როგორ გავხადოთ Windows XP უფრო სწრაფი და საიმედო

ვიკიწიგნებიდან

ხშირად გვქონია შემთხვევები როცა ჩვენი Windows_ი უბრალოდ ძალიან ნელა მუშაობს. ალაბათ ინტერნეტშიც იხილავდით უამრავ პროგრამას, რომელიც კომპიუტერის აჩქარებას, ოპტიმიზაციას და მოკლედ ბედნიერ ცხოვრებას გპირდებოდათ. თუმცა, დღეს გაჩვენებთ იმ უბრალოდ ხერხებს, რომლის გამოყენებითაც მარტივად და სწრაფად შეძლებთ გახადოთ თქვენი კომლიუტერი უფრო სწრაფი, თანაც არავითარი პროგრამის გამოყენება არაა საჭირო. მას ასე შევუდგეთ. მთავარი მიზეზი რის გამოც Windows_ის მუშაობა ასე თუ ისე ნელია არის მცირე სისტემური პარამეტრების ქონა, თუმცა ასევე გვინდა რომ მანდამაინც Windows XP გვქონდეს. კეთილი.


1) პირველი ხერხი Windows_ის აჩქარებისათვის არის მისი გრაფუიკული (ვიზუალური) შესაძლებლობების დაქვეითება. ანუ ისეთი ფუნქციების გათიშვა, როგორებიცაა ჩრდილები, ფანჯრის ლამაზი ჩახურვა და ა.შ. ამისათვის "ჩემს კომპიუტერს" ვაჭერთ მარჯვენა ღილაკით და ვირჩევთ სულ ქვედა პუნქტს "properties"


შემდეგ გადავდივართ განყოფილებაში "Advanced" და ვირჩევთ პუნქტ "Settings"



გამოსულ ფანჯარაში ვირჩევთ პუნქტ "Adjust for best performance" და ვაწვებით ღილაკ "applay"



ცოტას დაველოდებით და ვნახავთ, რომ Windows_ის გრაფიკული მხარე შეიცვალა (ალბათ არა უკეთესობისკენ) თუმცა ამ შემთხვევაში ვღებულობ უფრო სწრაფ სისტემას. გაითვალისწინეთ რომ Adjust for best performance_ის ქვემოთ მოცემულ განყოფილებებში თქვენ შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ ჩართოთ ზოგიერთი ვიზუალური ფუნქცია.


კიდევ ერთი საიტერესო საშუალება Windows XP_თვის -- ამჯერად მეხსიერების გაზრდია. ალბათ გაგიგონიათ Windows_ის ფუქცია " System Restore" შესახებ?! რაც იდეაში შექმნილია, კოპმიუტერის ავარიული დაზიანების შემთხვევაში, მონაცემთა ბაზის აღდგენისათვის. თუმცა, დღეს ყველა, ასე თუ ისე, კომპიუტერში ჩახედული ადამიანი გეტყვით, რომ ეს ფუნქცია რეალობაში არ მუშაობს და სინამდვილეში შვენი საყვარელი გიგაბაიტების!!! გაფლანგვითაა დაკავებული. მოდით ვნახოთ როგორ გავთიშოთ ეს ფუნქცია და ამით ჩვენ ვირტუალურ სამყაროს კიდევ რამდენიმე გიგაბაიტი მეხსიერება შევმატოთ. ამისათვის "ჩემს კომპიუტერს" ვაჭერთ მარჯვენა ღილაკით და ვირჩევთ სულ ქვედა პუნქტს "properties"


შემდეგ ვნიშავთ განყოფილებას "Turne off system restore for all drivers" და ვაწვებით "applay"




ვნახავთ რომ ყველა ჩვენ ვინჩესტერზე მეხსიერებამ მოიმატა. ასევე შეგიძიეათ მონიშნოთ რომელიმე ვინჩესტერი და მხოლოდ მას გაუთიშოთ ეგ ფუცქცია და დაუტოვოთ მხოლოდ "C" დისკს (როგორც წესი აქ ყენდება სისტემა)

თუმცა იცოდე აღნიშნული ქმედება ხორციელდება თქვენი ნებაყოფლობით და შედეგებზე პასუხისმგებელნი მხოლოდ თქვენ ხართ