შინაარსზე გადასვლა

Autodesk 3D Studio Max/3ds max 7-ში ვიზუალიზაციის კონფიგურაციები

ვიკიწიგნებიდან

მანამ, სანამ გავუშვებთ სამგანზომილებიანი სცენის გათვლას, აუცილებელია ვიზუალიზაციის კონფიგურაციების მითითება, ასევე გამოსული ფაილის პარამეტრების მითითებაც. ვიზუალიზაციის მთავარი პარამეტრები ყენდება ფანჯარაში Render Scene (სცენის ვიზუალიზაცია) (სურ. 148). მისი გამოძახებისათვის აუცილებელია შევასრულოთ ბრძანება Rendering > Render (ვიზუალიზაცია > ვიზუალიზირება), ან ვიმოქმედოთ ღილაკზე F10.

ამ ფანჯრის Render Output (გამოსასვლელი ვიზუალიზაციის კონფიგურაციები) მხარეში შესაძლებელია მივუთითოთ დასამახსოვრებელი ფაილის ტიპი(ანიმაცია, ფაილის დაკავშირებული თანმიმდევრობა, ან სტატისტიკური გამოსახულება). აქვე განისაზღვრება გამოსასვლელი ფაილის ადგილმდებარეობა და დასახელება. კადრების დიაპაზონი, რომელსაც ვიზუალიზაცია უნდა გავუკეთოთ, მდებარეობს Time Output (გამოსასვლელიდ დიაპაზონის კონფიგურაციები) მხარეში. შესაძლებელია ვიზუალიზირება გავუკეთოთ კადრებს - Single (მიმდინარე კადრი), Range (კადრების დიაპაზონი), ან პარამეტრის Frames (კადრები) ჩართვით, ხელით მივუთითოთ კადრების ნომრები. ფანჯარა Render Scene (სცენის ვიზუალიზაცია) ასევე შეიცავს გამოსასვლელი ფაილის დიდი რაოდენობის წინასწარ კონფიგურაციებს. ეს პარამეტრები განთავსებულია Output Size (გამოსასვლელი ფაილის ზომის პარამეტრები) მხარეში. თუკი Options (კონფიგურაციები) მხარეში ჩავრთავთ პარამეტრებს Atmospherics (ატმოსფერული გავლენა) და Effects (ეფექტები), მაშინ პროგრამა სცენაზე გაითვლის ამ ეფექტებს.

Force 2-Sided (ორმხრიანი ძალა) ჩართვით შესაძლებელია ყველა მატრეალის ორი მხრიდან გამოსახვა. ეს მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც სცენაზე მდებარეობენ განსხვავებული მხარეების ობიექტები. ზოგჯერ ვიზუალიზაციამ შესაძლოა წაიღოს დიდი დრო - რამოდენიმე საათიდან, რამოდენიმე დღემდე და შესაძლოა კვირამდეც კი. ამიტომ გრაფიკოსს ყოველთვის არ შეუძლია იჯდეს კომპიუტერთან და უყუროს ვიზუალიზირებას. ამ პრობლემის გადასაწყვეტად მაქსს აქვს ვიზუალიზირების ინფორმაციის ელექტრონულ ფოსტაზე გადაგზავნის ფუნქცია. პარამეტრების რგოლში Email Notifications (შეტყობინება ელექტრონულ ფოსტაზე) (სურ. 149) შესაძლებელია მივუთითოთ ფოსტაზე შეერთება, ასევე მოვლენები, რომლებზე პროგრამა გამოაგზავნის წერილს : Notify Completion (სამუშაოს დასრულება), Notify Failures (შეტყობინება შეცდომებზე), ან Notify Progress every Nth Frame (კადრის ვიზუალიზაციის დასრულება). მესამე ვარიანტის არჩევისას პროგრამა გამოაგზავნის შეტყობინებას მითითებულ კადრების ვიზუალიზაციის დასრულების შემდეგ, მაგალითად, ყოველი მეორე კადრის ვიზუალიზაციის დასრულების შემდეგ.

იმისათვის რომ ფანჯარაში Render Scene (სცენის ვიზუალიზაცია) გავუშვათ გათვლა, აუცილებელია ვიმოქმედოთ ღილაკზე Render (ვიზუალიზირება). ვიზუალიზაციის დაწყების შემდეგ ეკრანზე გამოვა ორი ფანჯარა. პირველი - Rendering (ვიზუალიზაცია) - გამოსახავს გამოსახულების გათვლის პრცესის მდგომარეობის ხაზს. ასევე ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის ობიექტებია სცენაზე, რამდენი მახსოვრობა მიდის მიმდინარე კადრის გათვლაზე(სურ. 150). ამავე ფანჯარაში გამოისახება ვიზუალიზირების დამთავრების სავარაუდო დრო. მეორე - Virtual Frame Buffer (ვირტუალური ბუფერი) - შეიცავს ვიზუალიზირებული სცენის გამოსახულებას.

შენიშვნა!
ვიზუალიზაციის სწრაფად დაწყებისათვის გამოიყენება ღილაკი F9.