Clojure/ატომები
Clojure-ში არის ორი ტიპის გამოსახულება: ატომები და სიები. ატომები ჰგავს პრიმიტიულ ტიპებს სხვა პროგრამირების ენებში. გამოვიყენოთ REPL ზოგიერთი ატომის განსახილველად.
რიცხვები
[რედაქტირება]user=> 5
5
რიცხვი 5 ფასდება და შედეგი გამოდის ეკრანზე.
ბულის სიმბოლოები
[რედაქტირება]აი სხვა ატომი:
user=> true
true
Clojure-ში მხარდაჭერილია ბულის "ჭეშმარიტი" და "მცდარი" მნიშვნელობები, რომლებიც შესაბამისად ჩაიწერება როგორც true
და false
.
Nil
[რედაქტირება]აი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ატომი:
user=> nil
nil
ეს არის Clojure-ს სახელი ცარიელი მნიშვნელობისთვის. ის შეესაბამება ჯავას null
-ს.
ტექსტი
[რედაქტირება]აი Clojure-ს ტექსტი:
user=> "Hello, world!"
"Hello, world!"
Clojure ტექსტი იგივე წესებით განისაზღვრება, როგორც ჯავას ტექსტი, ასე მაგალითად "\t" წარმოადგენს ტაბულაციის სიმბოლოს. ჯავას API არის ძირითადი საშუალება ტექსტზე მოქმედებისა.
სიმბოლოები
[რედაქტირება]სიმბოლოები არის სახელები რომლებიც ჩვეულებრივად ებმება მნიშვნელობას. თუმცა მნიშვნელობაზე მიბმა არაა აუცილებელი . სიმბოლოს აქვს შესაბამისი ობიექტი (არა მიბმული მნიშვნელობა), და ამ ობიექტის მისაღებად, სიმბოლოს სახელს წინ დაურთეთ ერთმაგი ბრჭყალი:
user=> 'x
x
თუ თავად მნიშვნელობის მიღება გინდათ, გამოიყენეთ უშუალოდ სიმბოლოს სახელი:
user=> x
1
თუ სიმბოლო არაა მნიშვნელობასთან მიბმული, თქვენ შეგიძლიათ ამ სიმბოლოს თავისთავად გამოყენება, მაგრამ შეცდომაა ამ სიმბოლოს მნიშვნელობის მიღების მცდელობა:
user=> foo
java.lang.Exception: Unable to resolve symbol: foo in this context
...
კვანძი სიტყვები
[რედაქტირება]კვანძი სიტყვები ჰგვანან სიმბოლოებს, თუმცა ისინი არ ებმებიან მნიშვნელობებს და შეფასებისას საკუთარ თავს აბრუნებენ მნიშვნელობად. კვანძი სიტყვები ყოველთვის იწყებიან ორწერტილით (:). აი რამოდენიმე კვანძი სიტყვა:
user=> :a
:a
user=> :_123
:_123
user=> :KEY
:KEY
კვანძი სიტყვები განსაკუთრებით მოსახერხებელია გამოვიყენოთ რუკებში, მნიშვნელობის გასაღებად.