შინაარსზე გადასვლა

ღია ოფისი (Open Office)/ნაწილი 2 Writer – ტექსტური რედაქტორი/ტექსტში ელემენტების ჩასმა

ვიკიწიგნებიდან

სპეციალური სიმბოლოების ჩასმა

[რედაქტირება]
სპეციალური სიმბოლოების დიალოგური ფანჯარა

”სპეციალური” ის სიმბოლოებია, რომლებიც სტანდარტულ კლავიატურაზე არ მოიძებნება. ესენი არიან მაგალითად: © ¾ æ ç ñ ö ø ¢. სპეციალური სიმბოლოს ჩასამელად ასე მოიქეცით:

  1. კურსორი დასვით იქ სადაც გსურთ სპეციალური სიმბოლოს ჩასმა.
  2. სპეციალური სიმბოლოების ფანჯრის გასახსნელად დააწკაპუნეთ Insert > Special Character.
  3. აირჩიეთ სასურველი სიმბოლო და დააწკაპუნეთ OK.

სხვადასხვა შრიფტები შეიცავენ სხვადასხვა სიმბოლოებს, ამიტომ თუ ვერ იპოვეთ სასურველი სიმბოლო აირჩიეთ სხვა შრიფტი.

უწყვეტი ჰარების ჩასმა

[რედაქტირება]

თუ არ გსურთ რომ სტრიქონის ბოლოს ერთი სიტყვა წინა სტრიქონზე დარჩეს და მეორე შემდეგზე გადავიდეს, მაშინ ღარის ჩასმისას დააჭირეთ Control კლავიშს.

უწყვეტი ტირის ჩასმისას (მაგალითად ტელეფონის ნომერში) დააჭირეთ Shift+Ctrl+minus.

ავტოფორმატი

[რედაქტირება]
ავტოფორმატის პატამეტრები

შეიძლება შეგიმჩნევიათ ბეჭდვის დროს სიმბოლოების გარდაქმნა. მაგალითად თუ აკრიფავთ სამ ან მეტ ტირეს (---) ეს გარდაიქმნება ქვედა ხაზად (___), ან ახალ ხაზზე რომ აკრიფოთ რამდენიმე ტოლობის ნიშანი (===) და დააჭიროთ Enter-ს, ტოლობების ადგილზე გაჩნდება გრძელი ხაზი, რომელიც მთელს ფურცელს სიგანეში კვეთს. ეს ყველაფერი განპირობებულია ავტოფორმატის პარამეტრების მიერ. ამ პარამეტრების ნახვა შეგვიძლია მენიუ Tools > AutoCorrect > Options.

თუ ტექსტში ფორმატების მოულოდნელი ცვლილებები ხდება, პირველ რიგში აქ უნდა გაარკვიოთ მიზეზი.

ნაგულისხმევად ავტოფორმატირება აქტიურდება ბეჭდვის პროცესშივე, ამის შეცვლა შეიძლება მენიუ Format > AutoFormat-დან.

გვერდის ბოლოს კომენტარის ჩასმა

[რედაქტირება]

გვერდის და საბოლოო კომენტარების ჩასასმელად დადექით იმ ადგილას რომლის კომენტარის ჩასმაც გსურთ, და აირჩიეთ მენიუდან Insert > Footnote, ან ჩასმის ხელსაწყოთა პანელზე აირჩიეთ Insert Footnote Directly.

ამის შემდეგ გვერდის ბოლოს გამოჩნდება კომენტარის ველი, ხოლო სადაც კურსორი იყო, იქ გაჩნდება ამ ველზე ბმა. ეს იყო გვერდის ბოლოს ჩასასმელი კომენტარი. არსებობს ასევე დოკუმენტის ბოლოს ჩასასმელი კომენტარი. ამისთვის აირჩიეთ Endnote და კომენტარი ჩაჯდება დოკუმენტის ბოლოში.

კომენტარის დიალოგური ფანჯარა

კომენტარის დიალოგურ ფანჯარაში შეგიძლიათ განსაზღვროთ კომენტარზე მიმთითებელი სიმბოლო და დანომვრის სტილი.

კომენტარების ველების ფორმატირება შეიძლება მენიუ Tools > Footnotes-დან. აქ შეგიძლიათ განსაზღვროთ კომენტართა დანომრვა, საწყისი ნომერი და სხვა პარამეტრები.

მარლთწერის შემოწმება

[რედაქტირება]

სამწუხაროდ ამ სახელმძღვანელოს წერის მომენტში ქართული ენის მარლთწერის შემოწმება ღია ოფისით შეუძლებელია. მაგრამ თუ ინგლისურად წერთ, მაშინ მარლთწერის შემოწმების მოდული ძალიან სასარგებლო იქნება თქვენთვის.

თუ ჩართულია მარლთწერის ავტოშემოწმება, მაშინ Writer ბეჭდვის პროცესშივე ამოწმებს მარლთწერას და არასწორად დაწერილ სიტყვებს წითელ ხაზს გაუსვამს.

ხოლო თუ არ გსურთ წერის პროცესში მარლთწერის შემოწმება სა შესაბამისი ღილაკი გამორთული გაქვთ, მაშინ, ამ ღილაკზე დაწკაპუნებით შეგიძლიათ წერის დასრულების შემდეგ მარლთწერის შემოწმება.

ავტოშესწორების გამოყენება

[რედაქტირება]

Writer-ის ავტოშესწორების მოდულს აქვს უამრავი არასწორად დაწერილი სიტყვების მაგალითი (რა თქმა უნდა ინგლისურად). მაგალითად თუ აკრიფავთ “hte”-ს იგი ავტომატურად შეიცვლება “the”-თი. ავტოშესწორების დიალოგის გასახსნელად აირჩიეთ Tools >AutoCorrect. აქ შეგეძლებათ დაამატოთ ავტოშესწორებისთვის ახალი სტრიქონები ქართულადაც.

ნაგულისხმევად ავტოშესწორება ჩართულია. მისი გამორთვა შეიძლება Format > Autoformat > While typing-დან.

  • ჩანაწერის წასაშლელად აირჩიეთ Tools > AutoCorrect > Replace, მონიშნეთ წასაშლელი ჩანაწერი და დააწკაპუნეთ წაშლას.
  • ახალი ჩანაწერის დასამატებლად შეცდომითი სიტყვა ჩაწერეთ Replace ველში და With ველში ჩაწერეთ სწორი სიტყვა. ამის შემდეგ დააწკაპუნეთ New ღილაკს.

ავტოშესწორება შეიძლება გამოყენებულ იქნას სპეციალური სიმბოლოების ჩასასმელადაც. მაგალითად (c) ავტომატურად შესწორდება © -ით.

სიტყვათა ავტოდასრულება

[რედაქტირება]

ღია ოფისს კონკურენტებისგან განსხვავებით აქვს სიტყვათა ავტოდასრულების ფუნქცია. ბეჭდვისას Writer ეცდება გამოიცნოს თუ რა სიტყვას ბეჭდავთ და შემოგთავაზებთ მის დასრულებას. დასასრულებლად დააჭირეთ Enter-ს, ხოლო თუ არ გსურთ, მაშინ განაგრძეთ ბეჭდვა.

ავტოდასრულების გამოსართველად შედით Tools > AutoCorrect > Word Completion და მოხსენით მონიშვნა Enable Word Completion-დან.

ავტოდასრულების მორგება შემდეგი პარამეტრებით შეგიძლიათ:

  • სიტყვის შემდეგ ღარის დამატება
  • ვარაუდის კარნახის სახით ჩვენება
  • შეგიძლიათ ჩანაწერთა მაქსიმალური რაოდენობის შეცვლა.

ავტოდასრულება ხდება მხოლოდ იმის შემდეგ როდესაც სიტყვას მეორედ კრიფავთ.

ავტოტექსტის გამოყენება

[რედაქტირება]

თუ თქვენ ხშირად გიწევთ ერთი და იმავე ტექსტის დაწერა, მაგალითად ოფიციალური წერილების სადაც საერთო ფორმაა, ან წერილებში გრძელი ხელმოწერების გაკეთება, მაშინ ავტოტექსტის ფუნქცია თქვენთვის ძალიან სასარგებლო იქნება. ეს ფუნქცია საშუალებას გაძლევთ შეინახოთ ფრაზები, გრაფიკები, ცხრილის ფორმები და ა.შ. და შემდეგ პირდაპირ მზა ფრაგმენტები ჩასვათ დოკუმენტში.

შედით Edit < AutoText და ნახავთ ავტოტექსტის დიალოგურ ფანჯარას, აქ ნახავთ კატეგორიების მიხედვით მზა ფრაგმენტებს. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი ფრაგმენტებიც. ამისთვის შეასრულეთ შემდეგი მოქმედებები:

  1. აკრიფეთ საჭირო ტექსტი და მონიშნეთ იგი.
  2. შედით Edit < AutoText-ში.
  3. დაარქვით ფრაგმენტს სახელი.
  4. დააწკაპუნეთ ღილაკს AutoText და აირჩიეთ New.

ავტოტექსტის ჩასმა მალმხმობითაც შეიძლება. უნდა შეგემჩნიათ რომ ფრაგმენტის სახელის არჩევისას გვერდზე ველში ჩაიწერა მალმხმობის ასო, ეს როგორც წესი არის სახელის პირველი ასო. თუ ტექსტში აკრიფავთ ამ ასოს და დააჭერთ ღილაკს F3, სასურველი ფრაგმენტი ჩაჯდება ტექსტში.

სტრიქონთა დანომვრა

[რედაქტირება]

Writer-ში შესაძლებელია სტრიქონთა დანომვრა. ამ შემთხვევასი მინდორზე ყოველი სტრიქონის გასწვრივ გაჩნდება მისი ნომერი, და ეს ნომრები ამოიბეჭდება. სტრიქონების დასანომრად აირჩიეთ: Tools > Line Numbering და მონიშნეთ Show numbering, ამის შემდეგ დააწკაპუნეთ OK.

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ თუ რამდენი სტრიქონი უნდა დაინომროს (ყოველი სტრიქონი, თუ მხოლოდ ყოველი მეათე), შემდეგი გვერდიდან განახლდეს დანომვრა თუ თავიდან დაიწყოს, ასევე შეიძლება თვითონ ნომრების სტილიც განისაზღვროს. ეს ყველაფერი ხდება სტრიქონთა დანომვრის დიალოგურ ფანჯარაში.

სასარგებლო რჩევები

[რედაქტირება]

ჩასმის და ზეგ გადაწერის რეჟიმებს შორის გადართვა.

[რედაქტირება]

ნაგულისხმევად აქტიურია ჩასმის რეჟიმი, ეს ნიშნავს რომ კურსორს თუ სიტყვის წინ ჩავსვავთ და დავიწყებთ ბეჭდვას, მაშინ, წინამდებარე სიტყვა ”ჩაიჩოჩება” და მის წინ ჩაიწერება ახალი. ხოლო გადაწერის რეჟიმში, ახალი სიტყვა ძველს გადაეწერება. ამ რეჟიმებს სორის გადართვა შეიძლება კლავიატურაზე კლავიშ Insert დაჭეით. რეჟიმის ინდიკატორი ასევე ჩანს სტატუსის ზოლზე, ფანჯრის ქვედა კიდეზე.

მონიშნულ ფრაგმენტში სიტყვათა რაოდენობის დათვლა.

[რედაქტირება]

მონიშნეთ ტექსტის ფრაგმენტი და აირჩიეთ Tools > Word Count. ღია ოფისი წარმოგიდგენთ მონიშნულ ფრაგმენტში სიმბოლოთა და სიტყვათა რაოდენობას. იმავე ფანჯარაში შეგეძლებათ იხილოთ მთელს ფაილში არსებული სიტყვათა და სიმბოლოთა რაოდენობა. უფრო სრული ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ File > Properties > Statistics.

კითხვები და დავალებები:

[რედაქტირება]
  1. რას ნიშნავს სპეციალური სიმბოლო?
  2. თქვენს მიერ სექმნილ ფაილში გვერდის ბოლოს კომენტარის მაგალითი

გააკეთეთ.

  1. ავტოშესწორების დიალოგში ჩაამატეთ ახალი ჩანაწერები.
  2. აღწერეთ რა არის ავტოდასრულება და რა პარამეტრები აქვს მას.
  3. შექმენით ახალი ავტოტექსტი.