Autodesk 3D Studio Max/სცენის გადაღება

ვიკიწიგნებიდან

ანიმაციური სცენის შექმნისას აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ობიექტის პარამეტრები უნდა შეიცვალონ დროის შეცვლასთან ერთად. რეალურ ცხოვრებაში ვიდეოს გადაღებისას წერტილების მდებარეობა, რომელთაგანაც მიდის დაკვირვება, შესაძლებელია შეიცვალოს. 3ds max-ში მსგავსი ეფექტების შექმნა შესაძლებელია ობიექტების ჯგუფის Cameras (კამერები)-ის საშუალებით.

3ds max 7-ში არსებობს კამერების ორი ტიპი - Target (მიმართული) და Free (თავისუფალი). Target (მიმართული) კამერები შედგებიან თვითონ კამერებისგან, რომლებზეც შესაძლებელია დავსვათ მოქმედების მიმართულება(სურ. 143). მიმართული კამერების გამოყენება მოსახერხებელია იმ შემთხვევაში, როცა საჭიროა კამერა მივამაგროთ რომელიმე ობიექტს(მაგალითად, როცა აუცილებელია ობიექტის მოძრაობის ნახვა ზოგიერთი ტრაექტორიის გასწვრივ). ასევე მიმართული კამერებისათვის შესაძლებელია მივუთითოთ ფოკუსირებული დაშორება Target Distance (ფოკუსირებული დაშორება) პარამეტრის დახმარებით, რომელიც გამოიყენება მკვეთრი სიღრმის ეფექტის შესაქმნელად. იმისათვის რომ ანიმაციური სცენა ჰგავდეს რეალურ გადაღებულ მატერიალს, აუცილებელია გამოვიყენოთ კამერებიდან ხედის ჩართვის საშუალება. ხედის შესაცვლელად თაგუნას მარჯვენა ღილაკით ვიმოქმედოთ პროექტირების ფანჯრის ზედა მარცხენა კუთხეზე და შევასრულოთ ბრძანება Views > Camera (ხედი > კამერებიდან) (სურ. 144).

ობიექტების ჯგუფის Cameras (კამერები) ღირსებად შესაძლებელია ავიღოთ ის, რომ მიმართული, ან თავისუფალი კამერების ანიმირება ძალიან ადვილია, ზუსტად ისე როგორც ეს ხდება 3ds max 7-ში ნებისმიერ ობიექტზე. რეზულტატში მივიღებთ დინამიკურ გადაღებას, რომელიც მიდის გაცვლითი წერტილებიდან. იმისათვის რომ პროექტირების ფანჯარაში შევქმნათ კამერა, ბრძანებების პანელზე გადავიდეთ ჩანართზე Create (შექმნა), კატეგორიაში Cameras (კამერები) და ვიმოქმედოთ ღილაკზე Target (მიმართული), ან Free (თავისუფალი)(სურ. 145).

რჩევა!
მიმართული კამერის შექმნისათვის ასევე შესაძლებელია გამოვიყენოთ მენიუს ბრძანება Create > Cameras > Create Camera From View (შექმნა > კამერები > ხედიდან) (სურ. 146), ან ღილაკების კომბინაციით Ctrl+C. შექმნილ კამერას ექნება პროექტირების ფანჯარაში არჩეული ხედის ანალოგიური ხედი.

Cameras (კამერები) ტიპის ობიექტებს გააჩნიათ ისეთივე აღწერილობა როგორც რეალურ კამერებს - Lens (ფოკუსური დაშორების ზომა) და Field of View (განსაზღვრის არე). ეს ორი აღწერილობა ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ამიტომ პირველის პარამეტრების შეცვლისას, ავტომატურად იცვლება მეორის პარამეტრებიც, ამიტომ, რაც უფრო ფოკუსურია კამერების დაშორება, მით უფრო ნაკლებია განსაზღვრის არე და პირიქით... რეალურ ვიდეომატერიალზე ხშირად შევამჩნევთ კამერის კონსტრუქციით განპირობებულ ზოგიერთ განსაკუთრებულობას. ესენი შესაძლოა იყოს კამერის სიკაშკაშე, გამოსახულების ვიბრაცია და ა.შ. 3ds max 7-ში ასეთი ეფექტის იმიტაციისთვის არსებობს გათვლის სპეციალური მოდული. ამ მოდულის გამოყენებით, შესაძლოა შევქმნათ რვა ეფექტი, ესენია :

  • Lens Effects (ლინზების ეფექტები);
  • Color Balance (ფერის ბალანსი);
  • Depth of Field (სიმკვეთრის სიღრმე);
  • Film Grain (მარცვალი);
  • Motion Blur (ბუნდოვანი მოძრაობა).

იმისათვის რომ გამოვიყენოთ ეფექტი, შევასრულოთ ბრძანება Rendering > Environment (ვიზუალიზაცია > გარემო), ან ვიმოქმედოთ ღილაკზე - 8. ფანჯარაში Environment and Effects (გარემო და ეფექტები) გადავიდეთ ჩანართზე Effects(ეფექტები) და ვიმოქმედოთ ღილაკზე Add (დამატება), ხოლო ამის შემდეგ ავირჩიოთ სასურველი ეფექტი(სურ. 147).