შინაარსზე გადასვლა

Adobe Flash CS3 Professional/FLASH-ის სამუშაო პროცესები და სამუშაო გარემო

ვიკიწიგნებიდან

Adobe® Flash® CS3 Professional სამუშაო ადგილი შეიცავს ინსტრუმენტებს და პანელებს, რომლებიც მომხმარებელს ეხმარებიან დოკუმენტების შექმნასა და მათ ნავიგაციაში. ამ ინსტრუმენტების ცოდა დაგეხმარებათ შესაძლებლობების მაქსიმუმამდე მიღწევაში.

Flash-ის საერთო სამუშაო პროცესები

[რედაქტირება]

Flash პაკეტი საერთოდ შეიცავს შემდეგ მთავარ ეტაპებს:
პაკეტის პლანირება
პაკეტის მთავარი ამოცანების განსაზღვრა
მულტიმედია ელემენტების დამატება
მულტიმედია ელემენტების შექმნა და იმპორტი, როგორიცაა სურათი, ვიდეო, ხმა და ტექსტი
ამ ელემენტების დალაგება
მულტემედია ელემენტების განლაგება სამუშაო ადგილსა და დროის პანელზე, რაც ნიშნავს თანმიმდევრობის განსაზღვრას და პაკეტში მათი გამოჩენის საშუალებას.
სპეცეფექტების გამოყენება
გრაფიკული ფილტრების გამოყენება
ActionScript-ის გამოყენება ქმედების ვარიანტების მართვისათვის
ActionScript ენაზე დაწერილი პროგრამული კოდი, საშუალებას იძლევა მართოთ მულტიმედიური ელემენტების ქმედებები, მათ შორის მომხმარებლის ქმედებისას მათი რეაქციები.
პაკეტის ტესტირება და პუბლიკაცია
პაკეტის ტესტირება აუცილებელია იმისათვის, რომ დარწმუნდეთ რომ იგი სწორად მუშაობს, ასევე გამოსული შეცდომების მოძებნისათვის და გამოსწორებისათვის. პაკეტის ტესტირება უნდა ხორციელდებოდეს დოკუმენტის შექმნის მთელი პროცესისას. FLA ფაილის პუბლიკაცია ხდება SWF ფაილში, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იქნას ვებ გვერდზე, Flash Player-ის დახმარებით.
პროექტზე დამოკიდებულად და მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე, ეს ეტაპები შესაძლოა შესრულდეს სხვადასხვა თანმიმდევრობით.

სამუშაო არის განხილვა

[რედაქტირება]

დოკუმენტების და ფაილების შექმნისათვის და მართვისათვის გამოიყენება ინტერფეისის ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა პალიტრები, პანელები და ფანჯრები. ამ ელემენტების ნებისმიერ განლაგებას ეწოდება სამუშაო არე. Adobe Creative Suite პაკეტის ნებისმიერი კომპონენტის გაშვებისას მომხმარებელი ხედავს სატანდარტულად დასმულ სამუშაო არეს, რომლიც მოგვიანებით შესაძლებელია დალაგდეს მასზე შესასრულებელი სამუშაოს მიხედვით. მაგალითად, ერთი სამუშაო არე შესაძლოა დაკონფიგურირდეს რედაქტირებისათვის, ხოლო მეორე დათვარიელებისათვის. შემდგომ მუშაობის პროცესში შესაძლოა დამახსოვრებულ სამუშაო არეებს შორის გადართვა.

იმისათვის რომ სამუშაო არე დაბრუნდეს სტანდარტულ ხედში, შევასრულოთ მენიუს ბრძანება Window -> Workspace -> Default.

Adobe® Flash® CS3 Professional სტანდარტული სამუშაო არე შედგება 8 ძირითადი პანელისგან(სურ. 1)

სურ 1. Adobe® Flash® CS3 Professional ინტერფეისი
1.ინსტრუმენტების პალიტრა
2.დოკუმენტის ფანჯარა
3.დროის პანელი
4.ფენების სტეკი
5.ბიბლიოთეკა
6.ფერების პალიტრა
7.პარამეტრების პანელი
8.მთავარი მენიუ

მომხმარებელს ასევე შუძლია სამუშაო არის შეცვლა, პანელებისა და პალიტრების გადაადგილება, ამოღება და ჩასმა, გათიშვა და ჩართვა.
პანელის, ან პალიტრის გადაადგილება ხდება თაგუნას მარცხენა ღილაკის მეშვეობით. საჭიროა პანელის ზედა საზღვარზე მოქმედება და ღილაკზე თითის აუშვებლად მიმთითებლის გადაადგილება. ამავე ოპერაციით შესაძლებელია ჩასმული პანელის ამოღება. პანელის ჩასმისათვის უნდა გადააადგილდეს იგი ინტერფეისის ნებისმიერ კიდეში. პანელების და პალიტრების, ასევე სხვადასხვა ფანჯრების ჩართვა-გამორთვა ხდება მთავარი მენიუს ბრძანებით : Window - > სასურველი პანელის, ან ფანჯრის დასახელება.

სამომხმარებლო სამუშაო არის დამახსოვრება

[რედაქტირება]
1.როდესაც სამუშაო არე დაკონფიგურირდება ისე, როგორც მოითხოვს მომხმარებელი, მაშინ საჭირო გახდება სამუშაო არის კონფიგურაციის დამახსოვრება. ამისათვის უნდა შესრულდეს ქვემოთ მოყვანილი ბრძანება:
  • Window -> Workspace -> Save Current
2.ამის შემდეგ საჭიროა სამუშაო არის სახელის მითითება