შინაარსზე გადასვლა

მედიავიკი (მომხმარებლის სახელმძღვანელო)/კატეგორიები

ვიკიწიგნებიდან

ვიკი-გვერდები შეიძლება ჩაისვას კატეგორიებში, სტატიის ნებისმიერ ადგილას ჩასმით. მაგალითი:

 [[კატეგორია:ჩიტები]]

კატეგორიებს აქვთ საკუთარი სახელთა სივრცე "კატეგორია:". თვითონ კატეგორიაც შეიძლება ჩაისვას სხვა კატეგორიაში.

უკატეგორიო გვერდების სიის ჩვენება შეიძლება მედიავიკის პროგრამით.

ძნელია კატეგორიის გადარქმევა; ამისათვის, საჭიროა მისი ყველა გვერდის რედაქტირება და კატეგორიის ასე შეცვლა.

თუ გვსურს რომ კატეგორია უბრალოდ ბმულად გამოვაჩინოთ, მაშინ ის უნდა დავიწყოთ სიმბოლოთი ":", ასე

იხილეთ აგრეთვე [[:კატეგორია:ჩიტები]]

სხვაგვარად, გვერდი მხოლოდ კატეგორიაში ჩაჯდება, ბმული კი არ გამოჩნდება.

თარგები

[რედაქტირება]

კატეგორიების გამოყენება შეგვიძლია როგორც ჩვეულებრივ სტატიაში, ასევე თარგებშიც. თუმცა, როდესაც თქვენ ჩასვავთ კატეგორიას თარგში, ყველა გვერდი, რომელიც ამ თარგს იყენებს, ამ კატეგორიის წევრიც გახდება. ხანდახან ამის საჭიროება არსებობს, მაგრამ თუ ეს არ გსურთ, უნდა გამოიყენოთ ღილაკი <noinclude>, ასე:

<noinclude>
[[კატეგორია:რედაქტირების თარგები]]
</noinclude>

ამ შემთხვევაში კატეგორიაში მხოლოდ თარგი შევა.