ღია ოფისი (Open Office)/ნაწილი 2 Writer – ტექსტური რედაქტორი/Writer-ის იერსახე
Writer არის ღია ოფისის საოფისე პროგრამათა პაკეტში შემავალი მძლავრი ტექსტური პროცესორი. ამ ნაწილში ჩვენ გავეცნობით მის ფართო შესაძლებლობებს, რის შემდეგაც საშუალება გექნებათ ამ ტექსტური პროცესორის მეშვეობით შექმნათ მრავალფეროვანი დოკუმენტები.
Writer-ს ნაგულისხმევად გამოტანილი აქვს ხელსაწყოთა 2 პანელი - სტანდარტული და ფორმატების ხელსაწყოთა პანელები. ფანჯრის ცენტრალურ ნაწილში კი გვაქვს ცარიელი გვერდი, რომელშიც უნდა შევიყვანოთ ტექსტი. Writer-ის ზედა და მარჯვენა კიდეზე ნაგულისხმევად გვაქვს სახაზავები, რომლებიც გვეხმარებიან გვერდის და მინდვრების ზომების რეგულაციაში.
Writer-ს აქვს გვერდის ორი ხედი. ეს არის ფურცლის ხედი და ვებ-ხედი. მათი გადართვა შეგვიძლია მენიუ ხედიდან პუნქტების Print Layout და შესაბამისად Web Layout-ის არჩევით.
ზემოთ სურათზე კარგად ჩანს დოკუმენტს აქვს ფურცლის სახე და ამგვარად მისი ველების და ფურცლის ზომის რეგულაცია ძალიან მარტივია, თან დოკუმენტს სწორედ ისე ვხედავთ, როგორიც იგი იქნება ამობეჭდვის შემდეგ. ქვემოთ სურათზე კი ნაჩვენებია ვებ სახე, აქ იგი აღარ არის გვერდებად დაყოფილი, არამედ შიგთავსი მთელს ფანჯარაზე ჩანს.
ამ შემთხვევაში არ გვაქვს შესაძლებლობა გავიგოთ თუ რეალურად როგორ ნაწილდება ტექსტი გვერდებზე. ამ ხედს ვებ ხედი იმიტომ ეწოდება რომ, ვებ გვერდების შიგთავსის რედაქტირებისთვის იგი უფრო მოხერხებულია.