Autodesk 3D Studio Max/რედაქტირებადი ზედაპირის მეშვეობით მოდელირება
კიდევ ერთი შესაძლებლობა სამგანზომილებიანი ობიექტის მოდელირებისა - რედაქტირებადი ზედაპირის მეშვეობით მოდელირება. მაქსში შესაძლებელია რედაქტირებადი ზედაპირების შემდეგ ტიპებთან მუშაობა :
- Editable Mesh (რედაქტირებადი ზედაპირი);
- Editable Poly (რედაქტირებადი პოლიგონური ზედაპირი);
- Editable Patch (რედაქტირებადი პაჩ-ზედაპირი);
- NURBS Surface (NURBS-ზედაპირი).
მაქსში თითქმის ყველა ობიექტის დარედაქტირება შეიძლება ამ რეჟიმების მეშვეობით. იმისათვის რომ ობიექტი დავარედაქტიროთ რომელიმე რეჟიმში, ვიმოქმედოთ მასზე თაგუნას მარჯვენა ღილაკით და ჩამოშლილ მენიუში ავირჩიოთ პუნქტი Convert To (კონვერტირება), ხოლო გამოშლილ კონტექსტურ მენიუში კი ავირჩიოთ სასურველი რეჟიმი(სურ. 77). რედაქტირების ყველა ეს რეჟიმი ჰგავს ერთმანეთს, ისინი ერთმანეთისგან გასნხვავდებიან ქვეობიექტების რედაქტირების რეჟიმის პარამეტრებით. ამ რეჟიმებში კონვერტირებისას, შესაძლებელია ობიექტის მასშტაბირება, გადაადგილება, შემოტრიალება, გაერთიანება და სხვა.
Editable Poly (რედაქტირებადი პოლიგონური ზედაპირი) ტიპის ობიექტებში მოდელი შედგება მრავალკუთედისაგან.
ასეთი ობიექტების მონიშვნისათვის შესაძლებელია ავირჩიოთ რედაქტირების რეჯიმები : Vertex (წვერო), Edge (ხაზი), Border (საზღვარი), Polygon (პოლიგონი) და Element (ელემენტი) (სურ. 78).Editable Mesh (რედაქტირებადი ზედაპირი) ტიპის ობიექტებში, მოდელი შედგება სამკუთხედებისაგან. ასეთი ობიექტების მონიშვნისათვის შესაძლებელია ავირჩიოთ რედაქტირების რეჯიმები : Vertex (წვერო), Edge (ხაზი), Face (სახე(სამკუთხედები)), Polygon (პოლიგონი) და Element (ელემენტი) (სურ. 79).
Editable Patch (რედაქტირებადი პაჩ-ზედაპირი) ტიპის ობიექტებში მოდელი შედგება სამკუთხედისა და ოთხკუთხედის ნაწილებისაგან. ზედაპირის რედაქტირების ამ ტიპის განსაკუთრებულობა არის ის, რომ ისინი მოქნილად მართავენ შექმნილი ობიექტის ფორმას. ასეთი ობიექტების მონიშვნისათვის შესაძლებელია ავირჩიოთ რედაქტირების რეჯიმები : Vertex (წვერო), Edge (ხაზი), Patch (პაჩი), Element (ელემენტი) და Handle (ვექტორი) (სურ. 80).
რედაქტირების ეს მეთოდი დაფუძნებულია არაერთგავროვან რაციონალურ B-ხაზებზე( Non Uniform Rational B-Splines). რედაქტირების ეს რეჟიმი გამოიყენება ორგანული ობექტების შესაქმნელად, ანიმაციის პერსონაჟის შესაქმნელად. ეს მეთოდი ითვლება რედაქტირების ყველაზე რთულ მეთოდად, მაგრამ ამასთან ერთად ყველაზე მოხერხებულადაც. 81-ე სურათზე გამოსახულია NURBS Surface (NURBS-ზედაპირი)-ის პარამეტრები.