლო პარაგრაფი მთლიანად ძალაშია დანარჩენ შემთხვევაში.

ამ პარაგრაფის მიზანი არ არის რომელიმე პატენტის ან სხვა კუთვნილების უფლების პრეტენზიის დარღვევისაკენ ან მათს ძალმოსილებაში დაეჭვებისაკენ მოგიწოდოთ; ამ პარაგრაფის ერთადერთი მიზანია დაიცვას სახალხო ლიცენზიების პრაქტიკით იმპლემენტირებული უფასო პროგრამების სადისტრიბუციო სისტემის ინტეგრაცია. უამრავმა ადამიანმა დიდსულოვანი წვლილი შეიტანა ამ სისტემით გავრცელებული პროგრამების ფართო არჩევანში, იმ რწმენით, რომ სისტემა მტკიცედ მოქმედებს; ეს ავტორის/ შემომწირველის გადასაწყვეტია, სურს თუ არა პროგრამის რაიმე სხვა სისტემის საშუალებით გავრცელება, ხოლო ლიცენზიის მიმღები ამ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას ვერ იქონიებს.

ეს პარაგრაფი ემსახურება მიზანს, რომ ნათლად წარმოადგინოს, თუ რა შედეგი უნდა ქონდეს ამ ლიცენზიის დარჩენილ ნაწილს.

§8. თუ პროგრამის გამოყენება და/ან გავრცელება გარკვეულ ქვეყნებში შეზღუდულია პატენტების ან საავტორო უფლებებით დაცული შემაკავშირებლების საშუალებით, მაშინ თავდაპირველ საავტორო უფლებების მფლობელს, ვინც პროგრამას ამ ლიცენზიას დაუქვემდებარებს, შეუძლია ზუსტი გეოგრაფიული გავრცელების შეზღუდვა დააწესოს და ეს ქვეყნები გამორიცხოს, რათა გავრცელება მხოლოდ იმ ქვეყნებში ან იმ ქვეყნებს შორის იყოს ნებადართული, რომლებიც შეზღუდვაში არ შედის. ასეთ შემთხვევაში ეს შეზღუდვა ამ ლიცენზიაში შევა, თითქოს იგი ამ ლიცენზიის ძირითად ტექსტში იყოს მოყვანილი.

§9. Free Software Foundation-ს უფლება აქვს დროგამოშვებით გამოაქვეყნოს საერთო სახალხო ლიცენზიის შესწორებული და/ან ახალი ვერსია. ამგვარი ახალი ვერსიები ძირითადი პრინციპებით ახლანდელი ვერსიის შესაბამისი იქნება, მაგრამ შეიძლება დეტალში განსხვავდებოდეს, რათა ახალ პრობლემას ან საზრუნავს გამოეხმაუროს.

ყოველ ვერსიას გამორჩეული ვერსიის ნომერი მიენიჭება. თუ პროგრამაში მითითებულია, რომ იგი ექვემდებარება ამ ლიცენზიის გარკვეულ ვერსიას და "ყველა მოგვიანებით ვერსიას", მაშინ თქვენ შეგიძლიათ ან იმ ვერსიის პირობებს დაემორჩილოთ, ან Free Software Foundation-ის მიერ გამოქვეყნებულ ნებისმიერ შემდგომი ვერსიის პირობებს. თუ პროგრამაში არ არის მითითებული ამ ლიცენზიის ვერსიის ნომერი, შეგიძლიათ Free Software Foundation-ის გამოქვეყნებული ნებისმიერი ვერსია ამოირჩიოთ.

§10. თუ გნებავთ პროგრამის ნაწილები გამოიყენოთ სხვა უფასო პროგრამაში, რომელთან სხვა სადისტრიბუციო პირობები გააჩნია, ნებართვისათვის მისწერეთ ავტორს. თუ პროგრამაზე საავტორო უფლებები Free Software Foundation-ს ეკუთვნის, მისწერეთ Free Software Foundation-ს; ხანდახან ასეთ გამონაკლისებსაც ვუშვებთ ხოლმე. ჩვენს გადაწყვეტილებას ორი მიზანი განსაზღვრავს: ჩვენი უფასო პროგრამიდან ნაწარმოები ყველა პროგრამის უფასო სტატუსის შენარჩუნება და პროგრამის ძირითადად გაცვლა-გამოცვლის და გამოყენების ხელშეწყობა.


არანაირი გარანტია

§11. ვინაიდან პროგრამა ლიცენზირებული როგორც უფასო, პროგრამას გარანტია არ მოყვება, რამდენადაც ეს დაშვებულია შესაბამისი კანონმდებლობით. თუ სხვაგვარად არ არის მითითებული წერილობით, სავტორო უფლებების მფლობელები და/ან სხვა მხარეები პროგრამას იძლევიან "როგორც არის", განცხადებული ან მინიშნებული რაიმე სახის გარანტიის გარეშე. გარანტიის უარყოფაში შედის, თუმცა ამით არ შემოიფარგლება, გარკვეული მიზნისათვის გასავრცელებლად ვარგისიანობისა და მზადყოფნის გარანტია. ყოველი რისკი პროგრამის ხარისხის და ვარგისიანობის შესახებ თქვენ უნდა გაწიოთ. თუ პროგრამა რაიმეს დააზიანებს, საჭირო მომსახურების, შეკეთების თუ გამოსწორების ხარჯები თქვენ გეკისრებათ.

§12. არანაირ შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შესაბამისი კანონმდებლობა ან წერილობითი შეთანხმება ამას მოითხოვს, საავტორო უფლებების არცერთი მფლობელი, ან სხვა მხარე, რომელსაც ზემოაღნიშნული პირობებით უფლება აქვს შეცვალოს და/ან გაავრცელოს პროგრამა, თქვენ მიმართ პასუხს არ აგებს პროგრამის გამოყენებით ან ვერ გამოყენებით გამოწვეულ რაიმე დაზიანებაზე, ძირითადი, საგანგებო, შემთხვევითი ან შედეგობრივი ზიანის ჩათვლით (რომელშიც შედის, მაგრამ ამით არ შემოიფარგლება: ინფორმაციის დაკარგვა ან ინფორმაციის არასწორად დამუშავება ან დანაკარგები, რაზედაც თქვენ ან მესამე მხარე აგებს პასუხს, ან პროგრამის უუნარიანობა რაიმე სხვა პროგრამასთან შესაბამისობაში იმუშაოს), მაშინაც კი, როცა ასეთი ზარალის შესაძლებლობის შესახებ გაფრთხილებული იყო.

პირობათა დასასრული


დანართი: როგორ დაუქვემდებაროთ თქვენი პროგრამა ამ პირობებს

თუ გნებავთ ისეთი ახალი პროგრამის შექმნა, რომელიც საზოგადოებას მაქსიმალურ სარგებლობას მოუტანს, მაშინ ამის მისაღწევად საუკეთესო გზა ის არის, რომ იგი უფასო პროგრამა გახადოთ, რომლის ამ პირობების შესაბამისად გავრცელება და დამუშავება ყველას შეეძლება.

ამისთვის პროგრამას შემდეგი გაფრთხილება დაურთეთ. ყველაზე მიზანშეწოლილი იქნება, თუ ამ გაფრთხილებას ყოველი პროგრამის წყაროს ფაილის დასაწყისში ჩასვამთ, რათა შეძლებისდაგვარად ცხადად გამოხატოთ გარანტიის არქონა; ასევე, კარგი იქნება თუ ყოელ ფაილს ექნება copyright სტრიქონი (სტრიქონი საავტორო უფლებათა შესახებ) და მითითება, თუ სად შეიძლება მთლიანი განცხადების პოვნა.

<ერთი ხაზი პროგრამის სახელწოდებისათვის და იმის გამოსახატავად, თუ რა ფუნქციას ასრულებს პროგრამა> Copyright (C) წწწწ <ავტორის სახელი>

This program is free software; you can redistribute it and/or modify it under the terms of the GNU General Public License as published by the Free Software Foundation; either version 2 of the License, or (at your option) any later version.

This program is distributed in the hope that it will be useful, but WITHOUT ANY WARRANTY; without even the implied warranty of MERCHANTABILITY or FITNESS FOR A PARTICULAR PURPOSE. See the GNU General Public License for more details.

You should have received a copy of the GNU General Public License along with this program; if not, write to the Free Software Foundation, Inc., 675 Mass Ave, Cambridge, MA 02139, USA.

ასევე დაურთეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება თქვენთან დაკავშირება ელექტრონული ფოსტის და საფოსტო წერილის საშუალებით.

თუ პროგრამა ინტერაქტიურია, მაშინ ინტერაქტიულად გამოძახებისას ასეთი გაფრთხილება ამოაბეჭდვინეთ:

Gnomovision version 69, Copyright (C) 19yy name of author Gnomovision comes with ABSOLUTELY NO WARRANTY; for details type `show w'. This is free software, and you are welcome to redistribute it under certain conditions; type `show c' for details.


ქართულად:

Gnomovision ვერსია 69, Copyright (C) წწწწ ავტორის სახელი Gnomovision-ს არ მოყვება არანაირი გარანტია; დამატებითი ინფორმაციისათვის აკრიფეთ `show w'. ეს უფასო პროგრამაა. მისი გავრცელება, გარკვეული პირობების შესაბამისად, თავისუფლად შეგიძლიათ. დამატებითი ინფორმაციისათვის აკრიფეთ `show c'.

ჰოპითეზური ბრძანებები `show w' და `show c' უნდა შეიცავდეს GNU საერთო სახალხო ლიცენზიის შესაბამის ნაწილებს. რა თქმა უნდა, თქვენ მიერ გამოყენებულ ბრძანებებს შეიძლება სულ სხვა რამე ერქვას, ვიდრე `show w' და `show c'; შესაძლოა ისინი მაუსის დაწკაპუნებაზეც კი იყოს დამოკიდებული, ან მენიუს შენატანი იყოს --- როგორც თქვენს პროგრამას მოუხდება;

გარდა ამისა, თუ საჭიროა, თქვენ პროგრამის "საავტორო უფლებებზე პრეტენზიის უარყოფაზე" ხელი უნდა მოაწერინოთ თქვენს სამუშაოს მიმცემს (თუ პროგრამისტად მუშაობთ) ან თქვენს სკოლას, თუ ასეთი გაგაჩნიათ. იხილეთ ნიმუში; სახელები შესაბამისად ჩაანაცვლეთ.

Yoyodyne, Inc., hereby disclaims all copyright interest in the program `Gnomovision' (which makes passes at compilers) written by James Hacker.

 <signature of Ty Coon>, 1 April 1989
 Ty Coon, President of Vice


ქართულად:

შპს Yoyodyne-ს არ გააჩნია არანაირი პრეტენზია ჯეიმს ჰექერის მიერ დაწრილ პროგრამის, "Gnomovision"-ის (პროგრამა ქომფაილერზე გადაცემებს ემსახურება) საავტორო უფლებებზე.

<Ty Coon-ის ხელმოწერა>, 1989 წლის 1 აპრილი Ty Coon, ვიცეპრეზიდენტი

ეს GNU საერთო სახალხო ლიცენზია არ იძლევა თქვენი პროგრამის დაპატენტებულ პროგრამაში ჩართვის უფლებას. თუ თქვენი პროგრამა ფუნქციათა ბიბლიოთეკაა, შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს დაპატენტებულ პროგრამებს ამ ბიბლიოთეკასთან ბმულირების (დაკავშირების) ნება მისცეთ. თუ თქვენ გსურთ ამის გაკეთება, ამ ლიცენზიის მაგივრად GNU Library General Public License (GNU ძირითადი სახალხო ლიცენზია ბიბლიოთეკათათვის) გემოიყენეთ.




თარგმანი შესრულებულია 2000 წლის 29 ნოემბერს აიეტ კოლხის მიერ. ელფოსტა: aiet@qartuli.com

საწყისი ტექსტი: http://aiet.qartuli.net/download/copying_ka.txt

მოძიებულია „https://ka.wikibooks.org/w/index.php?title=GNU_GPL&oldid=12006“-დან