შინაარსზე გადასვლა

უილიამ შექსპირი/უილიამ შექსპირის სონეტა 7

ვიკიწიგნებიდან
სონეტა 7
უილიამ შექსპირის
ხედავ მეწამულ განთიადის გასხივოსნებას?

ცამ მოახურა ანთებული რიდე ბუნებას,
მზის ჩირაღდანი გულს იტაცებს,როგორც ოცნება,
მიწაც შეჰყურებს უზენაეს დიდებულებას.

როდესაც მნათობს, ცის უმაღლეს წვერზე აყვანილს
შუადღისპირას შეეტყობა დავაჟკაცება,
მოკვდავთა მზერა მაინც მისკენ ილტვის თაყვანით,
მისი რონინი, ღვთაებრივი, გყოფნის განცდებად.

მაგრამ როდესაც კაბადონი დაიბინდება
და მზე ბებერი ნაპრალებში კვდება წვალებით,
მაშინ არავის აგონდება მისი დიდება
და მზერას უკვე იტაცებენ სხვა მწვერვალები.

მალე ჩაქრება იმ მზესავით შენი მნათობიც,
რადგან უშვილოდ რჩები შენი უნიათობით.