შინაარსზე გადასვლა

Autodesk 3D Studio Max/მოდული Particle Flow

ვიკიწიგნებიდან

მოდული Particle Flow ადრე ითვლებოდა, როგორც დამატებითი მოდული და იგი ინტეგრირებული გახდა პროგრამის მეექვსე ვერსიაში. Particle Flow - ეს არის ძლიერი მოდული ნაწილაკებთან სამუშაოდ. მის გამოჩენამდე 3ds max-ში არსებობდნენ ნაწილაკების სისტემები, მათი დახმარებით შესაძლებელი იყო მარტივი ეფექტების შემქნა. არსებობდნენ ნაწილაკებთან მუშაობის დამატებითი მოდულებიც, მაგალითად, Digimation Particle Studio და Cebas Thinking Particles. თუმცა მოდულ Particle Flow-ს შესაძლებლობები უფრო ფართოა. ამ მოდულის საშუალებით შესაძლებელია შეიქმნას ნაწილაკებთან დაკვაშირებული პრაქტიკულად ყველანაირი ეფექტი - წყლის წვეთები, ობიექტის პატარ-პატარა ნაწილებად დამსხვრევა, ნაპერწკალი და სხვა. Particle Flow-სთან მუშაობის დაწყებისათვის აუცილებელია გადავიდეთ ბრძანებების პანელზე ჩანართ Create (შექმნა)-ზე კატეგორია Geometry (გეომეტრია)-ში, მასში ავირჩიოთ Particle Systems (ნაწილაკების სისტემები) და ვიმოქმედოთ ღილაკზე PF Source (Particle Flow წყარო). ეს ობიექტი პროექტირების ფანჯარაში წარმოდგენილია პიქტოგრამის სახით. მის პატარემეტრებში(სურ. 107) არის ღილაკი Particle View (ნაწილაკების წარმოდგენა), რომელიც იძახებს მოდულთან სამუშაო ფანჯარას(სურ. 108).

ფანჯარა Particle View (ნაწილაკების წარმოდგენა) დაყოფილია ოთხ ნაწილად. ფანჯრის მთავარი ნაწილი უკავია სცენაზე ეფექტის შექმნის პროცესში გამოსახულ დიაგრამას. ფანჯრის ქვედა ნაწილში განლაგებულია ეფექტის აღწერის ხელმისაწვდომი საშუალებები. საერთო დიაგრამაში ეფექტის დამატებისას შესაძლებელია ვიხილოთ მათი აღწერილობა Particle View (ნაწილაკების წარმოდგენა)-ის ფანჯრის ქვედა მარჯვენა მხარეში. ბოლოს კი, ფანჯრის ზედა მარჯვენა ნაწილში გამოისახება დიაგრამის ყოველი კომპონენტის პარამეტრები. მათი შეცვლით შესაძლებელია ეფექტის რედაქტირება. მოდულ Particle Flow-ს გამოყენებისას , გამოიყენება შემდეგი ტერმინები. ქმედებებს, რომლებიც ხორციელდება ნაწილაკებზე, ეწოდებათ მოვლენები (Events). ეფექტის აღწერის საშუალებებია - ოპერატორები (Operators) და კრიტერიუმები (Tests). ყოველი მოვლენა შედგება ოპერატორებისა და კრიტერიუმების ჯგუფებისაგან. ოპერატორები გასნაზღვრავენ მოვლენებთან ნაწილაკების დამოკიდებულებას. ოპერატორების დახმარებით შესაძლებელია მივუთითოთ, რომ ნაწილაკმა შეიცვალოს ფორმა, ფერი, მოძრაობის სიჩქარე, ზომა და ა.შ. კრიტერიუმები გამოიყენება ერთ ეფექტში რამოდენიმე დაკავშირებულ მოვლენებზე. ისინი მიუთითებენ იმაზე, თუ რა პირობით უნდა მოხდეს ერთი მოვლენიდან მეორეზე გადასვლა. მაგალითად, Age Test (წლოვანების კრიტერიუმები) აღნიშნავენ, რომ ნაწილაკები გადავლენ ერთი მოვლენიდან, მიღწევად დანიშნულ წლოვანებაზე. იმისათვის რომ დავამატოთ ოპერატორი, ან კრეტერიუმი მოვლენაში, საჭიროა კრიტერიუმის, ან ოპერატორის იარლიყის გადატანა დიაგრამაზე. თუკი კრიტერიუმის, ან ოპერატორის გადავიტანთ ცარიელ ადგილზე, მაშინ შეიქმნება ახალი მოვლენა. თუკი მოვლენა ხდება გასაზღვრული მიმართულებით, მაშინი ის(მიმართულება) დიაგრამაზე აღინიშნება ისრებით. იმისათვის რომ მივუთითოთ მიმართულება, საჭიროა თაგუნას მარცხენა ღილაკით ვიმოქმედოთ მოვლენის დიაგრამის პროექტორზე, რომელიც განლაგებულია კრიტერიუმების პირისპირ და გადავიტანოთ იგი მეორე მოვლენის ზედა მხარეს. ამ დროს კურსორი შეიცვლის ფორმას(სურ. 109). იმას რომ მოვლენები დაკავშირებულია, აღნიშნავს ლურჯი ხაზი, რომელიც გამოჩნდება მაშინვე, როგორც კი თაგუნას მარცხენა ღილაკს თითს ავუშვებთ.

შესაძლებელია ყოველი მოვლენის დროებით გამორთვა, რაც მის ყველა პარამეტრს გახდის არააქტიურს. ამისათვის გამოიყენება მოვლენის ზედა მარჯვენა კუთხეში არსებული ნათურის ფორმის ღილაკი. თუკი Particle Flow-ს მეშვეობით შექმნილი ეფექტები, რთულია, მაშინ დიაგრამა იქნება საკმაოდ დიდი. იმსათვის რომ ეფექტის მოვლენის მართვა იყოს ადვილი, შესაძლებელია დიაგრამების ფანჯრის გაზრდა, თაგუნას მარცხენა ღილაკის მეშვეობით გაწელვით. ფანჯარა Particle View (ნაწილაკების წარმოდგენა)-ის ფორმის სამართავად აგრეთვე გამოიყენება ღილაკები, რომლებიც განლაგებულია ფანჯრის ქვედა მარჯვენა კუთხეში(სურ. 110) :

  • Pan (სქროლინგი);
  • Zoom (მასშტაბი);
  • Zoom Region (დიაგრამის არჩეული განყოფილების მასშტაბი);
  • Zoom Extents (ყველა დიაგრამის მასშტაბი);
  • No Zoom (მასშტაბირების უარყოფა).