უტილიტი

ვიკიწიგნებიდან

სისტემური პროგრამული უზრუნველყოფა ძირითადად მოიცავს შემდეგი ტიპის პროგრამებს ოპერაციული სიტემები (Operating Systems) უტილიტები (Unity Programs) და მოწყობილობათა დრაივერები (Device Drives).

ოპერაციული სისტემა (Operating System) - აკონტროლებს და კოორდინაციას უწევს კომპიუტერის მოწყობილობებს და ახორციელებს მოწყობილოლბებისა და პროგრამების ურთიერთქმედებას. ოპერაციული სისტემა აუცელებილა ნებისმიერი კომპიუტერისათვის. აღიქვამს რა მომხარებლის მოქმედებებს, ოპერაციული სისტმება გადასცემს შესაბამის ბრძანებებს მოცემული დავალების შესრულებაში მონწილე ყველა მოწყობილობას. სწორედ ოპერაციული სისტემის დამსახურებაა, რომ პრინტერი ბეჭდავს დოკუმენტებს, რომ ტექსტური ან გრაფიკული გამოსახულებები ეკრანზე აისახებიან რომ თაგვი ასრულებს გარკვეულ მოქმდებებს და სხვა სქემატურად ეს შეიძლება ასეა აისახოს. 

ოპერაციული სისტემის ცოდნა მომხმარებელს კომპიუტერისა და მასთან მიერთებული მოწყობილო-ბების ეფექტური მართვის საშუელებას აძლევს. ოპერაციული სისტემა: qახორცილეებს დიალოგს და მომხარებელთან qმართავს მონაცემების შეტანა/გამოტანის პროცესს ანაწილებს სისტემის რესურსებს კომმპიუტერულ პროგრამებს უშვებს შესრულებაზე უზრუნველყოფს ინფრომაციის მოძრაობას მოწყობილობებს შორის ორგანიზებას უკეთებს დისკებზე ინფორმაციის შენახვას თანამედროვე პერსოპნალური კომპიუტერების ოპერაციული სისტმები აღჭურვილნი არიან გრაფუკული ინფერფეისით (Graphical User Interface) და მომხმარებლისათვის მათთან მუშაობა ძალზე მარტივი და მოხერხებულია. მოწყობილობის დრაივერი სპეციალური პროგრამაა, რომელიც ახორციელებს კომპუიუტერისა და მისი მოწყობილობების ურთიერთქმედებას. უტილიტი არის სერვისული პროგრამა, რომელიც კომპიუტერის ეფექტური გამოყენების საშუალებას გვაძლევს, უტილიტის მეშვეობით შეიძლება აღმოჩენილ იქნას და აღმოიფხვრას კომპიუტერის მუშაობისას წარმოშობილი მრავალი სირთულე. ოპერაციულ სისტემას თან მოჰყვება მომხმარებლისათვის აუცილებელი უტილიტების გარკვებული რაოდენობა. პირველი ფართოდ გავრცელებული ოპერაციული სისტემის დასახელება იყო Unix. მან თავისი პოპულარობის პიკს მიაღწია გასული საუკუნის 70-იან ლებში. Unix-ძალზე მოქნილი და საიმედო პროგრამაა. იგი დღესაც უცვლელია კომპიუტერის გამოყენების ბევრ სფეროში, განსაკუთრებით კი კორპორატიული და გლობალური ქსელების მაინფეიმებსა და სერვერებზე.

80-იანი წლების დასაწყისში IMB-მა ბაზარზე გამოუშვა დღეისათვის ასე პოპულარული პერსონალური კომპიუტერი (PC). ამ კომპიუტერისათვის ოპერაციული სისტემა შექმნა ამ დროისათვის უცნობმა ფირმამ Microsoft ამ ოპერაციულ სისტემას ეწოდა DOS (Disk Operating System-დისკური ოპერაციული სისტემა). მოკლე დროში DOS იქცა სტანდარტად პერსონალური კომპუტერებისათვის და ფართო გავრცელება ჰპოვა მიუხედავად იმისა რომ მომხარებელთა მხრიდან სამართალიან პრეტენზიებს იწვებდა ათვისებისა და მოხმარების სიძნელის გამო.

ამის გამო ოპერაციული სისტემის სრულყოფის სამუშაოები მომხმარებლისათვის მისი მოხერხებულობისა და გამარტივების მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობა როგორც Microsoft-ში, ასევე სხვა კომპანიებშიც პირველად მეგობრული ინტერფეისი შექმნა კომპანიაში Apple Computer საკუთარი კომპიუტერებისათვის Macintosh ეს მოხდა 1984 წელს. შექმნილი ოპერაციული სისტემა სახელად MacOS, საშუალებას იძლეოდა კომპიუტერის მართვისას მომხმარებელს გამოეყენებინა სპეციალური მოწყობილობა ,,მაუსი’’ ეს ოპერაციული სისტემა დღესაც გამოიყენება Macintosh-ის სერიის კომპიუტერებზე. Microsoft-მა გადაიღო რა MacOS-ის ბევრი იდეა, 1992 წელს შექმნა გრაფიკული გარსის ახალი ვერსია სახელწოდებით Windows 3.1 რომელმაც საბოლოო ჯამში Microsoft-ს ტრიუმფალური წარმატება მოუტანა. 1995 წელს გამოვიდა ოპერაციული სისტემის ახალი ვერსია სახელწოდებით Windows 95 Windows-ის ბოლო ვერსიებია: Windows Xp,Windows Vista, Windows 7/8/8.1.