შინაარსზე გადასვლა

Autodesk 3D Studio Max/დასკვნა

ვიკიწიგნებიდან

სამუშაო ადგილებზე დღითი დღე უმჯობესდება აპარატურული შესაძლებლობა, რაც საშუალებას იძლევა ეფექტურად გამოვიყენოთ სამგანზომილებიან გრაფიკასთან სამუშაო ინსტრუმენტები. ამის პარალელურად, უმჯობესდება და უფრო მრავალფეროვანი ხდება სამგანზომილებიან გრაფიკაში სამუშაო ინსტრუმენტები და პროგრამები, მათ რიცხვშია პროგრამა 3ds max. ამავდროულად, სამგანზომილებიანი მოდელირების ტექნიკა და რეალისტური სცენების შექმნის გზები არ აცვლება. ეს კი გვაძლევს იმის საბაბს, რომ ჩავთვალოთ, რომ ეს წიგნი გამოსადეგარია ახლაც(გამოსულია პროგრამის მეცხრე ვერსია) და გამოსადეგარი იქნება მომავალშიც. პროგრამა 3ds max ფართოდ გამოიყენება ინტერიერების, პრეზენტაციების, სარეკლამო რგოლების, კომპიუტერული თანაშების, ანიმაციის და კინოების შესაქმნელად. ეს წიგნი საშუალებას მოგცემთ შეიტყოთ ყველაფერი პროგრამის ძირითად ნაწილზე. არ გეგონოთ რომ ამ წიგნის გადაკითხვის შემდეგ პროფესიონალი გრაფიკოსები გამოხვალთ, რადგან პროფესიონალობას ბევრი მუშაობა ესაჭიროება. ეს წიგნი თქვენ გზას გაგიკვლევთ პროფესიონალიზმისკენ. სამგანზომილებიან გრაფიკასთან მუშაობის დაწყებისას თქვენ უნდა აირჩიოთ ნაწილი, რომელიც გაინტერესებთ, მაგალითად მოდელირება, ანიმაციები, განათებები და ა.შ.


გისურვებთ წარმატებას!