Autodesk 3D Studio Max/მზა სცენის ვიზუალიზირება
სამგანზომილებიან გრაფიკაში ვიზუალიზაციის საერთო ინფორმაცია
[რედაქტირება]ვიზუალიზაცია - ეს არის ბოლო, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპი სამგანზომილებიანი პროექტის შექმნაში. არასწორად შესრულებულმა ვიზუალიზაციამ შესაძლოა პრობლემები შეიტანოს პროექტში. თუკი 3ds max 7-ში მუშაობას შევადარებთ ვიდეო გადაღებას, მაშინ შესაძლებელია ვიზუალიზატორის პარამეტრების სწორად შერჩევის მნიშვნელოვანობის შედარება, ლენტის არჩევასთან, რომელზეც უნდა გადაიღოს მატერიალი. ზუსტად ისევე, როგორც ორი სხვადასხვა ფირმის ლენტაზე გადაღებული მატერიალი შესაძლოა გამოვიდეს ნათელი და გახუნებული, ასევე ანიმატორის მუშაობის რეზულტატი შესაძლოა იყოს ლამაზი, ან საშუალო, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ გამოსახულების გათვლის რა ალგორითმია არჩეული. ზუსტად ამიტომ ვიზუალიზაციას ექცევა დიდი ყურადღება. სამგანზომილებიანი სცენის ვიზუალიზაციას შესაძლოა ჰქონდეს მრავალი გადაწყვეტილება, ამიტომ სტანდარტული გათვლის ალგორითმის გარდა არსებობს მრავალი ალტერნატიული ვიზუალიზატორები. სამგანზომილებიანი სცენის ვიზუალიზაციის შემდეგ შესაძლოა დავინახოთ მატერიალის ისეთი თვისებები, როგორიცაა არეკვლა, სინათლის გარდატეხა და ა.შ. თუკი საჭიროა მივაღწიოთ რეალურობის მაღალ დონეს, მაშინ ვიზუალიზატორის ხარისხში საჭიროა გამოვიყენოთ ალტერნატიული ვიზუალიზატორები. გავლენა სამგანზომილებიანი სცენის გათვლის ხანგრძლივობაზე აქვს მრავალ ფაქტორს, რომელთა შორის არის - სცენაზე გამოყენებული განათებების რაოდენობა, ჩრდილების ვიზუალიზაციის მეთოდი, ობიექტების პოლიგონური სტრუქტურის სირთულე და ა.შ. პროგრამა 3ds max 7-ში ინტეგრირებულია ვიზუალიზატორი mental ray 3.3, რომელიც ყველა მნიშვნელოვანი ვიზუალური ეფექტის იმიტაციის საშუალებას იძლევა - კაუსტიკის ეფექტი (Caustics), ქვეზედაპირული გაფანტვა (Sub-Surface Scattering) და ღრმა სიმკვეთრის ეფექტი (Depth of Field).