შინაარსზე გადასვლა

Autodesk 3D Studio Max/სცენის განათება. ვირტუალური კამერები

ვიკიწიგნებიდან

სამგანზომილებიან გრაფიკაში განათებების საერთო ინფორმაცია

[რედაქტირება]

სამგანზომილებიანი გრაფიკის ნებისმიერ რედაქტორში (Lightwave 3D, Maya, Softimage, 3ds max და სხვა) ვიზუალიზირებული გამოსახულების რეალურობა დამოკიდებულია სამ ფაქტორზე : შექმნილი სამგანზომილებიანი მოდელის ხარისხი, კარგად გაკეთებული ტექსტურები და სცენის განათება. სხვადასხვანაირად განათებული ერთი და იგივე სცენა შესაძლოა გამოიყურებოდეს სხვადასხვანაირად. სინათლის წყაროს ადგილმდებარეობის შეცვლით, იცვლება ობიექტების შეფერილობა, ჩრდილების ფორმა, ჩნდებიან განყოფილებები, რომლებიც ან განათებულნი არიან, ან დაბნელებულნი. სცენაზე რეალისტური განათების შექმნა - ესაა ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა სამგანზომილებიან გრაფიკაში მუშაობისას. რეალურობაში სინათლის დაცემული სხივი იტანს დიდი რაოდენობის ანარეკლსა და გარდატეხას, ამიტომ ძალიან იშვიათად თუ შევხვდებით ზუსტ და არადეგრადირებულ ჩრდილებს. სცენა, რომელთანაც მუშაობს დიზაინერი, გამოისახება მხოლოდ გამარტივებულ მოდელად, ამიტომ ვიზუალიზირებული გამოსახულება დიდად არ ჰგავს ნამდვილს. მაგრამ, ამის მიუხედავად სცენის განათებით შესაძლებელია რეალურთან ახლოს მისვლა. ამისათვის საჭიროა გავითვალისწინოთ ორი წესი :

  • დავაყენოთ სინათლის წყაროები და შევურჩიოთ მათ ისეითი პარამეტრები, რომ მთლიანი სცენა იყოს ერთნაირად განათებული.
  • დავაყენოთ განათების ვიზუალიზაციის პარამეტრები.

შენიშვნა!
მიუხედავად იმისა, რომ სინათლის წყაროები ყველაზე ხშირად გამოიყენება ობიექტების გსანათებლად, ზოგჯერ სინათლე გამოიყენება, როგორც დამოუკიდებელი ობიექტი. მაგალითად, ღამეში შორი სინათლის იმიტაციისთვის, შუქურისთვის, ვარსკვლავებისთვის და ა.შ.


გამოსახულების განათების პრობლემა წარმოიშვა სამგანზომილებიანი გრაფიკის შექმნამდე. პირველები, განათების პრობლემას წყვიტავდნენ მხატვრები და ფოტოგრაფები, შემდეგ კინოოპერატორები, შემდეგ ის გახდა ცხოვრებისეული სამგანზომილებიან გრაფიკაში მომუშავესათვის. ყველაზე გავრცელებულ მეთოდად ითვლება სამი წერტილიდან განათება(სამწერტილიანი სისტემა). ასეთი გზა ამართლებს ერთი ობიექტის განათებისას(მაგალითად, პორტრეტები ფოტოსტუდიაში), ძნელი სამგანზომილებიანი სცენისთვის ის შესაძლოა არ გამოდგეს. განათების არჩევა დამოკიდებულია ობიექტების რაოდენობაზე, მათი მატერიალების თვისებებზე, ასევე გეომეტრიულ სცენებზე. განათებისთვის ასევე მნიშვნელოვანია, სინათლის რომელი ფერი გამოიყენება. მაგალითად, მიმართული სინათლის წყარო საშუალებას იძლევა კონცენტრაცია გავაკეთოთ რაიმე გამოყოფილ ობიექტზე, ხოლო ყველა მხარეს მიმართული წერტილური წყარო - სცენას მთლიანად გაანათებს.