შინაარსზე გადასვლა

კოქტეილები:გარიბალდი

ვიკიწიგნებიდან


კოქტეილი გარიბალდი

ისტორია

კოქტეილი "გარიბალდი" ატარებს იტალიის ეროვნული გმირის, ჯუზეპე გარიბალდის სახელს, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იტალიის გაერთიანებაში და აქტიური მონაწილეობა მიიღო სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლებში.

ეს რეცეპტი პირველად შეიქმნა მილანში 1861 წელს. დაწესებულების დასახელება და ბარმენის სახელი, რომელმაც ეს კოქტეილი შექმნა, არ არის შემონახული; მაგრამ ეს სასმელი დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში.

1987 წელს გარიბალდის კოქტეილი დაემატა კლასიკური რეცეპტების კოლექციას.

ინგრედიენტები

  • 50 კამპარი
  • 150 ფორთოხლის წვენი

მომზადების წესი

წვენის ჭიქაში ჩადეთ სამი ნატეხი ყინული და დაასხით ჯერ კამპარი, შემდეგ კი ნელ-ნელა დაადეთ ფენებად ფორთოხლის წვენი. გააფორმეთ ფორთოხლის ნაჭრით.