C (პროგრამირება)/რას ჰგავს C-ში დაწერილი პროგრამა?
#include <stdio.h>
int main()
{
printf("Hello world!\n");
return 0;
}
ეს არის პროგრამა რომელიც ეკრანზე ბეჭდავს Hello world!-ს. დაწვრილებით ავხსნათ რა წერია ამ კოდში.
int main()
დეკლარირებულია ფუნქცია სახელად main, მას მოყვება () რაც მიგვანიშნებს რომ იგი ფუნქციაა, ალბათ აგრეთვე შეამჩნიეთ რომ მას წინ წერია int-ი, სიტყვა integer-ის შემოკლებითი ფორმაა, ნიშნავს რომ ეს ფუნქცია აბრუნებს რაოდენობას რომელიც მთელი რიცხვის ტიპისაა.
{ და }
მოიცავს ფუნქციის კოდს, ანუ რასაც ფუნქცია ასრულებს, ამ შემთხვევაში ეკრანზე წერს Hello world!-ს
#include <stdio.h>
წყარო კოდის ფაილს უმატებს stdio.h ფაილში დეკლარირებულ ფუნქციებს. ამ შემთხვევაში ფუნქცია printf-s.
printf("Hello world!\n");
ეს არის სტანდარტული ფუნქცია printf-ი რომელსაც შეუძლია ეკრანძე ტექსტი დაბეჭდოს, ამ მაგალითში Hello world!-ი.
return 0;
ეს არის ბოლო ინსტრუქცია რომელიც ფუნქციას ასრულებს რაოდენობის დაბრუნებით, ამ მაგალითში ოპერაციულ სისტემას უბრუნებს რაოდენობა 0-ს,რაც მიანიშნებს რომ ფუნქცია შეცდომის გარეშე დასრულდა.