შინაარსზე გადასვლა

ვიკიწიგნები:ვანდალიზმი

ვიკიწიგნებიდან
(გადმომისამართდა ვწ:ვანდალი-დან)
ეს გვერდი წარმოადგენს ვიკიპედიის რედაქტორის სახელმძღვანელოს ნაწილს. მასზე შეთანხმება არსებობს რედაქტორებს შორის და ის ითვლება სტანდარტად, რომელიც ყველა მომხმარებელმა უნდა დაიცვას. ამ გვერდის რედაქტირებისას გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ცვლილებები კონსენსუსს არ უნდა არღვევდეს. მნიშვნელოვანი ცვლილებები თავდაპირველად მოათავსეთ განხილვის გვერდზე.
მალხმობა:
ვწ:ვანდალი

ვანდალიზმი ვიკიწიგნებში - ეს არის აშკარად მავნებლური საქმიანობა, სტატიის შინაარსის შეცვლა, დამატება ან წაშლა, რომლის მიზანია ენციკლოპედიის ღირსებისა და ავტორიტეტის კომპრომეტირება. ვანდალიზმი ძირითადად გამოიხატება ხარისხიანი სტატიების შეცვლით სალანძღავი, ცინიკური, არაეთიკური ხასიათის ჩანაწერებით, რომელსაც არაფერი აქვთ საერთო სტატიის თემასთან.

მიუხედავად გავრცელებული აზრისა, ვანდალიზმი არ წარმოადგენს განსაკუთრებით საშიშ მოვლენას ვიკიწიგნებისათვის, ვინაიდან მონაცემთა ბაზაში ინახება სტატიის წინა ვერსიები და ნებისმიერ დროს შეიძლება მათი აღდგენა.

ვანდალიზმის ტიპები


  • სპამი - მიუღებელი გარე ბმულების დამატება თვითრეკლამის მიზნით.
  • ბოტ-ვანდალიზმი - ათეულობით და ასეულობით სტატიის შეცვლა სპეციალური ბოტ-პროგრამებით.
  • ბავშვური ვანდალიზმი - გვერდების გასუფთავება ტექსტისაგან.
  • სულელური ვანდალიზმი - სახუმარო ტექსტების დამატება ან არსებულის ცვლილება.
  • მუხანათური ვანდალიზმი - სტატიებში მცდარი ინფორმაციის ჩამატება, თარიღების და რიცხვების შეცვლა და სხვა. ეს ტიპი ძნელად აღმოსაჩენია.
  • პერსონალური ვანდალიზმი - პერსონალური გვერდების შეცვლა შეურაცხმყოფელი შინაარსის ტექსტებით.
  • გრაფიკული ვანდალიზმი - გამომწვევი გამოსახულებების ან ანიმაციური სურათების ჩატვირთვა გვერდებზე.
  • რედირექტ-ვანდალიზმი - გადამისამართებების გაკეთება შეურაცხმყოფელ სტატიებზე და გამოსახულებებზე.

ფსევდო-ვანდალიზმები


ზოგიერთი მოქმედება ძალიან ჰგავს ვანდალიზმს, მაგრამ სინამდვილეში მას არ წარმოადგენს. კერძოდ:

  • ახალბედის ტესტი. ახალბედები გვერდის თვალიერებისას აჭერენ ღილაკს “რედაქტირება”, რათა ნახონ შეძლებენ თუ არა ტექსტის ცვლილებების შეტანას და შემდეგ ინახავენ ტექსტს ახალი ცვლილებებით. ეს ვანდალიზმი არ არის. მათ უნდა განემარტოთ, სად და როგორ ივარჯიშონ.
  • ვიკის შესაძლებლობების გაცნობა. ზოგიერთი მომხმარებელი უცბათ ვერ იგებს როგორ იმუშავოს (განსაკუთრებით, თუ არ წაუკითხავს შესაბამისი სტატიები), ამიტომ ცდილობს ექპერიმენტების გზით ცოდნის მიღებას. მათაც უნდა მიეთითოს სად და რა წაიკითხონ პირველ რიგშა.
  • თამამი რედაქტორები. ვიკიწიგნების პოლიტიკაა - იმუშავე თამამად. ზოგიერთ ვიკიპედისტებს სერიოზული ცვლილებები შეაქვთ ტექსტებში მათი გაუმჯობესების მიზნით. შეიძლება თქვენ არ მოგეწონოთ, რომ ასე უხეშად ჩაერივნენ თქვენ ნამუშევარში, მაგრამ ეს მაინც არ არის ვანდალიზმი.
  • შეცდომები. თავისი განსაზღვრებით შეცდომა არ შეიძლება იყოს ვანდალიზმი. თუ თქვენ თვლით, რომ სტატიაში შეცდომებია, განიხილეთ ფაქტები მის ავტორთან.