Ajax/HTTP მოთხოვნები
Ajax იყენებს HTTP მოთხოვნებს
[რედაქტირება]ტრადიციულ JavaScript კოდირებაში, თუ საჭიროა მიიღო ნებისმიერი ინფორმაცია მონაცემთა ბაზებიდან, ან ფაილი სერვერიდან, ან გააგზავნო მომხმარებლის ინფორმაცია სერვერზე, სერვერზე უნდა შეიქმნას HTML, GET და POST მონაცემებიდან. მომხმარებელი იმოქმედებს „გაგზავნა“ ღილაკზე ინფორმაციის გასაგზავნად, დაელოდება სერვერის პასუხს და შემდეგ ახალი გვერდი ჩამოტვირთავს შედეგებს.
რადგან სერვერი ტვირთავს ახალ გვერდს რათა გადააგზავნოს მომხმარებლის მიერ შეყვანილი ინფორმაცია, ამიტომ საერთოდ პროგრამა მუშაობს ნელა და არ არის მორგებული მომხმარებელზე.
Ajax-ის დახმარებით, JavaScript უკავშირდება უშუალოდ სერვერს XMLHttpRequest ობიექტის დახმარებით.
HTTP-ის მოთხოვნით ვებ გვერდს შეუძლია გააგზავნოს მოთხოვნა და მიიღოს პასუხი სერვერიდან გვერდის განახლების გარეშე. მომხმარებელი რჩება არსებულ გვერდზე.
XMLHttpRequest ობიექტი
[რედაქტირება]XMLHttpRequest ობიექტის გამოყენებით, ვებ პროგრამისტი გვერდის შემცველობას ანახლებს გვერდის ახლიდან ჩატვირთვის გარეშე!
Ajax პოპულარული გახადა კომპანია Google-მა 2005 წელს.