კულინარული წიგნი:ღომი
იერსახე
ინგრედიენტები
[რედაქტირება]- 1 კგ სიმინდის ღერღილი
- წყალი
- 500 გ სულგუნი
- 500 გ სიმინდის ფქვილი
მომზადების წესი
[რედაქტირება]სიმინდის ღერღილი კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალში. გარეცხილი ღერღილი ჩაყარეთ და იმდენი წყალი დაასხით, რომ ღერღილი დაიფაროს. წყალს ზედაპირზე მოქცეული ღერღილი მოაცილეთ. შედგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ მოხარშვამდე. დროდადრო ხის კოვზით ცოტ-ცოტა ფქვილი ჩააზილეთ (ფქვილი სწრაფად უნდა ჩაიზილოს, რათა ღომს კორძები არ გაუჩნდეს). ბოლოს მოასწორეთ ზედაპირი და დაასხით 1/2 ჭიქა წყალი. მზა ღომს უნდა ჰქონდეს ფაფუკი კონსისტენცია და არ უნდა ჰქონდეს ფქვილის გემო. თუ ღომი მყარია, დაუმატეთ ცოტა მდუღარე წყალი და აზილეთ.
მზა ღომი გადმოიღეთ ცეცხლიდან, კვლავ ჩაზილეთ და დაუმატეთ სულგუნი.