ლათინური ენა/ანბანი
იერსახე
ლათინური ანბანის თითქმის ყველა ასო ისევე იკითხება როგორც იწერება. კლასიკური ლათინურის ხანის ანბანი თანამედროვე ანბანისგან განსხვავდება იმით რომ მასში არ იყო j და w. ხოლო ასო V აღნიშნავდა ორ ბგერას u და w. ასო u გვიანდელი წარმოშვებისაა, თუმცა დღეს ლათინურ ტექსტებში იგი იწერება სადაც ბგერა u არის. ასო k ძალიან იშვიათად გამოიყენებოდა. ასოები y და z ჯერ კიდევ რომის რესპუბლიკის გვიანდელ ეტაპზე შემოვიდა ბერძნული ბგერების აღსანიშნავად.
| ასო | გამოთქმა | მაგალითები |
|---|---|---|
| A | ა. ასოთშეთანხმება ae იკითხება როგორც აი, ხოლო au როგორც ოუ | carai, saepe, aut, laudo |
| B | ბ. bs და bt იკითხება როგორც პს და პტ | urbs, obtineo |
| C | კლასიკურ ლათინურში ყოველთვის როგორც კ. ც-თ წაკითხვა გვიან შემოვიდა. ch იკითხება როგორც ქ | cum, civis, facilis |
| D | დ | |
| E | ე | |
| F | ||
| G | ყოველთვის როგორც გ | |
| H | ჰ | |
| I | ი. ხმოვნის წინ არბილებს ხმოვანს. | |
| K | კ | |
| L | ლ | |
| M | მ | |
| N | ნ | |
| O | ო. oe იკითხება როგორც ოი | |
| P | პ, ph - ფ, ბერძნულ სიტყვებში. | |
| Q | ყოველთვის გამოიყენება შეთანხმებაში qu (qv) და იკითხება კვ-თ. | ელემენტი |
| R | რ მაგარი რ. | |
| S | ს | |
| T | ყოველთვის როგორც ტ. th ასახავს ბერძნულ ბგერას თეტა. | nationem, mentionem |
| U | უ | |
| V | რბილი ვ, ქართულში ანალოგი არაა, ინგლისურ w-ზე რბილად. | vivo, vinum |
| W | დაბლიუ დაბალი იუ | |
| X | ქს | |
| Y | უი | ასახავს ბერძნულ ბგერას |
| Z | ზ |
ხმოვნები ლათინურ ენაში იყო ან გრძელი ან მოკლე. გრძელი ხმოვანი ორჯერ გრძელია ვიდრე მოკლე, ტექსტებში იგი აღინიშნება ხმოვნის თავზე - ხაზით.