შინაარსზე გადასვლა

კოქტეილები:ნეგრონი

ვიკიწიგნებიდან

ნეგრონი - პოპულარული იტალიური კოქტეილია, რომელიც შედგება თითო წილი ჯინის, ტკბილი ვერმუტისა და კამპარისგან. ეს სასმელი ითვლება აპერიტივად, ანუ ჭამის წინ მისართმევ კოქტეილად.

ნეგრონის წარმოშობის ზუსტი ადგილი და დრო უცნობია; ყველაზე გავრცელებული მოსაზრების თანახმად, 1919 წელს იტალიის ქალაქ ფლორენციაში მდებარე კაფე "კასონიში" თავადმა კამილო ნეგრონიმ სთხოვა ბარმენ ფოსკო სკარსელის, რომ მის საყვარელ კოქტეილ "ამერიკანოში" გაზიანი წყლის მაგივრად ჯინი გამოეყენებინა. ბარმენმა ეს თხოვნა შეასრულა; მან ასევე ლიმონის ნაცვლად ახლად შექმნილი კოქტეილი გააფორმა ფორთოხლის ქერქით.

ინგრედიენტები

  • 30მლ ჯინი
  • 30მლ ტკბილი წითელი ვერმუთი
  • 30მლ კამპარი

მომზადების წესი

Old-fashioned ჭიკაში მოათავსეთ ყინული, ჩაასხით ჯინი, ვერმუთი და კამპარი და კარგად აურიეთ. 

დეკორაცია, რჩევები

გაალამაზეთ ფორთოხლის ცედრით. მიტანა რეკომენდირებულია old-fashioned ჭიკაში.