ტბა ეირი
იერსახე
ეირი-ავსტრალიის უდიდესი მარილიანი ტბა-ქვეყნის ცენტრალურ ,მშრალ ნაწილში მდებარეობს.წლის უმეტეს დროს ის თითქმის მთლიანად დამშრალია და ფსკერზე თეთრი მარილის მბრწყინავი ფენა მოჩანს.როცა ტბა წყლით ივსება,მისი ფართობი 9500 კვადრატულ კილომეტრს აღემატება,თუმცა ეს დაახლოებით რვა წელიწადში ერთხელ ხდება.ტბას ორი მთავარი - ჩრდილოეთი და სამხრეთი ნაწილი აქვს,რომლებიც ერთმანეთთან გოიდერის არხითაა შეერთებული.