შინაარსზე გადასვლა

ნაბიჯი 1 - "პირველი ნაბიჯები - ვსწავლობთ მუშაობას".

ვიკიწიგნებიდან

ნაბიჯი 1 - ვიწყებთ მუშაობას

სანამ მუშაობას შევუდგებოდეთ, ბუნებრივია, სამუშაო სივრცე გვჭირდება. ამისათვის გავხსნათ საქაღალდე

D:\პირველი ნაბიჯები\

თუკი უნიკოდთან მწყრალად ხართ ან FAT არ გიწყობთ ხელს, საქაღალდეს ინგლისური ასოებითაც შეგიძლიათ დაარქვათ ნებისმიერი სახელი, ეს არაფერს შეცვლის.

ახლა რაც შეეხება პროგრამულ უზრუნველყოფას. სამუშაოდ გირჩევთ "Macromedia Dreamweaver 8.0"-ს. ის ამ საქმეში საუკეთესოა, თუმცა ჩვეულებრივი ტექსტური რედაქტორებიც გამოდგება. მაგალითად ბლოკნოტი(Notepad).

მე გვერდების შევსებისას ქართულ ასოებს გამოვიყენებ. თქვენ თუ ეს გაგიჭირდებათ, შეგიძლიათ ინგლისური ასოები გამოიყენოთ, არც ეს ცვლის რაიმე არსებითს.

ახლა, როცა ეს პრობლემა უკვე მოაგვარეთ, მუშაობის დაწყებაც შეიძლება.

შექმენით თქვენს ძირეულ საქაღალდეში ფაილი სახელად index.html და დააკოპირეთ ან გადაწერეთ მასში ქვემოთ მოცემული კოდი("ვნახოთ" ბმულის გარეშე):


<html>
<head>
<title>პირველი ნაბიჯები</title>
<META HTTP-EQUIV="Content-Type" Content="text/html; Charset=utf-8">
</head>
<body>
მოგესალმებით! ეს ჩემი პირველი ვებ-გვერდია!
</body>
</html>


შეინახეთ ფაილი *.html გაფართოებით და გახსენით ის ბრაუზერში. დაინახავთ ზუსტად იმას, რასაც "ვნახოთ" ღილაკზე დაჭერით

ძალიან ბევრი წერს, რომ კოდი გადაწერა ბლოკნოტში, შეინახა და ტექსტური ფაილი მიიღო. ეს რომ არ მოგივიდეთ, File>Save ფანჯარაში მიუთითეთ All Files და შეინახეთ როგორც index.html(ან "ნებისმიერი სახელი".html. მთავარია, რომ წერტილის მერე html ეწეროს). დაინახავთ, რომ თქვენს მიერ შენახულ ფაილს ბრაუზერის ხატულა გაუჩნდა. ეს ნიშნავს, რომ პროცედურა წარმატებით დასრულდა.

თუ თქვენ რაიმეს შეცვლით რედაქტორიდან და მისი ბრაუზერში ნახვა დაგჭირდებათ, ჯერ შეინახეთ ფაილი რედაქტორში, შემდეგ ბრაუზერში დააჭირეთ ღილაკს Refresh(ან F5) ან დახურეთ ბრაუზრი და გახსენით თავიდან. ისე მე პირველ გზას გირჩევდით :)