შინაარსზე გადასვლა

ლიფტით მოგზაურობა

ვიკიწიგნებიდან


ყველა თქვენგანს უმგზავრია ლიფტით და შეუმჩნევია უცნაური შეგრძნებები. როცა ლიფტი იწყებს მოძრაობას ქვევით თქვენ შემსუბუქებას გრძნობთ. როცა ქვევით მოძრავი ლიფტი თქვენს სართულს მიუახლოვდევა და დამუხრუჭებას დაიწყებს, თქვენ სიმძიმეს შეიგრძნობთ. თუკი ლიფტი ზევით იწყებს მოძრაობას თქვენ გრძნობთ თითქოს დამძიმდით. როცა ზევით მოძრავი ლიფტი გაჩერებას იწყებს თქვენ გრძნობთ, რომ შემსუბუქდით.

მოდით, თქვენთან ერთად შევეცადოთ გავარკვიოთ, თუ რატომ ხდება ასე. ყურადღებით დავაკვირდეთ ლიფტის მოძრაობას ქვევიდან ზევით. მოძრაობის დაწყებამდე ლიფტი უზრავია. ლიფტის სიჩქარე იმ შენობის მიმართ , რომელშიდაც იგი მოძრაობს ნულის ტოლია. შემდეგ ლიფტი იწყებს მოძრაობას და მისი მოძრაობის სიჩქარე გარკვეული დროის განმავლობაში იზრდება. რამ გამოიწვია ლიფტის სიჩქარის გაზრდა? ამ კითხვაზე პასუხი მარტივია. ლიფტი, გამძლე ტროსით, მიერთებულია ელექტრო ძრავზე, რომელიც ტროსს ექაჩება ზევით, ამოძრავებს მას. სწორედ ტროსის მეშვეობით ვაიძულებთ ლიფტს, რომ ამოძრავდეს.

ლიფტი, მოძრაობისას, თქვენ გაიძულებთ, რომ მასთან ერთად ამოძრავდეთ. მოძრაობის დაწყებამდე, თქვენ ლიფტთან ერთად უძრავი იყავით. ლიფტის ამოძრავებასთან ერთად თქვენც ამოძრავდით და თქვენი სიჩქარეც შენობის მიმართ გაიზრდება. გამოდის , რომ ტროსმა რომელმაც აამოძრავა ლიფტი თქვენზეც იმოქმედა და თვენც ლიფტთან ერთად ამოძრავდით. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ვსაუბრობთ ლიფტისა და თქვენს სიჩქარეზე შენობის მიმართ. თქვენ, უძრავი ლიფტის შემთხვევაში, მის მიმართ ისევე უძრავი ხართ როგორც მოძრავი ლიფტის მიმართ.

გამოდის, რომ ტროსმა თქვენზეც იმოქმედა და აგამოძრავათ ლიფტთან ერთად.მაგრამ როგორ მოქმედებს ტროსი თქვენზე? ტროსი აიძულებს ლიფტს , რომ იმოძრაოს, ხოლო ლიფტის ფსკერი, რომელზედაც თქვენ დგახართ მოქმედებს თქვენზე და გაიძულებთ, რომ ლიფტთან ერთად შიეცვალოს თქვენი სიჩქარე და იმოძრაოთ. თქვენი სხეული, კი ისევე როგორც ნებისმიერი სხეული, ეწინააღმდეგება სიჩქარის ცვლილებას და ცდილობს შეინარჩუნოს ის მდგომარეობა რომელიც მას აქვს. ეს წინააღმდეგობა ხორციელდება იმით, რომ თქვენი სხეული აწვება ლიფტის ფსკერს. შესაბამისად თქვენ გრძნობთ სიმძიმეს. ქვემოთ მოძრავი ლიფტის გასაჩერებლად ელექტრო ძრავი ჭიმავს ტროსს. ამ შემთახვევაში ლიფტის და მასთან ერთად თქვენი სიჩქარე მცირდება. ლიფტის ფსკერი ისევ ზევით გაწვებათ ფეხებში რათა შეამციროს თქვენი სიჩქარე. შესაბამისად თქვენი სხეული, მდგომარეობის შესანარჩუნებლად, აწვება ლიფტის ფსკერს და ამის გამო თქვენ გრძნობთ სიმძიმეს.

როცა ლიფტი ზევიდან ქვევით იწყებს მოძრაობას მისი სიჩქარე ასევე იზრდება. დასაწყისში , როცა ლიფტი იყო უძრავი მისი და მასთან ერთად თქვენი სიჩქარე იყო ნულის ტოლი. შემდეგ ლიფტი ამოძრავდა და თქვენი სიჩქარე გაიზარდა. მოძრაობისას თქვენი სხეული ეწინააღმდეგება სიჩქარის ცვლილებას. იგი ცდილობს შეინარჩუნოს ის მდგომარეობა, რომელიც მას აქვს. ამის გამო თქვენი სხეულის დაწოლა ლიფტის ფსკერზე კლებულობს და თქვენ გრძნობთ სიმსუბუქეს.